გოგონა და ჯარისკაცი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 29 თებერვალი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

გოგონა და ჯარისკაცი — რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის 1970 წლის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

„გოგონა და ჯარისკაცი“
დამდგმელი რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი ლევან ჭელიძე
ფრანგიზა ჭელიძე
როლებში დავით კვაჭაძე
ლალი მესხი
კახი კავსაძე
მზია მაღლაკელიძე
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე[1]
ოპერატორი გენო ჩირაძე
მონტაჟი ჯულიეტა წოწონავა
მხატვარი მიხეილ მედნიკოვი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1970
ხანგრძლივობა 20 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის გმირები — გივი და მისი მეგობარი გოგონა, ირინე, დამოუკიდებელი ცხოვრების სარბიელზე გამოდიან. გივი ქარხანაში მუშაობასთან ერთად, ინსტიტუტშიც სწავლობს. ამავე დროს, სპორტული დარბაზის ხშირი სტუმარია და ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება. როგორც სპორტსმენი გივი ინსტიტუტშიც ერთგვარი შეღავათებით სარგებლობს. ირინე წიგნის კიოსკში მუშაობს გამყიდველად. ახალგაზრდებს ერთმანეთის მოსწონთ და თავიანთ მომავალზე ფიქრობენ. გივის სურს შეამოწმოს ირინეს დამოკიდებულება მისდამი და გამომცდელად განუცხადებს, რომ ვიღაც გოგონა უყვარს. ირინეც არ იბნევა და ამაყად უპასუხებს — „მეც მყავს შეყარებულიო“. მეგობრებში უთანხმოება ჩამოვარდება და განაწყენებულები შორდებიან ერთმანეთს. მეორე დღეს გივი კვლავ მიაკითხავს წიგნების კიოსკს, მაგრამ ირინეს ნაცვლად იქ სხვა ქალიშვილი დახვდება. ნირწამხდარი ახალგაზრდა გულნატკენი გამობრუნდება. გივი თავს ანებებს ინსტიტუტს, სპორტს და საბჭოთა არმიის რიგებში მიდის. სადგურზე იგი შეხვდება ირინეს, რომელიც აგრეთვე ახალი ცხოვრების შესაქმნელად მიდის.[2]

  1. ეროვნული ფილმოგრაფია
  2. გიორგი კოპაძე, ქეთევან ლორთქიფანიძე — „ფილმოგრაფია“. გვ. 134 — თბილისი, „ხელოვნება“ 1978