თემურ ფალავანდიშვილი
თემურ ფალავანდიშვილი — (დ. 26 მაისი, 1940, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
თემურ ფალავანდიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 მაისი, 1940 თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1940 წლის 26 მაისს თბილისში. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად. 1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო კინოკონცერნის ვიცე-პრეზიდენტი, 1994-2000 წწ. — სს „ქართული ფილმის“ დირექტორი, 2000-2007 წწ. — დირექტორის მოადგილე.
თემურ ფალავანდიშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მიმინო“ (1965), „ჩამავალი მზე“ (1970), „გოგონა და ჯარისკაცი“ (1970), „მზე შემოდგომისა“ (1973) „რაჭა ჩემო სიყვარულო“ (1977), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (1990) და სხვა. სცენარის ავტორია ფილმების: „ჩამავალი მზე“ (1970), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (1990).
ფილმოგრაფია
რედაქტირებადამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1965 — „მიმინო“ (მოკლემეტრაჟიანი)
- 1970 — „ჩამავალი მზე“
- 1970 — „გოგონა და ჯარისკაცი“ (მოკლემეტრაჟიანი)
- 1973 — „მზე შემოდგომისა“
- 1975 — „მოხეტიალე რაინდები“
- 1972 — „თეთრი ქვები“
- 1974 — „წყარო გზის პირას“ (კინონოველა)
- 1977 — „რაჭა ჩემო სიყვარულო“
- 1980 — „წერილები ბამიდან“
- 1983 — „ჯადოსნური ღამე“
- 1986 — „ახალი არკადია“
- 1990 — „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“
სცენარის ავტორი
რედაქტირება- 1970 — „ჩამავალი მზე“
- 1990 — „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“