კიკეთი

სოფელი საქართველოში, თბილისის მთაწმინდის რაიონში

კიკეთისოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1200 მ. სოფელთან დგას ხუროთმოძღვრების ძეგლი კაბენი.

სოფელი
კიკეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი მთაწმინდა
კოორდინატები 41°39′24″ ჩ. გ. 44°39′12″ ა. გ. / 41.656694° ჩ. გ. 44.653361° ა. გ. / 41.656694; 44.653361
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 207 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კიკეთი — საქართველო
კიკეთი
კიკეთი — თბილისი
კიკეთი

წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. გადმოცემით, სოფელში ცხოვრობდა ცხრა ძმა ხერხეულიძე. 1961 წელს კიკეთში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კოჯრის თემს. 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 207 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 173[1][2]
2014   207[3]

კიკეთი ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო კურორტია. იცის ზომიერად რბილი ზამთარი, თბილი და მშრალი ზაფხული. სეზონი - ზაფხული.

ლიტერატურა

რედაქტირება