ენგუს დიტონი
ენგუს სტიუარტ დიტონი (ინგლ. Angus Stewart Deaton; დ. 19 ოქტომბერი, 1945, ედინბურგი) — ანგლო-ამერიკელი ეკონომისტი. 2015 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკაში „მოხმარების, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“. ვუდრო ვილსონის საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.
ბიოგრაფიარედაქტირება
დიტონი დაიბადა ედინბურგში, შოტლანდიაში, 1945 წლის 19 ოქტომბერს. სწავლობდა ფეტესის კოლეჯში. ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1967-68 წლებში მუშაობდა ინგლისის ბანკში. 1976-1983 წლებში ბრისტოლის უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის პროფესორი. 1979-1980 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის მიწვეული, ხოლო 1983 წლიდან სრული პროფესორი. ეკონომეტრიკული საზოგადოების წევრია. 1978 წელს მიიღო ფრიშის მედალი. 2009 წელს ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი.
წიგნებირედაქტირება
- დიტონი, ენგუსი; მუელბაუერი, ჯონი (1980) ეკონომიკა და მომხმარებლის ქცევა. ნიუ-იორკი: კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 0521228506.
- დიტონი, ენგუსი (1992) მოხმარების გაგება. ოქსფორდი: კლარენდონის გამომცემლობა. ISBN 0198287593.
- დიტონი, ენგუსი (1997) ოჯახური გამოკვლევების ანალიზი: მიკროეკონომიკური მიდგომა განვითარების სტრატეგიისთვის. ბალტიმორი: ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 0801852544.
- დიტონი, ენგუსი (2001) ჯანმრთელობა, უთანასწორობა და ეკონომიკური განვითარება. კემბრიჯი.
- დიტონი, ენგუსი; კოზელი, ვალერიე (2005) სიღარიბის დიდი ინდური დებატები. ნიუ-დელი: მაკმილან ინდოეთი.
- დიტონი, ენგუსი (2013) დიდი გაქცევა: ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უთანასწორობის წარმოშობა. პრინსტონი: პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 9780691153544.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Professor Sir Angus Deaton — Princeton University.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Czech National Authority Database
- ↑ http://www.nasonline.org/member-directory/members/3469.html
- ↑ https://www.amacad.org/person/angus-stewart-deaton
- ↑ https://www.thebritishacademy.ac.uk/fellows/angus-deaton-FBA
- ↑ https://www.rse.org.uk/fellow/angus-deaton/
- ↑ 7.0 7.1 7.2 Mathematics Genealogy Project — 1997.