ბობ დილანი
ბობ დილანი (ინგლ. Bob Dylan/ˈdɪlən/, ნამდვილი სახელი — რობერტ ალენ ციმერმანი (ინგლ. Robert Allen Zimmerman(; დ. 24 მაისი, 1941, დულუთი, აშშ) — ამერიკელი სიმღერების ავტორი, მომღერალი, მხატვარი და მწერალი. ხუთ ათწლეულზე მეტია გასული, რაც იგი გავლენიანია პოპულარულ მუსიკაში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1960-იანებში, როდესაც „თაობის ხმად“ ჩამოყალიბდა[2], სიმღერებით „Blowin' in the Wind“ და „The Times They Are a-Changin'“, რომლებიც სამოქალაქო და ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მუსიკალურ ბაზად იყენებდა ხალხურ მუსიკას, 1965 წელს „Like a Rolling Stone“-ით ძალები უფრო პოპულარულ მუსიკაში მოსინჯა.
ბობ დილანი | |
---|---|
დილანი Azkena Rock Festival-ზე, ესპანეთი, 2010 წლის ივნისი | |
დაბადების სახელი | რობერტ ალენ ციმერმანი |
დაბადების თარიღი |
24 მაისი, 1941 დულუთი, მინესოტა, აშშ |
რეზიდენცია | მალიბუ, კალიფორნია, აშშ |
სხვა სახელები |
|
საქმიანობა |
|
აქტიური | 1959–დღემდე[1] |
მეუღლე(ები) |
სარა დილანი (იქ. 1965; გ. 1977) კეროლინ დენისი (იქ. 1986; გ. 1992) |
შვილ(ებ)ი | 6, მათ შორის – ჯესი და ჯეიკობი |
ჯილდოები |
ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში (2016) (იხ. აგრეთვე სრული სია) |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
საიტი | bobdylan.com |
დილანის ტექსტები მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ თემებს. მათში პოპულარული მუსიკის არსებული საზღვრები გაფართოვდა და მიიზიდა 1960-იანების კონტრკულტურის წარმომადგენელთა ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შთაგონებული იყო ლიტლ რიჩარდის გამოსვლებით და ვუდი გათრის, რობერტ ჯონსონის და ჰენკ უილიამსის კომპოზიციური სტილისტიკით, შემდგომში დილანმა სხვა მუსიკალური ჟანრებიც მოირგო. 50 წელზე მეტი ხანგრძლივობის მქონე კარიერის პერიოდში მისმა მუსიკამ მოიცვა ხალხური, ბლუზური და ქანთრის თემებიდან გოსპელურ, როკ-ენ-როლურ და როკაბილის ჟანრებამდე, ისევე, როგორც ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური ხალხური მუსიკის, ჯაზის და დიდი ამერიკული სიმღერების წიგნის ელემენტები. დილანი უკრავს გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე და ჰარმონიკაზე. 1980-იანებიდან იგი ცვალებადი შემადგენლობით გამოდის კონცერტების სერიით Never Ending Tour. მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის და შემსრულებლის სახით უფრო ცნობილია, ასევე აღსანიშნავია მისი, როგორც კომპოზიტორის წვლილი. 1994 წლიდან მოყოლებული გამოსცა ნახატების რამდენიმე ფოტოალბომიც, ხოლო მისი ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს წამყვან სამხატვრო გალერეებში.
როგორც მუსიკოსს, ბობს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, რითაც ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვაში შემსრულებელია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის – 11 გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. იგი არის როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილის და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზებისს წევრი. 2008 წელს პულიცერის პრემიის ჟიურისგან მიენიჭა სპეციალური ჯილდო „პოპულარულ მუსიკასა და ამერიკულ კულტურაზე ღრმა გავლენისთვის, რაც აღინიშნება საოცარი პოეტური ძალის მქონე ლირიკული კომპოზიციებით“. 2012 წლის მაისში დილანმა მიიღო თავისუფლების მედალი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან. 2016 წელს მას მიენიჭა ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში „დიდ ამერიკულ სიმღერების ტრადიციაში ახალი პოეტური ექსპრესიების შექმნისთვის“[3][4].
დისკოგრაფია
რედაქტირება- Bob Dylan (1962)
- The Freewheelin' Bob Dylan (1963)
- The Times They Are a-Changin' (1964)
- Another Side of Bob Dylan (1964)
- Bringing It All Back Home (1965)
- Highway 61 Revisited (1965)
- Blonde on Blonde (1966)
- John Wesley Harding (1967)
- Nashville Skyline (1969)
- Self Portrait (1970)
- New Morning (1970)
- Pat Garrett & Billy the Kid (1973)
- Dylan (1973)
- Planet Waves (1974)
- Blood on the Tracks (1975)
- The Basement Tapes (1975)
- Desire (1976)
- Street Legal (1978)
- Slow Train Coming (1979)
- Saved (1980)
- Shot of Love (1981)
- Infidels (1983)
- Empire Burlesque (1985)
- Knocked Out Loaded (1986)
- Down in the Groove (1988)
- Oh Mercy (1989)
- Under the Red Sky (1990)
- Good as I Been to You (1992)
- World Gone Wrong (1993)
- Time Out of Mind (1997)
- Love and Theft (2001)
- Modern Times (2006)
- Together Through Life (2009)
- Christmas in the Heart (2009)
- Tempest (2012)
- Shadows in the Night (2015)
- Fallen Angels (2016)
- Triplicate (2017)
- Rough and Rowdy Ways (2020)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბობ დილანი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ბობ დილანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Expecting Rain – ახალი ამბები
- BobLinks – კონცერტები და სეტლისტები
- Bjorner's Still on the Road – ხმისჩამწერი სესიები და გამოსვლები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bob Dylan დაარქივებული 2018-04-01 საიტზე Wayback Machine. . The Rock and Roll Hall of Fame and Museum
- ↑ Nobel laureate Bob Dylan: uneasy ‘voice of a generation’. inquirer.net (October 14, 2016).
- ↑ The Nobel Prize in Literature 2016. Nobelprize.org (October 13, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2016-10-13.
- ↑ Bob Dylan wins 2016 Nobel Prize for Literature. CNN (October 13, 2016). ციტირების თარიღი: 2016-10-19.