ტომას სტერნზ ელიოტი

ტომას სტერნზ ელიოტი (ინგლ. Thomas Stearns Eliot; დ. 26 სექტემბერი 1888 — გ. 4 იანვარი 1965) — წარმოშობით ამერიკელი, ბრიტანელი ესეისტი, გამომცემელი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მოაზროვნე და „მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოეტი“[38]. 25 წლის ასაკში, 1914 წელს, ის მშობლიური აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდა, დასახლდა, მუშაობა განაგრძო და იქვე დაქორწინდა. ელიოტის პოემა — „ალფრედ პრიუფროკის სიყვარულის სიმღერა“ — მოდერნისტული მიმდინარეობის შედევრად მიიჩნევა. ამ პოემას ინგლისურ ლიტერატურაში სხვა, კარგად ცნობილი, პოემები მოჰყვა: „ნარჩენთა მიწა“, (1922), „გამოფიტული კაცი“, (1925), „ოთხშაბათის ფერფლი“ (1930) და „ოთხი კვარტეტი“ (1945).[39]. ელიოტი ცნობილია თავისი შვიდი პიესითაც, უმეტესად, ლირიკული დრამით — მკვლელობა კათედრალში (1935). მწერალს 1948 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, „მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი ღვაწლისათვის“[40].[41] იყო დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენის კავალერი. XX საუკუნის ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება. ელიოტი იყო ღრმად მორწმუნე ქრიატიანი. ზოგიერთი თანამედროვე მას ბრალს სდებდა ანტისემიტიზმში. ელიოტი იყო ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ინგლისურენოვანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლის — ეზრა ფაუნდის — თანამოაზრე.

ტომას სტერნზ ელიოტი
ინგლ. T. S. Eliot
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1888(1888-09-26)[1] [2] [3] [4] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [17] [18] [19]
დაბადების ადგილი სენტ-ლუისი[20] [17] [17] [21]
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 1965(1965-01-04)[1] [2] [3] [4] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [17] [17] [18] [19] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი კენსინგტონი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
დასაფლავებულია Church of Saint Michael
საქმიანობა დრამატურგი[18] , პოეტი[17] [17] [22] [18] [21] , ესეისტი[18] , ლიტერატურული კრიტიკოსი[18] , სოციალური კრიტიკოსი, ნოველისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, სცენარისტი, ლირიკოსი, საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი, მწერალი[21] და Nobel Prize winner[21]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[23] [24] [25]
 გაერთიანებული სამეფო[26] [27] [25]
 გაერთიანებული სამეფო[21]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მერტონის კოლეჯი, მილტონის აკადემია, ჰარვარდის კოლეჯი და Eliot House
ჟანრი პოეზია[28] და ლიტერატურული კრიტიკა[28]
Magnum opus უნაყოფო მიწა და ოთხი კვარტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[29] [30] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[31] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[32] , Emerson-Thoreau Medal, ლოურენს ოლივიეს პრემია საუკეთესო ახალი მიუზიკლისათვის, ტონის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის[33] , Tony Award for Best Book of a Musical, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ღირსების ორდენი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი და doctor honoris causa from the University of Paris[34]
მეუღლე ვივიენ ჰაი-ვუდ ელიოტი[35] [36] და ვალერი ელიოტი[37] [36] [21]
ხელმოწერა

ცხოვრება და შემოქმედება

რედაქტირება

ელიოტი სწავლობდა სორბონის, ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1914 წ. საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში და 1927 წ. მიიღო გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა. ამავე წელს გახდა ანგლიკანური ეკლესიის წევრი. 1928 წ. ელიოტმა შემდეგი დახასიათება მისცა თავის მსოფლმხედველობას: ლიტერატურაში — კლასიცისტი; პოლიტიკაში — როიალისტი; რელიგიაში — ანგლო-კათოლიკური.

ელიოტმა უზარმაზარი კვალი დატოვა ინგლისურენოვან პოეზიაში; ავტორია XX ს. უმნიშვნელოვანსი ფილოსოფიური პოემებისა (პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა; იავარქმნილი მიწა; ოთხი კვარტეტი და ა.შ.). ელიოტი – რევოლუციური პოეტია; მან თანამედროვე ინგლისურენოვანი პოეზიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ელეიოტმა დიდი კვალი დატოვა ლიტერატურის კრიტიკაშიც. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალი კრიტიკის სკოლაზე. ელიოტი იყო მრავალი ესსეს ავტორი (მათ შორის „მუსიკის პოეზია“). ელიოტი თანამედროვე ინგლისური ლიტერატურული ენის რეფორმატორია; ის იმდენად სკურპულოზურად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ დღეს ბევრი კრიტიკოსი მას კრიპტო-ფაშისტატადაც კი მიიჩნევს.

