მარკ ნოპფლერი
მარკ ფროიდერ ნოპფლერი (ინგლ. Mark Knopfler, დ. 12 აგვისტო, 1949) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, შოტლანდიელ-ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, გიტარისტი, მუსიკალური პროდიუსერი და კინოფილმების მუსიკის ავტორი. იგი ყველაზე კარგად ცნობილია, როგორც როკ-ჯგუფ Dire Straits-ის წამყვანი ვოკალისტი, ლიდერი და გიტარისტი. ჯგუფი ძმასთან, დევიდ ნოპფლერთან ერთად, 1977 წელს დააარსა.
მარკ ნოპფლერი | |
---|---|
მარკ ნოპფლერი 2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მარკ ფროიდერ ნოპფლერი |
დაბ. თარიღი | 12 აგვისტო, 1949 |
დაბ. ადგილი | გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი |
როკი რუტს-როკი კელტური როკი ქანთრი-როკი ბლუზ-როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, კინომუსიკის ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1965–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Vertigo, Mercury, Warner |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Stratocaster Pensa Custom MKII Steinberger GL-2 Gibson Les Paul Danelectro Shorthorn Fender Telecaster | |
საიტი | markknopfler.com |
მარკ ნოპფლერი ვიკისაწყობში |
1995 წელს Dire Straits-ის დაშლის შემდეგ ნოპფლერმა ჩაწერა რვა სოლო ალბომი, მრავალ წარმატებულ სიმღერასთან ერთად.[1] იგი არის ცხრა კინოფილმის მუსიკის ავტორი. მათ შორის არის ფილმები „ადგილობრივი გმირი“ (1983), „კელი“ (1984), „პატარძალი პრინცესა“ (1987), „ძაღლის კუდის ქიცინი“ (1997) და „ალტამირა“ (2016).[2]
Dire Straits-ის და სოლო შემოქმედების გარდა, მარკი წარსულში თანამშრომლობდა სხვა აღსანიშნავ მუსიკოსებთან. მათ შორის არიან: ბიბი კინგი, ჩეტ ატკინსი, კრის ბოტი, The Chieftains, ერიკ კლეპტონი, ბობ დილანი, ელტონ ჯონი, ბრაიან ფერი, ემილუ ჰარისი, ჯულს ჰოლანდი, სონი ლანდრეთი, ფილ ლაინეტი, ვენ მორისონი, Steely Dan, სტინგი და ჯეიმზ ტეილორი. ნოპფლერი ხშირად მონაწილეობდა ამა თუ იმ სიმღერის თუ ალბომის ჩაწერაში სესიური მუსიკოსის სახით. იყო ტინა ტერნერის, ბობ დილანის და რენდი ნიუმენის ალბომების პროდიუსერი.
ნოპფლერი ცნობილია, როგორც გიტარაზე თითებით შესრულების მოყვარული. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში იგი 27-ე ადგილს იკავებს.[3] მთლიანობაში გაყიდულია მარკისა და Dire Straits-ის ალბომების 120 მილიონზე მეტი ასლი.[4][5] ოთხი გრემის მფლობელი ნოპფლერი აგრეთვე ფლობს ედისონის ჯილდო, სტაიგერის ჯილდოს და აივორ ნოველოს ჯილდოს, ისევე, როგორც ბრიტანეთის უნივერიტეტებში მუსიკის სფეროში დოქტორის სამ წოდებას.[6][7]
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველი წლები
რედაქტირებამარკი დაიბადა ინგლისელი დედისა და უნგრელი ებრაელი მამის ოჯახში. ეს უკანასკნელი საქმიანობით არქიტექტორი იყო, რომელიც ამავე დროს კომუნისტებს უჭერდა მხარს. ამიტომ მან დატოვა უნგრეთი. ოჯახი თავდაპირველად შოტლანდიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიუკასლში გადავიდა. იქ მარკი და მისი ძმა დევიდი გოსფორთის გრამატიკულ სკოლაში დადიოდნენ. ინსტრუმენტებიდან მარკს იმ პერიოდში ფლამინგოს ტიპის ვარდისფერი ფენდერ სტრატოკასტერი მოსწონდა. ისევე, როგორც ბევრმა თანატოლმა, მარკმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, რომელშიც უკრავდა ცნობილი მუსიკოსების სიმღერების ქავერ-ვერსიებს (მათ შორის - ჩეტ ატკინსის, რომელთანაც წლების შემდეგ ნოპფლერმა ალბომიც კი ჩაწერა). 16 წლის ასაკში იგი მეგობართან ერთად გამოჩნდა ტელეეთერში,
1967 წელს მარკმა შეისწავლა ჟურნალისტიკა. კურსის დასასრულს მან დაიწყო მუშაობა ლიდსში, ახალგაზრდა რეპორტიორის სახით. ორი წლის შემდეგ მან დაამთავრა სწავლა ლიდსის უნივერსიტეტში. რეპორტიორის სამუშაოს მან თავი დაანება და, მუსიკაში კარიერის გაგრძელების მიზნით, გამოდიოდა სხვადასხვა პაბებში. პარალელურად ის ლაფტონის კოლეჯში ლექციებს კითხულობდა. რამდენიმე ჯგუფში დაკვრის შემდეგ მან საკუთარი დემო-კომპოზიცია, Summer's Coming My Way ჩაწერა.
ლონდონში გადასვლასთან ერთად ის მოხვდა ჯგუფში Brewers Droop და მათ ალბომზე The Booze Brothers. ერთ-ერთ საღამოს მან საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ არ შეუძლია გიტარაზე დაკვრის დროს მედიატორის გამოყენება. მისივე თქმით, 'სწორედ მაშინ იპოვა მან თავისი ხმა გიტარაში'. მას ძმას, დევიდს, ამ დროს უკვე საკუთარი ჯგუფი, Café Racers ჰყავდა, მაგრამ დევიდის მეშვეობით მარკმა გაიცნო ჯონ ილსლი, გიტარისტი, რომელიც ბას-გიტარაზე გადაერთო. ის მოგვიანებით იქცა Dire Straits უცვლელ წევრად.
დისკოგრაფია
რედაქტირებაDire Straits
რედაქტირება- Dire Straits (1978)
- Communiqué (1979)
- Making Movies (1980)
- Love over Gold (1982)
- Alchemy (1984, საკონცერტო)
- Brothers in Arms (1985)
- Money for Nothing (1988, კომპილაცია)
- On Every Street (1991)
- On the Night (1993, საკონცერტო)
- Live at the BBC (1995, საკონცერტო)
- Sultans of Swing: The Very Best of Dire Straits (1998, კომპილაცია)
- Private Investigations (2005, კომპილაცია)
სოლო-ალბომები
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Golden Heart (1996)
- Sailing to Philadelphia (2000)
- The Ragpicker's Dream (2002)
- Shangri-La (2004)
- One Take Radio Sessions (2005)
- Kill to Get Crimson (2007)
- Get Lucky (2009)
- Privateering (2012)
- Tracker (2014)
- Down the Road Wherever (2018)
- One Deep River (2024)
- საუნდტრეკები
- Local Hero (1983)
- Cal (1984)
- Comfort and Joy (1984)
- The Princess Bride (1987)
- Last Exit to Brooklyn (1989)
- Screenplaying (1993 წლის კომპილაცია)
- Wag the Dog (1998)
- Metroland (1999)
- A Shot at Glory (2002)
- Altamira (2016), ეველინ გლენისთან ერთად
- ერთობლივი ალბომები
- Missing...Presumed Having a Good Time (ჯგუფთან The Notting Hillbillies, 1990)
- Neck and Neck (ჩეტ ატკინსთან, 1990)
- All the Roadrunning (ემილუ ჰარისთან, 2006)
- Real Live Roadrunning (ემილუ ჰარისთან, 2006)
- როგორც პროდიუსერი
- Infidels (1983) - ბობ დილანი
- Knife (1984) - Aztec Camera
- Miracle (1987) - ვილი დევილი
- Land of Dreams (1988) - რენდი ნიუმენი
- The Sailor's Revenge (2012) - ბეპ კენედი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ვებ-რადიო PrivateInvestigations, ეძღვნება Dire Straits-სა და მარკ ნოპფლერს დაარქივებული 2011-04-25 საიტზე Wayback Machine.
- Mark Knopfler Boom Like That დაარქივებული 2009-10-15 საიტზე Wayback Machine.
- the long road – მარკ ნოპფლერის სესიები დაარქივებული 2009-10-18 საიტზე Wayback Machine.
- სიახლეები მარკ ნოპფლერზე
- მარკ ნოპფლერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Knopfler, Mark. (2005–2013) Mark Knopfler. Discography of studio albums. Mark Knopfler.com. ციტირების თარიღი: 30 May 2013.
- ↑ Mark Knopfler Biography. The Biography Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 4 March 2008.
- ↑ The 100 Greatest Guitarists of All Time:Mark Knopfler. Rolling Stone (18 September 2003). ციტირების თარიღი: 26 April 2013.
- ↑ About John Illsley. John Illsley Website. ციტირების თარიღი: 1 July 2009.
- ↑ „Dire Straits given plaque honour“. BBC. 4 December 2009. ციტირების თარიღი: 16 October 2011.
- ↑ Sunderland honours Sultan of Swing. University of Sunderland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 28 November 2013.
- ↑ Third Honorary Degree. Mark Knopfler Official Website. ციტირების თარიღი: 15 October 2011.