უოლტ უიტმენი (Walt Whitman, დაბადებით Walter Whitman, დ. 31 მაისი, 1819 — გ. 26 მარტი, 1892) — ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი და ჰუმანისტი. დაიბადა უესტ-ჰილში (ჰანტინგტონი, ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი). მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ლექსებისა და პოემების კრებული „ბალახის ფოთლები“ და „Drum-Taps“.

უოლტ უიტმენი
ინგლ. Walt Whitman
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1819(1819-05-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი West Hills[13] ან ლონგ-აილენდი[14]
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი, 1892(1892-03-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი კამდენი[15] [14]
დასაფლავებულია Harleigh Cemetery
საქმიანობა დურგალი, მწერალი, გამომცემელი, ესეისტი[14] , მბეჭდავი, მედდა, school teacher, ჟურნალისტი[14] , პოეტი[16] [14] და რომანისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[17]
Magnum opus ბალახის ფოთლები და ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!
ჯილდოები ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი
მეუღლე
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცხრა შვილიან ოჯახში ლონგ-აილენდზე, გაიზარდა ბრუკლინში. კარიერა ჟურნალისტობითა და რედაქტორობით დაიწყო. გარკვეული პერიოდი საკუთარი გაზეთის „ლონგ-აილენდერი“ რედაქტორი იყო, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება (1838-39). ადრეულ წლებში ლიბერალური, ინტელექტუალური და პოლიტიკური შეხედულებები ჩამოუყალიბდა მამის გავლენით, რომელიც სოციალისტური იდეების მიმდევარი იყო.

17 წლის ასაკში მასწავლებლად იწყებს მუშაობას, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისი მწერლობის კარიერას. 1848 წელს პირველად ნიუ-ორლეანში მიემგზავრება ძმასთან, სადაც რამდენიმე თვე ადგილობრივ გაზეთში მუშაობს, თუმცა მოგვიანებით ისევ ბრუკლინში ბრუნდება და ბრუკლინ-თაიმზის რედაქტორი ხდება. აქვე ის ჟურნალისტად მუშაობს რამდენიმე გაზეთისთვის, მათ შორის, New York Aurora და Democratic Review, სადაც ის იმ დროისთვის პროგრესული ლიტერატურული კულტურის ნაწილი ხდება. უიტმენი თავად აღნიშნავს, რომ ავრორასთვის რალფ ვალდო ემერსონის ლექციათა სერიის გაშუქებამ მის აზროვნებაში გადატრიალება მოახდინა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟურული, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 118.
  • ღოღობერიძე, ლ. უოლტ უიტმენი, თბილისი, 1956
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Allen G. W., Jeffares A. N. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 GeneaStar
  12. 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
  13. https://www.waltwhitman.org/about/about-wwba/
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Catalog of the German National Library
  15. Уитмен Уолт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. Union List of Artist Names — 2021.
  17. LIBRISNational Library of Sweden, 2012.