9 ოქტომბერი
თარიღი
9 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 282-ე დღე (ნაკიან წლებში – 283-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 83 დღე.
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2023 |
დღის მოვლენები რედაქტირება
- 1238 : ხაიმე I არაგონელი ვალენსიის სამეფოს აფუძნებს.
- 1446 : ჰანგული ანბანი გამოქვეყნდა კორეაში.
- 1604 : სუპერნოვა 1604 - უახლესი ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნა ირმის ნახტომის გალაქტიკაში.
- 1701 : იელის უნივერსიტეტს ქარტია მიენიჭა ოლდ-სეიბრუკში, კონექტიკუტი.
- 1776 : მამა ფრანცისკო პალო სან-ფრანცისკო დე ასისის მისიას აფუძნებს დღევანდელი სან-ფრანცისკოს ადგილზე, კალიფორნია.
- 1874 : საყოველთაო საფოსტო კავშირი შეიქმნა ბერნის ხელშეკრულებით.
- 1888 : ვაშინგტონის მონუმენტი გაიხსნა.
- 1934 : მკვლელობა მარსელში - მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I და ლუი ბარტუ, საფრანგეტის საგარეო საქმეთა მინისტრი.
- 1962 : უგანდა რესპუბლიკად გამოცხადდა.
- 1967 : დატყვევებიდან ერთ დღეში ჩე გევარა დახვრიტეს ბოლივიაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის.
- 1970 : კხმერების რესპუბლიკა გამოცხადდა კამბოჯაში.
- 1989 : საბჭოთა კავშირის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ვორონეჟში ამო-ს (UFO) ჩამოფრენის შესახებ აკეთებს განცხადებას.
- 2004 : ავღანეთში პირველად ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები.
- 2007 : ალბერ ფერი და პეტერ გრიუნბერგი 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ფიზიკის დარგში გიგანტური მაგნიტური წინაღობის აღმოჩენისთვის.
- 2008 :
- უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
- ფრანგი მწერალი ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში.
- 2009 : აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2013 : მარტინ კარპლუსი, მაიკლ ლევიტი და არე ვერშელი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2014 : ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში პატრიკ მოდიანო გახდა.
- 2015 :
- ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- ენგუს დიტონი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2017 : ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში ამერიკელი რიჩარდ ტალერი გახდა.
- 2019 : ჯონ გუდენაფი (აშშ), სტენლი უიტინგემი (დიდი ბრიტანეთი) და აკირა იოშინო (იაპონია) ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2020 : ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მსოფლიო სასურსათო პროგრამა გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი რედაქტირება
- 1201 : სორბონი, რობერ დე — ფრანგი ფილოსოფოსი, სორბონის უნივერსიტეტის დამაარსებელი.
- 1261 : დიონისიუსი — პორტუგალიის მეფე
- 1328 : პეტრე I — კიპროსის მეფე
- 1547 : მიგელ დე სერვანტესი — ესპანელი მწერალი
- 1757 : შარლ X (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე (გ. 1836)
- 1835 : კამილ სენ-სანსი — ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, ორგანისტი და დირიჟორი
- 1843 : ნიკო ნიკოლაძე — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი
- 1852 : ფიშერი, ჰერმან ემილ — გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1874 : რერიხი, ნიკოლოზ — რუსი მხატვარი, არქეოლოგი და მოგზაური
- 1879 : ლაუე, მაქს ფონ — გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1888 : ბუხარინი, ნიკოლაი — რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე (გ. 1938)
- 1892 : ანდრიჩი, ივო — ხორვატიელი მწერალი (გ. 1975)
- 1933 : მანსფრედი, პეტერ — ბრიტანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1940 : ჯონ ლენონი — ბრიტანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. ჯგუფ „The Beatles-ის“ სოლისტი (გ. 1980)
- 1946 : ჩილერი, ტანსუ — თურქეთის პრემიერ-მინისტრი 1993-1996
- 1957 : ვიტალი დარასელია — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის დინამოსა და სსრკ-ის ნაკრების წევრი (გ. 1982)
ამ დღეს გარდაცვლილნი რედაქტირება
- 1047 : კლიმენტ II — რომის პაპი
- 1390 : ხუან I — კასტილიის მეფე
- 1841 : კარლ შინკელი — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი (დ.1781)
- 1924 : ვალერი ბრიუსოვი — რუსი პოეტი და კრიტიკოსი
- 1926 : ვასო აბაშიძე — ქართველი მსახიობი.
- 1934 : ალექსანდრე I — იუგოსლავიის მეფე
- 1943 : ზეემანი, პიტერი — ჰოლანდიელი ფიზიკოსი
- 1950 : დიმიტრი უზნაძე — ქართველი ფსიქოლოგი (დ.1886)
- 1950 : ჰარტმანი, ნიკოლაი — გერმანელი ფილოსოფოსი (დ.1882)
- 1958 : პიუს XII — რომის პაპი (დ.1876)
- 1967 : ჩე გევარა — არგენტინელი რევოლუციონერი (დ. 1928).
- 1974 : ოსკარ შინდლერი — გერმანელი ბიზნესმენი, მეორე მსოფლიო ომის დროს 1100 ებრაელი გადაარჩინა
- 1990 : ბორის პაიჭაძე — ქართველი ფეხბურთელი (დ. 1915)
დღესასწაულები რედაქტირება
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა
- დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტერიდან
- ტიხონი
- აგრეთვე:
- სამხრეთი კორეა : ჰანგულის დღე (აღნიშნავენ კორეული ანბანის „ჰანგულის“ შექმნას)
- აშშ : ლეიფ ერიკსონის დღე
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
სხვა თვეები: