ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 1 ნოემბერი, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ბაგრატიონთა დინასტიის გრუზინსკთა შტოს წარმომადგენელი. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის პირდაპირი შთამომავალი და საქართველოს სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე 1984 წლიდან. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა და ლეილა ყიფიანის უფროსი ქალიშვილი.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1976 (1976-11-01) (48 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
წოდება საქართველოს სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე
რელიგია მართლმადიდებლობა
მეუღლე(ები) გრიგოლ მალანია
 (იქ. 2001; გ. 2007)

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
 (იქ. 2009; გ. 2013)
შვილ(ებ)ი ირინა
მარიამი
გიორგი
მშობლები მამა: ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
დედა: ლეილა ყიფიანი
ხელმოწერა

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დაიბადა 1976 წლის 1 ნოემბერს თბილისში. იგი არის ერეკლე II-ის ვაჟის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII-ისა და დედოფალ ქეთევან ანდრონიკაშვილის პირდაპირი შთამომავლის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა და მისი მეუღლის, ლეილა ყიფიანის უფროსი ქალიშვილი. ანას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავს მაია ბაგრატიონ-გრუზინსკის სახით (დ. 2 იანვარი, 1978).

ანამ სკოლა თბილისში დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო ჟურნალისტიკის განხრით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ანა სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

ქორწინებები

რედაქტირება

პირველი ქორწინება

რედაქტირება

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის პირველი ქორწინება 2001 წლის 17 მაისს შედგა. ცოლად გაჰყვა არქიტექტორ გრიგოლ მალანიას (დ. 1970). მშობლები: გრიგოლ მალანია (1947-2009) და ნანა მგალობლიშვილი (დ. 1951). დედის ხაზით, გრიგოლ მალანია ანას მსგავსად გიორგი XII-ის შთამომავალია.

ქორწინებაში ანასა და გრიგოლის ორი ქალიშვილი ირინა (დ. 2003) და მარიამი (დ. 2007) შეეძინათ (ორივე მათგანი დედის გვარს ატარებს).[1]

წყვილი 2007 წელს დაშორდა.

მეორე ქორწინება

რედაქტირება

2008 წლიდან დაიწყო საუბარი საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენასთან დაკავშირებით, რის გამოც ტახტზე ბაგრატიონთა ორმა შტომ: გრუზინსკებმა და მუხრანელებმა განაცხადეს პრეტენზია. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ისეთი მემკვიდრის გაჩენის აუცილებლობა, რომელიც ორივე შტოს წარმომადგენელი იქნებოდა. ამ მიზეზით, 2009 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დაქორწინდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელზე. მათ ქორწილს 3, 000 სტუმარი დაესწრო. ქორწილის დღეს პრინცესა ანამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა: „ვიმედოვნებ, ეს ჩემს ცხოვრებას უბედნიერესს გახდის“. მამამისმა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკმა კი განაცხადა: „ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მომავალს“.

ქორწინება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ის კურთხევით ჩატარდა, რითაც თითქოს უნდა გაერთოანებულიყო ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტო. პატრიარქმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ანასა და დავითის შვილი საქართველოს პირველი მეფე გახდება. ქორწინებას ასევე დიდად მიესალმნენ მონარქისტები და ისურვეს საქართველოში მონაქრქიზმის დაბრუნება.

ბაგრატიონთა წყვილმა ცხოვრება ესპანეთში გააგრძელა, ვინაიდან დავითი ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს I-ის ნათესავია. მალე ანა და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი შორენა ბეგაშვილის სკანდალური აღიარება გახდა, რომ მას ანას მეუღლესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები. მათი პირველი გაშორება 2009 წელს, ქორწინებიდან თვენახევარში მოხდა, რის შემდეგაც მალევე შერიგდნენ. შემდეგ 2010 წელს ესპანეთში ყოფნისას ისინი კვლავ დროებით დაშორდნენ. მეორე შერიგებიდან მალევე ანა დაორსულდა და 2011 წლის 27 დეკემბერს მადრიდში მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც გიორგი დაარქვეს და ორივე მშობელმა მისცა თავისი გვარი, რის გამოც იგი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონია. პატარა გიორგი 2013 წლის 3 ნოემბერს მონათლა ილია II-მ.

