გენო წულაია
გენო წულაია (დ. 17 იანვარი, 1930, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი, 2000)— ქართველი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საკავშირო კინოფესტივალის ლაურეატი (1985).
გენო წულაია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 იანვარი, 1934 სოხუმი |
გარდაცვალების თარიღი | 18 სექტემბერი, 2000 |
საქმიანობა | რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომპოზიტორი |
აქტიური | 1957-1996 |
მეუღლე(ები) | ნელი ნენოვა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგენო წულაია დაიბადა 1930 წლის 17 იანვარს სოხუმში. 1948 წელს დაამთავრა სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი. 1948-1950 წლებში სწავლობდა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში. 1957 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ ჭიაურელისა და იური გენიკას სახელოსნო). 1957 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. ფილმებს იღებდა მეუღლესთან, კინორეჟისორ ნელი ნენოვასთან ერთად. 1993 წლიდან ცხოვრობდა ბულგარეთში.
ფილმოგრაფია
რედაქტირებამსახიობი
რედაქტირება- 1983 — ყვითელი ჩიტი
- 1988 — ოპერაცია „ვუნდერლანდი"
დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1959 — წარსული ზაფხული
- 1963 — ცეროდენა რაინდები
- 1965 — დრო იწურება განთიადისას
- 1971 — რერო მასპინძლობს
- 1973 — მოვდივართ და მოვიმღერით
- 1977 — პეპელა
- 1979 — ქორწინება იმერულად
- 1981 — ყოჩაღად, პაპებო!
- 1984 — ჩიორა
- 1988 — მეტიჩარა
სცენარის ავტორი
რედაქტირება- დრო იწურება განთიადისას
- მოვდივართ და მოვიმღერით
- რერო მასპინძლობს
- ქორწინება იმერულად
- ყოჩაღად, პაპებო!
კომპოზიტორი
რედაქტირება- პეპელა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გენო წულაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გენო წულაია — ეროვნული ფილმოგრაფია
- გენო წულაია — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)