ლეილა გორდელაძე
ლეილა კონსტანტინეს ასული გორდელაძე (დ. 15 აპრილი, 1927, თბილისი — გ. 19 მარტი, 2004, იქვე) — ქართველი რეჟისორი და ფსიქოლოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977)
ლეილა გორდელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 აპრილი, 1927 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
19 მარტი, 2004 (76 წლის) თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თსუ |
პროფესია | რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია–ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1959 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო კურსები (მოსკოვი). 1952–1956 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად; 1959 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი; ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა; დამდგმელი რეჟისორია ქართული მხტვრული ფილმებისა: „ლევანა“ (1960), „მოიტაცეს თამარ ქალი“ (1971), „ბათა ქექია“ (1978), „აქედანა და შენამდე“ (1984), „ჩემი ბოშები“ (1987); სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შეასხებ – „დიდი და პატარა ამბები“;
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 108.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლეილა გორდელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლეილა გორდელაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ლეილა გორდელაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)