2013 წლის 15 დეკემბერს განქორწინდნენ. გიორგიზე მეურვეობა ანამ აიღო.

სამეფო სკანდალი

რედაქტირება

2019 წლის გაზაფხულზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ თავის ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ 2014 წლის 9 მაისს ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად გაუსწორდა. ანამ წარადგინა ექიმისა და ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, დავითი მას ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თავად ანამ განაცხადა, დავითი მას უსასტიკესად სცემდა და ამ დროს გონებაც კი დაკარგა, რის გამოც ზუსტად არ ახსოვს რა მოხდა. ასევე მისი განცხადებით, დავითმა იგი მათი არასრულწლოვანი ვაჟის თანდასწრებით სცემა. მას სახესა და სხეულზე სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ქმარმა იგი თბილისში ორი დღის მანძილზე არ გაუშვა.

ანას განცხადებით, ქმარი მას ქორწინების პერიოდშიც ხშირად სცემდა. ამ დროს მას პოლიციისათვის არ მიუმართავს, თუმცა ბოლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მან ოჯახის დაჟინებული მოთხოვნის გამო მიმართა. თავად დავითი და მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ანა მას არ უცემია და თავადაც აინტერესებს ვინ ჩაიდინა ეს.

ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბმა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა და­ი­წყეს. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის სიმ­ბო­ლურ თან­ხას — 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს.

თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გრუ­ზინ­სკებ­მა მუხ­რა­ნე­ლე­ბის­გან შე­მა­გე­ბე­ბელი ბრალ­დე­ბა მო­ის­მი­ნეს - და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჩხე­ი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის წინ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და: „ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია და სან­დო წყა­რო­თი ვიცი, რომ სა­პატ­რი­არ­ქომ ჩა­ა­ტა­რა დნმ-ის კვლე­ვა და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ არის ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ის არის სი­ხა­რუ­ლი­ძე და იბ­რა­ლებს გვარს“[2].

აქტივობები

რედაქტირება

პრინცესა ანამ დიდი ინტერეს იჩენს სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისადმი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების გარკვეულ სეგმენტზე. Heifer International-თან და სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იგი ცდილობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ის განსაკუთრებულად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებულებზე ზრუნავს. პრინცესა ანამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა და თანამშრომლობა გამოიჩინა საქართველოს მთავრობასა და თვით აღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

პირველ ქორწინებაში:

  1. ირინე ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 2003);
  2. მარიამ ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 2007);

მეორე ქორწინებაში:

  1. გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი (დ. 27 სექტემბერი, 2011);

ჯილდოები

რედაქტირება

დინასტიური ჯილდო

რედაქტირება
  •   ბაგრატიონთა დინასტიისგან: დიდი ქალბატონი და რაინდი დიდებული ჯვრისა, საქართველოს სამეფო გვირგვინის ორდერის ჯაჭვით;

საგარეო ჯიდლოები

რედაქტირება
  •   რუანდას სამეფო ოჯახისგან: დიდებული ჯვრის რაინდი რუანდას სამეფო გვირგვინის ორდერისა;
  •   შვედეთის სამეფო ოჯახისგან: დიდი მეთაური ამარანთის სოციალური ორდერისა;

წარმომავლობა

რედაქტირება

წინაპრები

რედაქტირება

პატრიარქატული წარმოშობა

რედაქტირება

ტიტულატურა

რედაქტირება
  • 1 ნოემბერი, 1976 - 13 აგვისტო, 1984: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი;
  • 13 აგვისტო, 1984 - 17 მაისი, 2001: მისი სამეფო უდიდებულესობა და ყველაზე მოწყალე პრინცესა ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკი, საქართველოს სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე;
  • 17 მაისი, 2001 - დღემდე: მისი სამეფო უმაღლესობა და ღვთით კურთხეული პრინცესა ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკი, უფროსი მემკვიდრე საქართველოს სამეფო ტახტისა და სახლისა;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Genealogical Table“ (PDF). Chancellery of Prince Nugzar Bagration-Gruzinsky. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2018-11-02. ციტირების თარიღი: 2014-01-14.
  2. დაპირისპირება საქართველოს "სამეფო კარზე" - რაში სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი