ჰარი მარტინსონი
ჰარი მარტინსონი (შვედ. Harry Edmund Martinson; დ. 6 მაისი, 1904 — გ. 11 თებერვალი, 1978) — შვედი მწერალი და პოეტი. 1974 წელს ეივინდ იუნსონთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“.[21] მათი ნობელიანტობა მძაფრი დავის საგანი გახდა, რადგან იმ დროს ორივე მწერალი შვედეთის აკადემიის წევრი იყო.[22]
ჰარი მარტინსონი | |
---|---|
შვედ. Harry Martinson | |
დაბადების თარიღი | 6 მაისი, 1904[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] ან 1904[14] |
დაბადების ადგილი | Jämshög church parish[10] |
გარდაცვალების თარიღი | 11 თებერვალი, 1978[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [15] [9] [11] [12] [13] |
გარდაცვალების ადგილი | სტოკჰოლმი[16] |
დასაფლავებულია | Silverdals cemetery[17] [18] |
საქმიანობა | მწერალი[9] [13] , პოეტი[13] , რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი |
ენა | შვედური ენა |
მოქალაქეობა | შვედეთი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[19] [20] , დობლუგის პრემია[9] , Samfundet De Nio's Grand Prize, Bellman Prize და Sveriges Radio's Poetry Prize |
მეუღლე | მოა მარტინსონი |
საიტი | harrymartinson.org |
მარტინსონს „XX საუკუნის შვედური პოეზიის დიად რეფორმატორსა და ყველაზე ორიგინალურ 'პროლეტარ' მწერალს უწოდებენ“.[23] მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა სიმბოლურ-ფანტასტიკურმა პოემამ „ანიარა“ (1956).
ბიოგრაფია
რედაქტირებამარტინსონი 1904 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ შვედეთის ქალაქ ბლეკინგეში ვაჭრის ოჯახში დაიბადა.[24][25] ადრეულ ასაკშივე დაობლდა მამით, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა დედამ შვილები მიატოვა და აშშ-ში გადავიდა. მარტინსონმა ბავშვობის წლები ბავშვთა სახლებში გაატარა. თექვსმეტი წლის ასაკში გაიქცა და გემზე მეზღვაურად მოეწყო. მომდევნო რამდენიმე წელი ზღვაზე გაატარა, მოიარა სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია და ინდოეთი.[24]
რამდენიმე წლის შემდეგ მარტინსონი ფილტვებთან დაკავშირებულმა ჯანმრთელობის პრობლემამ აიძულა სამშობლოში დაბრუნებულიყო. შვედეთში იგი მოგზაურობდა, არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და საცხოვრებელი ადგილი.[24]
მარტინსონმა 1929 წელს რადიარდ კიპლინგის „შვიდი ზღვის“ გავლენით დაწერილი ლექსების კრებული „Spökskepp“ (მოჩვენებების გემი) გამოაქვეყნა, რითაც მისი პოეტური დებიუტი შედგა. თანამედროვე შვედ მწერლებთან მარტინსონის თანაავტორობით დაიწერა ანთოლოგია „ხუთი ახალგაზრდა“[26] რითაც შვედურ მოდერნიზმს ჩაეყარა საფუძველი.
მარტინსონის პოეზიას ახასიათებს ლინგვისტური ინოვაციები, მეტაფორების ხშირი გამოყენება, ბუნების სიყვარული, ღრმა ჰუმანიზმი, მისი სტილი ხშირად რეალისტური და ექსპრესიონისტულია.[25][27][28] 1935 წელს მან, როგორც რომანისტმა აღიარება მოიპოვა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანით „Nässlorna blomma“ (აყვავებული ჭინჭრები), რომელიც დღესდღეობით ოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
1929-1940 წლებში დაქორწინებული იყო მწერალ მოა მარტინსონზე, რომელიც სტოკჰოლმის ანარქისტულ გაზეთში Brand გაიცნო.[23] 1934 წელს მარტინსონმა სსრკ-ში იმოგზაურა, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური პასიურობის კრიტიკა გახდა მისი და მოას განქორწინების მიზეზი.[23] 1942 წელს მწერალმა ცოლად ინგრიდ ლინდკრანცი შეირთო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.[23][24]
1949 წელს მარტინსონი შვედეთის აკადემიის პირველი პროლეტარი მწერალი წევრი გახდა.[23]
მარტინსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია პოეტური ციკლი „ანიარა“, რომელიც 1956 წელს გამოქვეყნდა. კომპოზიტორმა კარლ ბინგერ ბლუმდალმა 1959 წელს „ანიარას“ მიხედვით ოპერა დაწერა.[29][30]
მგრძნობიანე ბუნების მარტინსონისთვის რთული აღმოჩნდა იმ კრიტიკასთან გამკლავება, რომელიც მის ნობელიანტობას მოჰყვა. 1978 წლის 11 თებერვალს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით, სეპუკუს რიტუალით დაასრულა.[31][32]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- Vägen till Klockrike (გზა)
- Nässlorna blomma (აყვავებული ჭინჭრები)
- Vägen ut (უკან გასაბრუნებელი გზა)
ესეები
რედაქტირება- Svärmare och harkrank
- Midsommardalen (შუა ზაფხულის ველი)
- Det enkla och det svåra (ადვილი და ძნელი)
- Utsikt från en grästuva
- Verklighet till döds (რეალობა სიკვდილს)
- Den förlorade jaguaren (დაკარგული იაგუარი)
- Resor utan mål (უმიზნო მოგზაურობანი)
პოემები
რედაქტირება- Spökskepp
- მომთაბარე
- Passad (ქარი)
- Cikada
- ანიარა
- Gräsen i Thule
- Vagnen
- Dikter om ljus och mörker
- Tuvor
რადიო დადგმები
რედაქტირება- გრინგო
- Salvation (ხსნა)
- Lotsen från Moluckas
სასცენო დადგმები
რედაქტირება- Tre knivar från Wei
ფსალმუნები
რედაქტირება- De blomster som i marken bor
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰარი მარტინსონი. Books and Writers
- ჰარი მარტინსონი — ნობელის პრემიის ოფიციალური საიტი
- ჰარი მარტინსონი — ენციკლოპედია ბრიტანიკა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Harry E Martinson — 1917.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 NooSFere — 1999.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Martinson, Harry
- ↑ 10.0 10.1 Jämshögs kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker. Huvudserien, SE/LLA/13196/C I/10 (1895-1912), bildid: 00104804_00221, sida 222
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 GeneaStar
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118865854 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.svenskagravar.se/gravsatt/bc9ae61b-811d-4dc1-8cdb-7650a6c03fa2 — Svenskagravar.se.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1974/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ The Nobel Prize in Literature 1974. Nobel Foundation.
- ↑ Örjan Lindberger "Människan i tiden. Eyvind Johnsons liv och författarskap 1938–1976" Bonniers 1990, pp. 445–447
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 Harry Martinson French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 27 March 2012.
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 Holm, Ingvar. „Harry Martinson“. Svenskt biografiskt lexikon. National Archives of Sweden.
- ↑ 25.0 25.1 Harry Martinson – Biographical. Nobel Media AB (2014). ციტირების თარიღი: 4 March 2015.
- ↑ Kumm, Björn (12 December 1991). „Obituary: Artur Lundkvist“. The Independent. London. p. 13.
- ↑ Harry Martinson. Albert Bonniers Förlag.
- ↑ Harry Martinson – Britannica. ციტირების თარიღი: 29 June 2020.
- ↑ Johansson, Stefan. (31 May 2009) 50-åring ur kurs når ännu fram. Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 14 February 2014.
- ↑ Liukkonen, Petri. Harry Martinson. Kuusankoski Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2003.
- ↑ Hansson, Anita. Martinson begick harakiri. Aftonbladet (31 August 2000). ციტირების თარიღი: 21 December 2015.
- ↑ Gyllensten, Lars (2000). Minnen, bara minnen (Swedish). Stockholm: Albert Bonniers Förlag. ISBN 91-0-057140-7.