ნობელის პრემია ლიტერატურაში

(გადამისამართდა გვერდიდან ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში)

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში — ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

სიული პრიუდომი, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ლიტერატურის დარგში

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.

ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

მიმოხილვა

რედაქტირება

ალფრედ ნობელმა თავის ანდეძში გაითვალისწინა, რომ მისი ფული უნდა გამოყენებულიყო, პრიზების სერიების შესაქმნელად, მათთვის ვისაც მიენიჭებოდათ: ,,უდიდიდესი სარგებლობა კაცობრიობისთვის"-ის ტიტული: ფიზიკის , ქიმიის , მშვიდობის ,ფიზიოლოგიისა და მედიცინის და ლიტერატურის დარგში. თუმცა ნობელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში დაწერა რამდენიმე ანდერძი, ბოლო მათგანი დაწერილია მის გარდაცვალებამდე არა უმეტეს ერთი წლით ადრე და ხელი მოაწერა შვედურ-ნორვეგიულ კლუბში, პარიზში, 1895 წლის 27 ნოემბერს. ნობელმა თავისი მთლიანი ქონების 94%- (31 მილიონი შვედური კრონი /198 მილიონი ამერიკული დოლარი, 176 მილიონი ევრო) გაიღო, რომ დაეარსებინა და მუდმივი შემოსავლით უზრუნველყო ხუთი ნობელის პრიზი. ანდერძის გარშემო არსებობდა უნდობლური დამოკიდებულება და ეს მხოლოდ 1897 წლის 26 აპრილამდე გაგრძელდა, რადგან მისი მართებულობა სტორთინგმა (ნორვეგიული პარლამენტი) დაამტკიცა. ანდერძის შემსრულებლები იყვნენ: რაგნარ სოლმანი და რუდოლფ ლილეჟისტი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ნობელის ფონდი, რომ ეზრუნათ ნობელის ბედსა და მისი პრიზების ორგანიზებაზე.

ნობელის კომიტეტის წევრები მშვიდობის პრიზით დაჯილდოვებიდან  მალევე დაინიშნენ ნობელის კომიტეტის წევრებად, მას შემდეგ, რაც ანდერძი დამტკიცდა. პრიზებით დაჯილდოების ორგანიზაციებს მოჰყვა: კაროლინსკის ინსტიტუტი დაარქივებული 2020-06-14 საიტზე Wayback Machine. 7 ივნისს, შვედეთის აკადემია 9 ივნისს, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია 11 ივნისს. შემდეგ ნობელის ფონდმა მიაღწია შეთანხმებას თუ როგორ უნდა მომხდარიყო ნობელის პრემიის მინიჭება. 1900 წელს ნობელის ფონდმა ახლად შექმნა წესდება, რომელიც მეფე ოსკარ II-მ გამოაცხადა. ნობელის ანდერძის თანახმად პრიზი ლიტერატურაში განსაზღვრული უნდა ყოფილიყო ,,აკადემია სტოლკჰოლმში"-ს მიერ, რაც ნობელის ფონდის წესდებით იყო შვედეთის აკადემია.

ნომინაციის პროცედურა

რედაქტირება
 
სელმა ლაგერლოფი, პირველი ქალი მწერალი რომელმაც მიიღო ეს პრემია

ყოველწლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების მოღვაწეები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. მათ არ შეუძლიათ თავიანთი თავების წარდგენა.

ათასობით განაცხადი მიიღება ყოველ წელიწადს. 2011 წლის მაგალითზე, 220 წინადადება იყო დაბრუნებული. განაცხადი უნდა იყოს მიღებული აკადემიის მისამართით 1 თებერვლამდე, რომლის შემდეგადაც ის უნდა განიხილოს ნობელის აკადემიამ. ამის შემდგომ აკადემია ამცირებს მიღებულ სიას 20 კანდიდატამდე, მაისის თვეში კი , კომიტეტი წარადგენს მოკლე სიას 5 შერჩეული კანდიდანტისა. შემდეგი 4 თვე კი ეთმობა კითხვასა და განხილვას ამ ხუთი კანდიდანტის ნამუშევრებისა. ოქტომბერში, აკადემის წევრები ირჩევნ კანდიდანტს. რომელიც მიიღებს ნახევარზე მეტ ხმებს, ამის შემდეგად ის იღებს ნობელის პრემიის ლაურეატის წოდებას. ვერავინ მიიღებს ისე პრიზს,თუ სულ მცირე ორჯერ მაინც არ არის ნობელის სიაში წარდგენილი. ასე,ბევრი ავტორი უბრუნდება სიას და განიხილება წლების განმავლობაში.

აკადემია ფლობს 13 ენას, მაგრამ , როდესაც კანდიდანტის ნამუშევარი არის უცხო ენაზე, იწვენენ ექსპერტებს, რადგან მოხდეს ნაწარმოების სრულფასოვანი განხილვა. პროცესის სხვა ელემენტები არის მსგავსი როგორც სხვა დარგის ნობელის პრემიის. კომიტეტი შედგება 18 წევრისაგან,რომელიც არჩეულია მთელი ცხოვრების ვადით და 2018 წლამდე ისინი ტექნიკურად არ იყვნენ დაშვებული,რომ დაეტოვებიათ პოსტი. 2018 წლის , 2 მაისს, მეფე კარლ XVI გუსტავმა, შეძლო შეცვლა წესების,რომლის თანახმადაც წევრებს შეეძლოთ უარის განცხადება და კომიტეტის დატოვება სასურველ დროს. ახალ წესებში ის წესიც შევიდა,რომ წევრი,რომელიც სულ მცირე 2 წლის განმავლობაში არააქტიური იყო ავტომატურად დატოვებდა კომიტეტს.

ჯილდო წესისამებრ ცხადდება ოქტომბერში, მაგრამ ხანდახან ის გამოცხადებულა სანომინირებულო წლის შემდეგადაც, ამის მაგალითი იყო , 2018 წლის დაჯილდოება.

პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ შვედურ კრონას წარმოადგენს. ლაურეატი ასევე იღებს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.

ლიტერატურული ნობელის პრემიის ლაურეატმა შეუძლია მიიღოს ოქროს მედალი, დიპლომი ციტატით ან გარკვეული ოდენობის თანხა. თანხის ოდენობა დამოკიდებულია ნობელის ფონდის გასული წლის შემოსავალზე. თუ კი პრიზი გადაეცემა ერთზე მეტს ლაურეატს , თანხაც იმის მიხედვით იყოფა, შესაძლებელია ის გაიყოს არათუ ნახევრად არამედ ოთხ ნაწილადაც კი. თუ კი პრიზი გადაეცემა ორ ან მეტ ლაურეატს , თანხაც მათი რაოდენობის შესაბამისად იყოფა. ნობელის პრემიის საპრიზო თანხა მერყეობს ინგაურაციის მერე, მაგრამ 2012 წლისთვის ის შეადგენდა 8 000 000 კრონას (რომელიც დაახლოებით 1,100,000 დოლარია) , მანამდე კი საპრიზო თანხა შეადგენდა 10 მილიონ კრონას. ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც საპრიზო თანხის ოდენობა შემცირებული იყო , საწყისი 150, 782 ღირებულებიდან რომელიც ჯერ კიდევ 1901 წელს იყო, იგი 1945 წლისთვის შეადგენდა 121, 333-ს, მაგრამ ის გაიზარდა და დასტაბილურდა 2001 წელს. (ამ დროისთვის იგი შეადგენდა 11, 659,016-ს) ნობელის პრემიის ლაურეატს აგრეთვე იწვენენ ხოლმე ლექციაზე სახელწოდებით "ნობელის კვირა" , რომელიც იმართება სტოლკჰომში , ამ მოვლენის მთავარი ლაიტმოტივი არის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და ბანკეტი 10 დეკემბერს. ნობელის პრემია მიჩენულია როგორც მეორე ყველაზე მდიდარ სალიტერატურო პრიზად მსოფლიოში.

მედალები

რედაქტირება

ნობელის პრემიის მედლები იქმნება მინტვერკეტის კომპანიის მიერ შვედეთში და ასევე ნორვეგიაში, 1902 წლიდან, რომელიც აღნიშნულია ნობელის ფონდის სიმბოლოდ. თითოეულ მედალს აქვს ალფრედ ნობელის სურათი მარცხენა პროფილში (მედლის წინა მხარეს). ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიის და მედიცინის და ლიტერატურის ნობელის პრემიის მედლებს აქვთ იდენტური წარწერები, სადაც მოცემულია ალფრედ ნობელის სურათი და მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები (1833-1896). ნობელის პორტრეტი ასევე ჩანს მშვიდობის და ეკონომიკის პრიზის მედლებზეც, თუმცა ოდნავ განსხვავებული დიზაინით. მედლის შებრუნებული სურათი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა პრემიაა პრიზზე მინიჭებული. ქიმიისა და ფიზიკის ნობელის პრემიის მედლების უკანა მხარეები ერთი და იგივე დიზაინს იზიარებენ. ლიტერატურის ნობელის პრემიის მედალი შემუშავებულია ერიკ ლინდერბეგის მიერ.

დიპლომები

რედაქტირება

ნობელის პრემიის ლაურეატები დიპლომს პირდაპირ შვედეთის მეფისგან იღებენ. თითოეული დიპლომი შემუშავებული არის მხოლოდ, პრიზით დაჯილდოების ინსტიტუტების მიერ, იმ ლაურეატებისთვის ვინც მას მიიღებს. დიპლომი შეიცავს სურათს და ტექსტს, სადაც ნათქვამია ლაურეატის სახელი და გვარი და ჩვეულებრივ, ციტირება თუ რატომ მიიღეს მათ ეს პრიზი.

ლაურეატები

რედაქტირება

ნობელის პრემია გადაცემულია ისეთ დამსახურებულ და აღიარებულ მწერლებზე, როგორებიცაა თომას მანი, რაბინდრანათ თაგორი, რადიარდ კიპლინგი, უოლე შოინკა, უილიამ ბატლერ იეიტსი, გაბრიელ გარსია მარკესი,ჩესლავ მილოში, სოლ ბელოუ , ალექსანდრე სოლჟენიცინი, იასუნარი კავაბატა და სხვები. ნობელის პრემია 1901 წლიდან 2019 წლამდე გადაეცა 116 ადამიანს. რომელთანაგანაც 101 კაცი,ხოლო 15 მანდილოსანია.პრიზი გადაცემულა განსაკუთრებულ ოთხ შემთხვევაში ორ ინდივიდზე. შვიდ შემთხვევაში კი პრიზი არავის გადასცემია. პრემია მოიცავდა 25 განსხვავებულ ენაზე მწერ ავტორს. ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი იყო რადიარდ კიპლინგი, რომელიც 1907 წელს დაჯილდოვებისას 41 წლის იყო. ყველაზე დიდ ასაკში გადასცეს ლაურეატი დორის ლესინგს, რომელიც პრემიის გადაცემისას 2007 წელს, 88 წლის იყო. სიკვდილის შემდეგ გადაეცა ნობელის პრემია ერიკ აქსელ კარლფელდტს. პრემია, ორჯერ უარყო და არ მიიღო ბორის პასტერნაკმა 1958 წელს და ჟან-პოლ სარტრმა 1964 წელს.

ნობელის მითითებების ინტერპრეტაციები

რედაქტირება

ალფრედ ნობელის მითითებები იმ პრიზისთვის, რომელიც კანდიდატს უნდა მინიჭებოდა ,,უდუდესი სარგებლობა კაცობრიობისთვის" და ,,იდეალური მიმართულებით" წერამ, დიდი დისკუსია გამოიწვია. პრიზის ადრეულ ისტორიაში ნობელის ,,იდეალი" იკითხებოდა, როგორც ,,მაღალი და ხმის იდეალიზმი". კრიტერიუმების სიმრავლემ, რომელიც ხასიათდება მისი კონსერვატიული იდეალიზმით, საეკლესიო, სახელმწიფოსა და ოჯახის წმინდა ადგილის დაცვის შედეგად პრიზები მიიღეს: ბიორნსტიერნე ბიორნოსმა, რადიარდ კიპლინგმა და პაულ ჰაიზემ. პირველი მსოფლიო ომის დროს არსებობდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, რომელიც ნაწილობრივ ხსნის ჯილდოების რაოდენობას სკანდინავიელი მწერლებისთვის. 1920-იან წლებში ,,იდეალური მიმართულება" უფრო გულუხვობით იქნა განმარტებული, როგორც ,,ფართო კაცთმოყვარეობა", ხოლო მწერლები როგორებიცაა: ანატოლ ფრანსი, ჯორჯ ბერნანდ შოუ და თომას მანი, დააჯილდოვეს 1930-იან წლებში ,,უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის". განმარტეს როგორც ყველასათვის ხელმისაწვდომი მწერლები, ავტორებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: სინკლერ ლუისი და პერლ ბაკი. 1946 წლიდან, განახლებულმა აკადემიამ შეცვალა აქცენტი და დაიწყო ლიტერატურული პიონერების დაჯილდოება, როგორიცაა: ჰერმან ჰესე, ანდრე გეიდი, ტ.ს. ელიოტი და უილიამ ფოლკნერი. ამ ეპოქიდან ,,უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის" ინტერპრეტაციას, უფრო ექსკლუზიური და კეთილშობილური გზა ჰქონდა, ვიდრე მანამდე. 1970-იანი წლებიდან აკადემიამ ხშირად ყურადღება მიაქცია მნიშვნელოვან, მაგრამ საერთაშორისო დონეზე შეუმჩნეველ მწერლებს, დააჯილდოვა ისეთი მწერლები როგორებიცაა: ისააკ ბასშევ სინგერი, ოდისევ ელიას კანეტი და იარლოსავ სეიფერტი.

1986 წლიდან აკადემიამ ნობელის ანდერძში აღიარა საერთაშორისო მიღწევები, რამაც უარყო კანდიდატების ეროვნულობისადმი რაიმე აზროვნება და ავტორები მთელი მსოფლიოდან დაჯილდოვდნენ. რომლებიც იყვნენ : ნაჯიმ მაჰფუზი ეგვიპტიდან, ოქტავიო პასი მექსიკიდან , ნადინ გორდომერი სამხრეთ აფრიკიდან , დერეკ უოლკოტი წმინდა ლუციიდან, ტონი მორისონი, სიაში პირველი აფრიკელ-ამერიკელი, კენძაბერო ოე იაპონიიდან და გაო სინძიანი პირველი ლაურეატი, რომელიც ჩინურას წერს. 2000-იან წლებში ვ.ს ნაიპაულა, მარიო ვარგას ლიოსას და ჩინელ მწერალს მო იენის ჯილდო მიენიჭათ , მაგრამ “პრიზი მთელი მსოფლიოსთვის” პოლიტიკა ნაკლებად შესამჩნევია, რადგან აკადემიამ ძირითადად დაჯილდოვა ევროპელი და ინგლისურენოვანი მწერლები დასავლური ლიტერატურული ტრადიციიდან. 2015 წელს მხატვრული მწერლის იშვიათი პრემია მიენიჭა სვეტლან ალექსიევიჩსს

საერთო პრიზები

რედაქტირება

ნობელის პრემია ლიტერატურაში შეიძლება ორი ადამიანის საერთო იყოს. მიუხედავად ამისა, აკადემია უხალისოდ აზიარებდა პრიზებს.ძირითადად იმიტომ, რომ წარმოდგენილი იყო კომპრომისის შედეგი. საერთო პრიზით დაჯილდოვდა ფრედერიკ მისტრალი და ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე 1904 წელს და კარლ ადოლფ გელერუპი და ჰენრიკ პონტოპიდანი 1917 წელს. ფაქტობრივად, ორივე იზიარებდა კომპრომისის შედეგებს. აკადემია ასევე ყოყმანობდა, რომ გაეყოთ პრიზი ორ ავტორს შორის, რათა ემართათ რისკი და პრემია ერთ ლაურეატს გადაცემოდა. საერთო პრიზები არის გამონაკლისი და უფრო განახლებულმა აკადემიამ საერთო პრიზებით მხოლოდ ორ შემთხვევაში დააჯილდოვა შმუელ აგნონი და ნელი ზაქსი 1966 წელს და ეივინდ იუნსონი და ჰარი მარტინსონი 1974 წელს.

კონკრეტული ნაწარმოების აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატთა ნამუშევრები, დაჯილდოებულია ავტორის ცხოვრებისეული ნაწარმოებისთვის, მაგრამ აკადემიამ ცალკეულ შემთხვევებში გამოარჩია კონკრეტული ნამუშევარი, კონკრეტული აღიარებისთვის. მაგალითად: კნუტ ჰამსუნს 1920 წელს მიენიჭა ,,მისი მონუმენტური მოღვაწეობისთვის , ნიადაგის ზრდისთვის", თომას მანს 1929 წელს ,,პრინციპულად, მისი შესანიშნავი რომანისთვის ,ბუდენბროკები, რომელსაც სტაბილურად გაეზარდა აღიარება, როგორც თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკური ნაწარმოები", 1932 წელს ჯონ გოლზუორთისთვის ,,თავისი გამორჩეული ხელოვნების თხრობისთვის, რომელიც ყველაზე მაღალ ფორმას იღებს ფორსტის საგაში" და მიხეილ შოლოხოვი 1965 წელს ,,იმ მხატვრული ძალისა და მთლიანობისთვის, რომლითაც ,,წყნარი დონის" ეპიზოდში მან გამოხატა ისტორიული ეტაპი რუსი ხალხის ცხოვრებაში."

მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია ლიტერატურაში გახდა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურის პრემია, შვედეთის აკადემიამ მიიპყრო მნიშვნელოვანი კრიტიკა ჯილდოს გადაცემის გამო. პრიზი ,,ფართოდ იქცა, როგორც პოლიტიკური-მშვიდობის პრემია ლიტერატურულ შენიღბვაში", რომლის მოსამართლეებიც ზიანს აყენებენ ავტორებს, მათგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო. 2016 წლის მდგომარეობით, 113 მიმღებიდან 16 იყო სკანდინავიური წარმოშობით. აკადემიაში ხშირად ვარაუდობდნენ, რომ ეს მიკერძოება იყო ევროპელი და განსაკუთრებით შვედი ავტორების მიმართ.

ნობელის ,,ბუნდოვანმა" ფორმულამ პრიზზე კრიტერიუმების გამო, გამოიწვია განბმეორებითი დაპირისპირება. თავდაპირველად შვედურ ენაში სიტყვა: ,,idealisk" ითარგმნება როგორც იდეალი. ნობელის კომიტეტის ინტერპრეტაცია მრავალფეროვანია წლების განმავლობაში. ბოლო წლებში ეს ნიშნავს იდეალიზმის ერთგვარ სახეობას, რომელიც ფართო უფლებებს ანიჭებს ადამიანს.

დაპირისპირებები ნობელის პრემიის არჩევნებში

რედაქტირება

საპირისპირო ვერსია ნობელის პრემიის არჩევნების 1901 წლიდან 1912 წლამდე , კომიტეტი იმართებოდა კონსერვატივი კარლ დეივიდ ვირსენის მიერ. ლევ ტოლსტოი , მარკ ტვენი, ჰენრიკ იბსენი , ემილ ზოლა იქნენ უარყოფილნი იმ ავტორების მიერ,რომლის წიგნებსაც ნაკლებად კითხულობდნენ.

1901 წელს პირველი პრიზი მიენიჭა ფრანგ პოეტს, სიული პრიუდომის, რომელიც მძიმედ გააკრიტიკეს. ბევრს სჯეროდა, რომ ცნობილ რუს ავტორს- ტოლსტოის უნდა მიეღო პირველი ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ფილოსოფოსს რუდოლფ კრისტოფ ოიკენის არჩევა, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატად 1908 წელს ფართოდ განიხილებოდა, რომ ეს იყო ლიტერატურის ნობელის პრემიის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. ამ წლის მთავარი კანდიდატები იყვნენ პოეტი ალგერნონ სვიბერნი და სელმა ლიგერლიფი, მაგრამ კანდიდატებს შორის დაიყო აკადემია და როგორც კომპრომისი, ოიკენმა, აკადემიის წარმომადგენელმა, ნობელის ,,იდეალურ მიმართულებაზე" ინტერპრეტაცია წამოიწყო როგორც ლიტერატურულ კანდიდატად, რომლის შეთანხმებაც შესაძლებელი იყო.

სელმა ლაგერლოფის არჩევა, ნობელის პრემიის ლაურეატად 1909 წელს, გამოიწვია მძინვარე დებატები, მისი წერის და მნიშვნელობის გამო, რომელმაც შელახა ყველა დროის სალიტერატურო ეტიკეტი და იმ დროინდელი ღირსება.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას და შემდეგ უშუალო შედეგების მიღებისას , მოხდა ნეიტრალური პოლიტიკის გატარება, სასარგებლოდ იმ მწერლებისა რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი პირველ მსოფლიო ომში. პაციფისტური ავტორი რომენ როლანი დაჯილდოვდა 1915 წელს . ომის წლების პერიოდის გარდა , სკანდივიელი მწერლები იყვნენ რჩეული მწერლები , მაგრამ მათი ჯილდოები იყო უკუგდებული იყო.

1931 წელს პრემია მიენიჭა პოეტს და შვედეთის აკადემიის ყოფილ მუდმივ მდივანს ერიკ აქსელ კარლფელდტს, რომელიც იმავე წლის დასაწყისში გარდაიცვალა. პრიზი საკამათო იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პირველი და ერთადერთი, როდესაც ნობელის პრემია ლიტერატურაში მინიჭებული იქნა გარდაცვალების შემდგომ, არამედ იმის გამო, რომ აკადემიამ ადრე დააჯილდოვა ამავე ლიტერატურული ეპოქის ორი სხვა შვედი მწერალი, სელმა ლაგერლოფი 1909 წელს და ვერნერ ფონ ჰეიდსამი 1916 წელს.

პერლ ბაკი იყო ყველაზე კრიტიკული ლაურეატის მფლობელი ნობელის პრემიის ისტორიაში, 1938 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში „მისი მდიდარი და ჭეშმარიტი ეპიკური შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და მისი ბიოგრაფიული შედევრებისათვის“. მისი შემოდგომი ნამუშევარები ვერ ჯდებოდა პრემიის სტანდარტებში. ის პირველი ამერიკელი ქალი იყო, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

1962 წელს ჯონ სტეინბეკმა მიიღო ნობელის პრემია, ეს გადაწყვეტილება ,რომ სტეინბეკისთვის გადაეცათ პრემია ერთ-ერთ შვდურ გაზეთში აღწერილია, როგორც "ყველაზე დიდი შეცდომა პრემიის ისტორია"-ში. როდესაც ნიუ იორკ ტაიმსა კითხვა დაუსვა კომიტეტს იმის თაობაზე თუ რატომ გადასცა ისეთ ავტორს წოდება,რომელიც შეუფერებელი იყო პრემიისთვის უპასუხეს,რომ მათ ჭირდებოდათ ისეთისთვის მიენიჭებიათ წოდება,რომელსაც ჯერ გავლენა არ ჰქონდა მოხდენილი თანამედროვეებზე. ხოლო,როდესაც სტეინბეკს თავად კითხეს თუ რას ფიქრობდა ჯილდოზე და ეკუთვნოდა თუ არა უპასუხა: "არა, ნამდვილად ".. არსებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო აღნიშნული წლის კნდიდანტები, აღმოჩნდა,რომ ის იყო არჩეული ყველაზე ცუდი კანდიდანტების სიიდან როგორც საუკეთესო კანდიდანტი."არ არის არცერთი ნათელი და ცხადი კანდიდანტი ნობელის პრემიისთვის, წელს კომიტეტი ძალიან ცუდ მგომარეობაში იმყოფება"

1964 წელს ჟან- პოლ სარტს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში, მაგრამ მან დაწერა მასზე უარის თქმის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ ,, იგივე არ არის თუ ჟან-პოლ სარტს მოვაწერ ხელს ან თუ ხელი მოვაწერე ჟან-პოლ სარტს, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატს. მწერალმა უარი უნდა თქვას საკუთარი თავის ინსტიტუციად გადაკეთებაზე, თუნდაც ეს მოხდეს ყველაზე საპატიო ფორმით.", მიუხედავად ამისა მას მიენიჭა პრიზი.

საბჭოთა დისიდენტი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი, 1970 წლის პრემიის ლაურეატი, არ დაესწრო ნობელის პრემიის ცერემონიას სტოკჰოლმში, იმის შიშით, რომ სსრკ ხელს შეუშლიდა შემდგომში მის დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც შვედეთის მთავრობამ უარი თქვა სოლჟენიცინის საპატიო ცერემონიაზე და მოსკოვის საელჩოს ლექციაზე, სოლჟენცინმა საერთოდ უარი თქვა ჯილდოზე. კომენტარს აკეთებს იმაზე, რომ შვედების მიერ დადგენილი პირობები იყო ,,შეურაცხყოფა თავად ნობელის პრემიაზე". სოლჟენცინმა არ მიიღო ჯილდო და საპრიზო თანხა 1974 წლის 10 დეკემბრამდე, საბჭოთა კავშირის დეპორტაციის შემდეგ.

1974 წელს გრეჰემ გრეინს, ვლადიმერ ნაბოკოვს და საულ ბულერმს სჯეროდათ, რომ სავარაუდოდ იქნებოდნენ პრემიის კანდიდატები, მაგრამ აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთის ავტორებისთვის: ევინდ ჯონსონის და ჰარი მარტინსონის ერთობლივი ჯილდოს შესახებ, თუმცა უცნობია ერთობლივი ჯილდო თავიანთი ქვეყნის გარეთ. მათ ნობელის პრემია ლიტერატურაში მიიღეს 1976 წელს. 1997 წელს იტალიელი საშემსრულებლო მხატვრის დარიო ფოსთვის დაწესებული ჯილდო ზოგი კრიტიკოსის მიერ “საკმაოდ მარტივად” იქნება მიჩნეული. ვატიკანელმა გაზეთმა L’Osservatero Romano-მ გამოხატა სიუპრიზი ფოს პრიზზე შერჩევისას და თქვა , რომ “პრიზის მიცემა ვინმეზე,რომელიც ასევე საეჭვო ნამუშევრების ავტორია არის ყველა წარმოსახვის მიღმა” [1]სალმან რუშდი და არცერ მილიერი მტკიცედ ემხრობოდნენ პრიზის მიღებას , მაგრამ მოგვიანებით , ნობელის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი იქნებოდნენ ,,ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან პოპულარულები." 2004 წლის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის არჩევანი გააპროტესტა შვედეთის აკადემიის წევრმაა კნუტ ანლუნდმა, რომელსაც 1996 წლიდან არ ჰქონდა აქტიური როლი აკადემიაში. ანლუნდმა თანამდებობა დატოვა, რადგან გაირკვა, რომ იელინეკის შერჩევამ ჯილდოს რეპუტაციას ,,გამოუსწორებელი ზიანი" მიაყენა.

2016 წელს,ბობ დილანი იყო პირველი მუსიკოსი,რომელსაც გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში. ჯილდომ საკმაოდ დიდი დავა გამოიწვია, იმაზე,რომ დილანის ლიტერატურული მიღწევები, არ იყო თანაბარკონკურენტული სხვებთან მიმართებაში. ბობ დილანის დაჯილდოებას, როგორც მომხრეები ისე ბევრი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მას ბევრი გამოჩენილი პირი და გამოცემა აკრიტიკებდა. მის სამხარდაჭერო გუნდში, მხოლოდ მისი მეგობრები ერთიანდებოდნენ.

2019 წელს, პეტერ ჰანდკეზე ნობელის პრემიის გადაცემასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან ის მხარს უჭერდა სერბეთს, 1990 წელს იუგოსლავიის ომში. ალბანეთის საგარეო მინისტრმა ამ გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა, ხოლო კოსოვოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ " ნობელის პრემიის ამ გადაწყვეტილებამ,საშინელი ტკივილი და უზარმაზარი მსხვერპლი მოიტანა". ის გააკრიტიკა ამ ომის ბევრმა სხვადასხვა პოლიტიკოსმა და მებრძოლმა. შვედურმა აკადემიამ კი დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა: " შვედურმა აკადემიამ არა მიზანმიმართულად გადასცა პრიზი ომის კრიმინალს და უარმყოფელს დანაშაულებისა და გენოციდისა." , მათ განაცხადეს,რომ : "ჩვენ ვერაფერი ვიპოვეთ რეალური იმაში რაც იწერება, რომ თითქოს ის შეტაკების წვერი იყო სამოქალაქო საზოგადოებაში, ის იბრძოდა თანაბარი უფლებებისთვის და ყველა ადამიანში თანაბარი უფლებების პატივისცემისთვის"

ეროვნულებაზე დამყარებული კრიტიკა

რედაქტირება

პრიზის ფოკუსირება ევროპელ კანდიდანტზე და შვედებზე ნაწილობრივ , იყო კრიტიკის საკითხი, შვედური გაზეთებიდანაც კი . უმრავლესობა ლაურეატებისა იყვნენ ევროპელები , შვედებმა (8 ნობელის პრემია) თავად მთელი აზიის (7 ნობელის პრემია) კონტინენტზე მეტი მიიღეს , როგორც ლათინურ ამერიკასთან მიმართებაში (7 ნობელის პრემია, თუ გავითვალისწინებთ დერეკ უოლკოტსაც ). 2009 წელს, Horace Engdahl , რომელიც იყო იმდროინდელი მდივანი აკადემიის, გამოაცხადა,რომ: "ევროპა ჯერ კიდევ ცენტრია ლიტერატურისა" და მანვე განაცხადა,რომ "ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ იზოლირებულია, ისინი არ იღებენ საკმარისად მონაწილეობას დიდ ლიტერატურულ დიალოგებში" 2009 წელს, როდესაც Horace Engdahl-ი პეტერ ენგლუნდმა ჩაანაცვლა, უარყო აზრი ( არსებობენ ავტორები,რომლებიც იმსაუხრებენ და აქვთ პოტენციალი მიიღონ ნობელის პრემია და მათ შორის იგულისხმება ამერიკა) , და უარყო ევროცენტრული განწყობა ამ პრემიის .მან განაცხადა "მე ვფიქრობ ეს პრობლემაა, ჩვენ მივისრწრაფვით ლიტერატურისკენ,რომელიც ერვოპაშია შექმნილი და რომელიც ევროპულ ტრადიციებში ჯდება". ამერიკული კრიტიკა ცნობილია,როგორც გამოძახილი თავიანთი ქვეყნიდან , ამის ნათელი მაგალითია ფილიპ როთი , თომას პიჩონი , კორმაკ მაკ-კართი და სხვები. 2009 წლის ლაურეატი ჰერტა მიულერი , რომელიც უწინ გერმანიის ფარგლებს გარეთ ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ ბერვჯერ იქნა დასახელებული ფავორიტად ნობელის პრემიის ისტორიაში , შეცვალა აზრი და ხედვა შვედეთის აკადემიის, რომელიც იყო ტენდენციური და ევროცენტრული. 2010 წელს პრიზი გადაეცა მარიო ვარგას ლიოსა-ს , პერუს მკვიდრს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოდ განხილული გადაწყვეტილება იყო. 2011 წელს, როდესაც შვედი პოეტს ტომას ტრანსტრიომერს გადასცეს, იმ დროინდელმა შვედეთის აკადამიამ , განაცხადა,რომ ამ პრიზის გადაცემა არ იყო დამყარებული პოლიტიკაზე, ცნების აღწერით "literature for dummies". მომდევნო ორი ჯილდო კი, გადაეცათ შემდგომში არა ევროპელებს , კერძოდ ჩინელ ავტორ მო იენი-ს და კანადელ მწერალ ელის მანროს . ფრანგი ავტორი პატრიკ მოდიანოს 2014 წლის გამარჯვებამ, განაახლა კითხვები ევროცენტრიზმთან დაკავშირებით.

ლიტერატურული მიღწევების გამოტოვება

რედაქტირება

ლიტერატურის ნობელის პრემიის ისტორიაში ბევრი ლიტერატურული მიღწევა დარჩა შეუმჩნეველი. ლიტერატურის ისტორიკოსმა კელ ესპარკმა აღიარა, რომ ,,რაც შეეხება ადრეულ პრიზებს, ცუდი არჩევნის და უხეშად გამოტოვების გაკიცხვა ხშირად გამართლებულია. უნდა დაჯილდოვებულიყვნენ: ტოლსტოი, იბსენი და ჰენრი ჯეიმზი, ნაცვლად სიული პრიუდომისა, იოკენისა და ჰაიზესა.". არსებობს უარყოფითი მხარეები, რომლებიც ნობელის კომიტეტის კონტროლს ცილდება. მაგალითად, ავტორის ადრეული გარდაცვალება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სკანდინავიელი დაჯილდოვდა, ორი ყველაზე ცნობილი მწერალი, ნორვეგიელი დრამატურგი ჰენრიკ იბსენი და შვედი ავტორი ავგუსტ სტინდბერგი. კომიტეტის მიერ არაერთხელ იქნა გამოტოვებული, მაგრამ სტინდენბერგი ფლობს ცალკეულ განსხვავებას, რომ მიენიჭა ანტი-ნობელის პრემია, რომელსაც მიენიჭა პოპულარული აღიარება და ეროვნული ხელმოწერა, რომელიც მას 1912 წელს წარუდგინა მომავალმა პრემიერ მინისტრმა ჯალმა ბრინინგმა.

პოლ ვალერი თორმეტჯერ იყო ნომინირებული 1930-1945 წლებში, მაგრამ ის გარდაიცვალა მაშინ, როცა აკადემია აპირებდა მისთვის პრიზის გადაცემას 1945 წელს.

ჯეიმზ ჯოისმა დაწერა წიგნები, რომლებიც პირველ და მესამე ადგილზეა თანამედროვე ბობლიოთეკის 100 საუკეთესო რომანში, მაგრამ ჯოისი არასოდეს ყოფილა დასახელებული პრიზზე, თუმცა ჯოის უდავოდ მიენიჭებოდა პრიზი, 1940-იანი წლების ბოლოს , რომ ეცხოვრა, მაშინ როცა აკადემიამ დაიწყო ლიტერატურული პიონერების დაჯილდოება.

არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი რამდენჯერმე იყო ნომინირებული პრემიაზე, მაგრამ როგორც ბორხესის ბიოგრაფი ედვინ უილიამსიონი აცხადებს, სავარაუდოდ აკადემიამ მას ეს პრიზი არ მიანიჭა, არგენტინისა და ჩილეს მემარეჯვენე სამხედრო დიქტატორების მხარდაჭერის გამო.

გრაჰამ გრინი პრიზზე ნომინირებული იყო ოცჯერ, 1950 დან 1966 წლებში. ეს იყო ცნობილი კანდიდატი, რომელსაც პრიზი 1960-იან წლებში მიენიჭა და აკადემია მისთვის პრიზის გადაცემის გამო გააკრიტიკეს.

შვედეთის აკადემიის არქივის თანახმად, რომელიც გაზეთ Le Monde-მ შეისწავლა 2008 წელს მათი გახსნის შესახებ, ფრანგი რომანისტი და ინტელიგენტი ანდრე მალროქსი სერიოზულად განიხილებოდა 1950-იან წლებში. მალროქსი კონკურენციას უწევდა ალბერ კამიუს, მაგრამ რამდენჯერმე იქნა უარყოფილი, თუმცა კამიუს მიენიჭა პრიზი 1957 წელს.

ვ.ჰ. აუდენი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში ათჯერ, 1960-იან წლებში და რამდენჯერმე იყო პრიზის საბოლოო კანდიდატებს შორის. 1967 წელს აუდენი გრეჰემ გრინთან და პრიზებით დაჯილდოვებულ გვატემალელ ავტორ მიგელ ანგენ არტურიასთან ერთად ერთ-ერთი საბოლოო კანდიდატი იყო.

მსგავსი საერთაშორისო პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურაში ნობელის პრემია არ არის ერთადერთი ლიტერატურული პრემია, რომელიც ყველა ეროვნებისთვის უფლებამოსილია. სხვა ღირსშესანიშნავ საერთაშორისო ლიტერატურულ პრიზებს მიეკუთვნება Neustadt International Prize for Literature ფრანც კაფკას პრემია, საერთაშორისო წიგნის პრემია და 1960-იან წლებში Formentor Prix International. სხვა პრიზებისგან განსხვავებით Neustadt International Prize for Literature ორჯერ იქნა მინიჭებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.nytimes.com/1997/10/10/world/italy-s-barbed-political-jester-dario-fo-wins-nobel-prize.html?pagewanted=all&src=pm