ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 25 აგვისტო, 1950, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი | |
---|---|
ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი | |
საქართველოს სამეფო სახლის მეთაური (სადავო) | |
მმართ. დასაწყისი: | 13 აგვისტო, 1984 |
მმართ. დასასრული: | მოქმედი |
წინამორბედი: | პეტრე გრუზინსკი |
მემკვიდრე: | ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი |
სხვა წოდებები: |
უგანათლებულესი თავადი, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, მისი სამეფო უმაღლესობა[1] |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 აგვისტო, 1950 |
დაბ. ადგილი: | თბილისი, საქართველო |
მეუღლე: | ლეილა ყიფიანი |
შვილები: |
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი |
დინასტია: | ბაგრატიონი |
მამა: | პეტრე გრუზინსკი |
დედა: | ლეილა მგელაძე |
რელიგია: | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს და სარეჟისორო ფაკულტეტი 1976 წელს. რეჟისორად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984), თბილისის კინომსახიობთა თეატრში (1975-1980, 1984-1991). 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში. 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან — კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს სპექტაკლები: მ. ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“ და სხვ.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის „საქართველოს სამეფო სახლის“ მეთაური, თუმცა ბაგრატიონთა შთამომავლებს შორის სამეფო სახლის უფროსობის საკითხი სადავოა გრუზინსკის ყოფილი სიძის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ანალოგიური პრეტენზიის გამო. საქართველოს საპატრიარქოს მეცადინეობით დავით მუხრანელი 2009-2013 წლებში დაქორწინებული იყო ნუგზარის ქალიშვილზე, ანაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 31
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბატონიშვილი ნუგზარის საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად და სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარება. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №10. 2006 წლის მემორანდუმი.