სტეფან მალარმე (დ. 18 მარტი, 1842, პარიზი — გ. 9 სექტემბერი, 1898, ვალვენი, სენისა და მარნის დეპარტამენტი) — ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის თვალსაჩინო თეორეტიკოსი და წარმომადგენელი.

სტეფან მალარმე
ფრანგ. Stéphane Mallarmé
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1842(1842-03-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი პარიზი[12] [13]
გარდაცვალების თარიღი 9 სექტემბერი, 1898(1898-09-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [14] [8] [9] [10] [13] [11] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი Valvins[13]
დასაფლავებულია cemetery of Samoreau
საქმიანობა პოეტი[11] , მთარგმნელი, მწერალი[15] [16] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ხელოვნების კრიტიკოსი, high-school teacher და ილუსტრატორი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[17] [18]
ჯილდოები Taylorian Lecture
მეუღლე Maria Christina Gerhard
შვილ(ებ)ი Anatole Mallarmé და Geneviève Mallarmé-Bonniot
ხელმოწერა

შემოქმედება

რედაქტირება

ლიტერატურულ ასპარეზზე 1862 წელს გამოვიდა. 1866 წელს მისი 10 ლექსი დაიბეჭდა კრებულში „თანამედროვე პარნასი“. მალარმეს შემოქმედების პირველ ეტაპზე 60–იან წლებში, შეიმჩნეოდა მკვეთრი დეკადენტური გავლენა, მოვლენათა იმპრესიონისტული აღქმა, პოეტური სახის სიმბოლისტური სტრუქტურა, აგრეთვე არსებული სინამდვილისადმი შეურიგებლობა. ამდროინდელი ლექსებიდან აღსანიშნავია „გაზაფხულის მობრუნება“ (1862), „ფანჯრები“ (1863), „ლაჟვარდი“, „სევდა“, „ყვავილები“ (სამივე 1864), „წმინდანი„ (1865), ეკლოგა „ფავნუსის ნაშუადღევის დასვენება“ (1865, გამოქვეყნდა 1876, საფუძვლად დაედო კლოდ დებიუსის სიმფონიურ პრელუდიას), დრამატული პოემა „ჰეროდიადა“ (1867–1869), „მოწყალება“ (1862, საბოლოო ვარიანტი 1887) და სხვ. 70–იანი და განსაკუთრებით 80–იანი წლებიდან მალარმე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ნაწარმოების ფორმას. ანტიდემოკრატიულ აზრს, რომ პოეზია მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, მალარმე ავითარებს პოემაში „პროზა დეზესენტისათვის“ (1885). ამ პერიოდის ლექსებიდან დამახასიათებელია აგრეთვე „გედი“ (1885), „ლექსები შემთხვევისათვის“ (1880–1898; გამოქვეყნდა 1920), სონეტების ტრიპტიქი (1887) და სხვ. ამ ლექსებში ხშირად დარღვეულია გრამატიკული ნორმები, უარყოფილია პუნქტუაცია. გვხვდება მოულოდნელი ინვერსიები, აქცენტირებულია ლირიკული გმირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სულიერი განწყობილებანი. მალარმეს სტატიები „ლიტერატურის განვითარების თაობაზე“ (1891) „ლექსების კრიზისი“ (1895) „კონფლიქტი“ (1895), „პოეზიის საიდუმლოება“ (1896) ნათელს ჰფენს მისი შემოქმედების ევოლუციას.

მალარმეს პოეზიას საქართველოში საუკუნის დასაწყისშივე იცნობდნენ. მისმა შემოქმედებამ თავისებური გავლენა მოახდინა გალაკტიონ ტაბიძეზე, „ცისფერყანწელებზე“ვალერიან გაფრინდაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, პაოლო იაშვილზე, ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ ტიციან ტაბიძე წერდა, ევროპული ფუტურიზმი მალარმეს საქმეს აგრძელებსო, ხოლო ლექს „ავტოპორტრეტში“ არ ფარავდა თავის გატაცებას მალარმეს პოეზიით. აღფრთოვანებით მოიხსენიებს მალარმეს პაოლო იაშვილი თავისი ტრიპტიქის პირველ ლექსში „მალარმე“. მალარმეს ლექსებს თარგმნიდნენ შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე. 1919 წელს ქუთაისში „მეოცნებე ნიამორებში“ გამოქვეყნდა მალარმეს ლექსები და პროზაული ნაწარმოებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 RKDartists
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 BD Gest'
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Austin L. J. Mallarmé, Stéphane // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T053533
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
  12. Малларме Стефан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. 13.0 13.1 13.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  14. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  16. Collectie Boijmans Online — 2010.
  17. LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  18. Museum of Modern Art online collection