ბრაიან ფერი (დ. 26 სექტემბერი, 1945, ტაინ-ენდ-უირი, ინგლისი) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. იგი ცნობილი გახდა 1970-იანების დასაწყისში, არტ-როკ ჯგუფ Roxy Music-ით, რომლის სამი ალბომი #1 პოზიციას იკავებდა, ხოლო 10 სინგლი ბრიტანეთში 1970-იანებსა და 1980-იანებში მოხვდა საუკეთესო 40-ეულში (მათ შორის იყო სიმღერები "Virginia Plain", "Street Life", "Love is the Drug", "Dance Away", "Angel Eyes", "Over You", "Oh Yeah", "Jealous Guy", და "More Than This". ფერის სოლო კარიერა დაიწყო 1973 წელს, ჯერ კიდევ ჯგუფში წევრობისას და დღემდე გრძელდება. მისი სოლო ჰიტებია "A Hard Rain's a-Gonna Fall", "Let's Stick Together", "This Is Tomorrow", "Slave to Love" და "Don't Stop the Dance".

ბრაიან ფერი

ბრაიან ფერი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1945 (1945-09-26) (79 წლის)[1]
დაბ. ადგილი Washington, ინგლისი
წარმოშობა ტაინ-ენდ-უირი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, გლემ-როკი, არტ-როკი, ახალი ტალღა, სოფისტი-პოპი
საქმიანობა მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკოსი,
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, ფორტეპიანო, მელოტრონი, ჰარმონიკა, გიტარ, პერკუსია, პანის ფლეიტა
აქტიური 1970–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Island, E.G., Polydor, Virgin, EMI Records, Reprise, Warner Bros. Records, Atco, Atlantic, Astralwerks Records
საიტი bryanferry.com
ბრაიან ფერი ვიკისაწყობში

წარმატებული სიმღერების ავტორობის გარდა, ფერი აგრეთვე აღსანიშნავია სხვა შემსრულებლების ქავერ-ვერსიებით და მუსიკალური სტანდარტების საკუთარი ინტერპრეტაციებით, ალბომებში These Foolish Things (1973), Another Time, Another Place (1974) და As Time Goes By (1999). Roxy Music-თან ერთად ჩაწერილი მასალის ჩათვლით, ფერის მსოფლიოში გაყიდული აქვს 30 მილიონი ჩანაწერი.[2]

ადრეული წლები

რედაქტირება

ბრაიან ფერი დაიბადა ტაინ-ენდ-უირის (ინგლისი) ქალაქ ვაშინგტონში, მუშათა კლასის ოჯახში. მისი მამა, ფრედ ფერი, იყო ფერმერი და უვლიდა პონებს[3]. ფერი დადიოდა ვაშინგტონის დაწყებით სკოლაში, 1957 წლიდან. მის კლასელებს შორის იყო ევერტონელი ფეხბურთელი ჰოვარდ კენდელი. ფერი ნიუკასლ-აპონ-ტაინის უნივერსიტეტში 1964-1968 წლებში ეუფლებოდა ხატვას.[1][4][5] მასთან ერთად სწავლობდნენ ტიმ ჰედი[6] და ნიკ დე ვილი.[7] ამ პერიოდში ბრაიანი სტუდენტური ჯგუფ The City Blues-ის წევრი იყო.[8] ლონდონში მან მოგვიანებით დაიწყო მუშაობა თიხის ჭურჭლის დამზადების პედაგოგად.[9] მან ჩამოაყალიბა ჯგუფი The Banshees, მოგვიანებით კი, გრემ სიმპსონთან და ჯონ პორტერთან ერთად[10], კოლექტივი Gas Board.[11] ლონდონში საცხოვრებლად იგი 1968 წელს გადავიდა, მუსიკაში კარიერის დაწყების მიზნით.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Hoskyns, Barney (16 June 2001). „Bryan Ferry: Melancholic of Glam“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 17 November 2014.
  2. „Bryan Ferry signs BMG deal for next three albums and 40-year catalogue“. Music Week. 31 October 2012. ციტირების თარიღი: 18 July 2013.
  3. „Bryan Ferry's solo work“. vivaroxymusic.com. ციტირების თარიღი: 10 August 2007.
  4. Walker, John. (1987) "Bryan Ferry : music + art school" დაარქივებული 2017-09-05 საიტზე Wayback Machine. . Cross-Overs: Art into Pop, Pop into Art.
  5. „Richard Hamilton Biographical chronology“. infoloop.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 15 June 2007.
  6. Hodgkinson, Will (18 March 2007). „Soundtrack of my life: Bryan Ferry“. The Observer. London. ციტირების თარიღი: 15 June 2007.
  7. „The best of both worlds?“. Interview. Arena Magazine. September 1994. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 15 June 2007.
  8. Bryan Ferry – History. Bryanferry.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 26 August 2014.
  9. „Bryan Ferry“. vivaroxymusic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 15 June 2007.
  10. John Porter: Interview. Soundonsound.com. ციტირების თარიღი: 17 November 2014.
  11. „Look Back In Languor“. The Guardian. 14 June 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 15 June 2007.