ლიანა ელიავა (დ 31 აგვისტო, 1951, ხობი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ლიანა ელიავა
EliavaLT.jpg
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1939
ხობი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო,
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა კინორეჟისორი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1939 წლის 31 აგვისტოს ხობში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1970 წელს — მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო). 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. 1999 წლიდან ცხოვრობს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.

ლიანა ელიავას გადაღებული აქვს ფილმები: „ბზიანეთი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „სინემა“ და სხვა. ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“ (თბილისი, 2004), „კინო უეკრანოდ“ (თბილისი, 2011) და სხვა.

ფილმოგრაფიარედაქტირება

დამდგმელი რეჟისორირედაქტირება

სცენარის ავტორირედაქტირება

  • 1968 — „ბზიანეთი“
  • 1971 — „ეპისკოპოსი ნადირობაზე“
  • 1973 — „მშვენიერი კოსტიუმი“
  • 1977 — „სინემა“
  • 1982 — „გზის დასაწყისი“

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება