ნანა მჭედლიძე
ნანა ბიძინას ასული მჭედლიძე (დ. 20 მარტი, 1926, ხონი — გ. 28 მარტი, 2016) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელი.
ნანა მჭედლიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1926 |
გარდაცვალების თარიღი | 28 მარტი, 2016 (90 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1926 წლის 20 მარტს ხონში. დედა — ბარბარე ფარცხალაძე, ბეტერბურგის ბესტუჟევის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რუსულ ენას ასწავლიდა სკოლაში. მამა — ავტოსაგზაო ინჟინერი, რომლის დაპროექტებული და აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოში. ნანა მჭედლიძის პაპა მამის მხრიდან არის ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე, წმინდანად შერაცხული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. იმის გამო, რომ 1937 წელს პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დედა გადაასახლეს ციმბირში, ნანა და მისი უმცროსი ძმა, ბიძინა, მამამ საცხოვრებლად თბილისში გადმოიყვანა.
დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1956) და სარეჟისორო (1960) ფაკულტეტები.
ნანა მჭედლიძის მოთხრობები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იგი არის მის მიერ გადაღებული რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც. 1981 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა კრებული მისი მოთხრობებისა: „მხიარული მოთხრობები“. 2016 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კიდევ ორი წიგნი: „იმერული ესკიზები“ და „შემოქმედებითი დავიდარაბა“.
ფილმოგრაფიარედაქტირება
ფილმების დამდგმელი რეჟისორირედაქტირება
- 1960: „ჩქარი მატარებელი“
- 1964: „აღმაფრენა“
- 1964: „გზაში“
- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“
- 1969: „დიდედები და შვილიშვილები“
- 1971: „გელა“
- 1975: „პირველი მერცხალი “
- 1976: „ გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) “
- 1979: „იმერული ესკიზები“
- 1984: „უკვდავების თეთრი ვარდი“
- 1987 : „პლიაჟის ავაზაკი“
- 1988: „დანაშაული მოხდა“
სცენარის ავტორი ფილმებისარედაქტირება
- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1975: „პირველი მერცხალი“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „გასეირნება თბილისში“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1979: „იმერული ესკიზები“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1985: „უკვდავების თეთრი ვარდი“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1988: „დანაშაული მოხდა“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
გადაღებულია ფილმებშირედაქტირება
- 1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1979: „იმერული ესკიზები“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1981: მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1981: „დები წყვდიადში“ (პონსია) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ (სესილია) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1986: „ჩეგემური დეტექტივი“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) სვეტლოვი
- 1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1988: „ჭა“ რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1991: „ლოლიტა“ (პელაგია) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (დარეჯანი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 2005: „უსუი“ რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება
- 1983: საქართველოს სახალხო არტისტი
- თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 „ოქროს ვერძი“-ს მფლობელი
- ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი
- სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი
- ბათუმის კინოფესტივალის გრან–პრი
- მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან–პრი
- ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან–პრი
- ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრი
- ღირსების ორდენი