მეოცნებე ნიამორები

„მეოცნებე ნიამორები“ — ქართული ყოველთვიური ჟურნალი, „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფის ერთ-ერთი ბეჭდვითი ორგანო. გამოდიოდა 1919—1924 წლებში თბილისში (გამოიცა 1919 — №№ 1, 2, 3; 1920 — № 4; 1921 № 5, № 6; 1922 — № 7, № 8; 1923 № 9, № 10; 1924 — № 11; ბოლო ნომერი გამოვიდა „ნიამორების“ სახელწოდებით).

ჟურნალში თანამშრომლობდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, სერგო კლდიაშვილი, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე, რაჟდენ გვეტაძე და სხვები. რედაქტორი — ვ. გაფრინდაშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება