ბრისტოლის უნივერსიტეტიუნივერსიტეტი ინგლისის ქალაქ ბრისტოლში. ბრისტოლის უნივერსიტეტი შედის ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაში.[6] გაზეთ „ტაიმსის“ 2010 წლის რეიტინგული შეფასების მიხედვით, ბრისტოლი შედის ბრიტანეთის მოწინავე 10 უნივერსიტეტის სიაში[7], ხოლო მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით (აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არის კერძო და ექვემდებარება საკუთარ კრიტერიუმებს) ბრისტოლი არის მსოფლიოს 61-ე უნივერსიტეტი; ამ სიაში ბრიტანეთის მხოლოდ 4 სხვა უნივერსიტეტი: ოქსფორდი, კემბრიჯი, ედინბურგი, უნივერსიტეტის კოლეჯი ლონდონი და მანჩესტერი შედის.[8] 2011 წელს, QS World University Rankings-ის მიერ 2011 შემოთავაზებულ რეიტინგში, ბრისტოლი მსოფლიოს საუნივერსიტეტო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს.[9]

ბრისტოლის უნივერსიტეტი
University of Bristol.jpg
Arms of the University of Bristol.svg
დევიზი Vim promovet insitam
დაფუძნდა 1909 სამეფო ქარტია
1876 უნივერსიტეტის კოლეჯი
ტიპი საჯარო
კანცლერი ბარონესა ჰეილი, რიჩმონდის ბარონესა
ვიცე-კანცლერი პროფესორი ერიკ თომასი
სტუდენტი 23 590
მისამართი University of Bristol, Senate House, Tyndall Avenue, Bristol, BS8 1TH
მდებარეობა ბრისტოლი
ქალაქი ბრისტოლი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ტელეფონი +44-117-928-9000 და +44-1179289000
კავშირები Coimbra Group, რასელის ჯგუფი[1] , ORCID[2] , Jisc[3] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] , arXiv[5] და Bluetooth Special Interest Group
აფილაცია რასელის ჯგუფი
ბრისტოლის უნივერსიტეტი — გაერთიანებული სამეფო
ბრისტოლის უნივერსიტეტი
http://www.bristol.ac.uk/ და http://www.bristol.ac.uk/

ბრისტოლი არის რასელის ჯგუფის[10], კოიმბრას ჯგუფის[11] და მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელის[12] წევრი, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე ბრისტოლის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი, პროფესორი ერიკ თომასია. უნივერსიტეტში ამჟამად დაახლოებით 23,000 სტუდენტი სწავლობს. თითო ადგილზე აპლიკანტთა რაოდენობის გათვალისწინებით, ბრისტოლის უნივერსიტეტი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია.[13] 2005 წელს ჟურნალ „The Scientist“-ის მიერ ბრისტოლის უნივერსიტეტი დასახელდა ამერიკის გარეთ ნომერ მეხუთე და ბრიტანეთის ნომერ პირველ საუკეთესო დამსაქმებელ ადგილად მკვლევართათვის; ეს ნომინაცია 3,500 საერთაშორისო მკვლევარის აზრზე იყო დამყარებული.[14]

გამოჩენილი სტუდენტებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://russellgroup.ac.uk/
  2. https://orcid.org/members/001G000001fELxGIAW-university-of-bristol
  3. https://www.jisc.ac.uk/membership
  4. https://eua.eu/about/member-directory.html
  5. Our Members / Tier 3
  6. ელიტარული უნივერსიტეტები ცდილობენ არაპრივილეგირებულთა მიღების გაზრდას
  7. კვირის ტაიმსის უნივერსიტეტების რეიტინგი
  8. მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 2010-06-29.
  9. QS World University Rankings-ის 2011 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგი
  10. რასელის ჯგუფის ქსელური გვერდი
  11. კოიმბრას ჯგუფის ოფიციალური ქსელური გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-09. ციტირების თარიღი: 2010-06-29.
  12. მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელის ოფიციალური საიტი
  13. ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფილი, გაზეთი ტაიმსი
  14. ბრისტოლის უნივერსიტეტი 'საუკეთესო სამუშაო ადგილის' რეიტინგში მაღლა დგას