ტრიპტიქი[1] (ძვ. ბერძნ. τρί-πτυχος [triptychos] — „სამმაგი“, „სამად განლაგებული“) — ერთი იდეით გაერთიანებული სამი ნაწილისაგან შემდგარი ხელოვნების ნაწარმოები, ნახატი და ა.შ. გვხვდება შუა საუკუნეების ქართველ ოსტატთა შემოქმედებაში, ჭედურ ხელოვნებაში. მათ შორის აღსანიშნავია: ხახულის ღვთისმშობლის ხატი, ანჩისხატი. ორივე მათგანი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ბიზანტიური სპილოსძვლის ტრიპტიქი, X საუკ., ლუვრი.

ტრიპტიხში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო 142.4 მილიონი დოლარი, რომელიც 1969 წელს აუქციონზე ფრანსის ბეკონის ნამუშევარში ლიუსენ ფრეიდის სამი ეტიუდი აუქციონზე გადაიხადეს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 53.
  2. Vogel, Carol (November 12, 2013), "Bacon's Study of Freud Sells for $142.4 Million", New York Times, http://www.nytimes.com/2013/11/13/arts/design/bacons-study-of-freud-sells-for-more-than-142-million.html. წაკითხვის თარიღი: November 12, 2013