დრამატურგიაში ელიოტს აგრეთვე, დიდი დამსახურება მიუძღვის. ის რამდენიმე ცნობილი პიესის ავტორია (ბედი; მკვლელობა საკათედრო ტაძარში, ოჯახის გაერთიანება; კოქტეილის წვეულება; კონფიდენციალური კლერკი და ა.შ.).

დამსახურება და საპატიო ორდენები

რედაქტირება
  • ელიოტის გარდაცვალების შემდეგ კენტის უნივერსიტეტს კოლეჯს ეწოდა მისი სახელი.
  • 1983 წ. მიენიჭა ტონის პრემია.
  • დაიბეჭდა მისი სახელობის მარკები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ackroyd, Peter. T. S. Eliot: A Life. (1984)
  • Asher, Kenneth T. S. Eliot and Ideology (1995)
  • Brand, Clinton A. "The Voice of This Calling: The Enduring Legacy of T. S. Eliot," Modern Age Volume 45, Number 4; Fall 2003 online edition, conservative perspective
  • Bush, Ronald. T. S. Eliot: A Study in Character and Style. (1984)
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Gardner H., Davies H. A., Tate A. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 Bush R. Eliot, T. S. (26 September 1888–04 January 1965), poet, critic, and editor // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1600501
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 Babelio — 2007.
  16. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 Archivio Storico Ricordi — 1808.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 The Fine Art Archive — 2003.
  19. 19.0 19.1 Munzinger Personen
  20. Deutsche Nationalbibliothek Record #118529854 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 Catalog of the German National Library
  22. NNDB — 2002.
  23. http://www.telegraph.co.uk/arts/main.jhtml?xml=/arts/2008/11/26/bteliot126.xml
  24. http://www.telegraph.co.uk/culture/books/9672458/Keepers-of-the-literary-flame-T-S-Eliots-widow-Valerie-was-the-last-of-her-kind.html
  25. 25.0 25.1 NNDB — 2002.
  26. http://www.bbc.co.uk/pressoffice/pressreleases/stories/2009/10_october/08/poetry.shtml
  27. http://www.nytimes.com/books/97/04/20/reviews/eliot-lask.html
  28. 28.0 28.1 Goodreads — 2006.
  29. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1948/
  30. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  31. https://www.geni.com/projects/Presidential-Medal-of-Freedom-recipients/10809
  32. https://books.google.tn/books?id=4f_dQFXQpVkC&pg=PA90&lpg=PA90&dq=honours+and+awards+bestowed+upon+T.S.+Eliot&source=bl&ots=OvvBSKRALk&sig=WWaodj46G3jsxRPvkBrYfa8UDVU&hl=fr&sa=X&ved=0ahUKEwipxZWpzsbZAhUFVhQKHbXcAJoQ6AEIWzAG#v=onepage&q=honours%20and%20awards%20bestowed%20upon%20T.S.%20Eliot&f=false
  33. https://www.ias.edu/files/pdfs/publications/letter-2007-spring.pdf
  34. M. Sarraith s'élève contre l'"allocation d'études" / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1951. — P. 5. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  35. http://www.notablebiographies.com/Du-Fi/Eliot-T-S.html
  36. 36.0 36.1 Kindred Britain
  37. https://www.theguardian.com/books/2012/nov/18/eliot-tragic-first-marriage
  38. Bush, Ronald. "T.S. Eliot's Life and Career." American National Biography. Ed. John A Garraty and Mark C. Carnes. New York: Oxford University Press, 1999
  39. Thomas Stearns Eliot, Encyclopaedia Britannica, accessed 7 November 2009.
  40. The Nobel Prize in Literature 1948". Nobelprize.org. Nobel Media. Retrieved 26 April 2013.
  41. "The Nobel Prize in Literature 1948 – T.S. Eliot", Nobelprize.org, taken from Frenz, Horst (ed). Nobel Lectures, Literature 1901–1967. Elsevier Publishing Company, Amsterdam, 1969, accessed 6 March 2012.