ფორტეპიანო
ფორტეპიანო — კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების კრებითი სახელი, რომელიც მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს — როიალს და პიანინოს. თანამედროვე ფორტეპიანომ ისტორიული განვითარების დიდი გზა განვლო უძველესი ერთსიმიანი „მონოქორდიდან“. დინამიკურმა და ტემბრულმა შესაძლებლობებმა მრავალხმიანი ფორტეპიანო ერთ-ერთ წამყვან სოლო და თანმხლებ ინსტრუმენტად აქცია.[1]
ტექნიკური მოწყობილობა
რედაქტირებაფორტეპიანოს მექანიკა
რედაქტირებაფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამოსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად).
პედლები
რედაქტირებათანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი (მარჯვენა, მარცხენა, საშუალო). ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.
მარჯვენა პედალზე დაჭერით სიმების ჟღერა ხანგრძლივდება, მარცხენა პედალი — პირიქით, ახშობს. მესამე პედალი, რომელიც სრულყო ჰენრი სტენვეიმ, აგრძელებს გარკვეული ბგერის ჟღერადობას, მარჯვენა პედალის შემდგომი მოქმედებისაგან დამოუკიდებლად.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფორტეპიანო დაარქივებული 2016-05-13 საიტზე Wayback Machine.
- Grand-Pianos.org დაარქივებული 2020-11-09 საიტზე Wayback Machine.
- ArtOfPiano.ru — საიტი აკადემიური საფორტეპიანო მუსიკის შესახებ, საინტერესო ჩანაწერებით
- სტენვეის ოფიციალური საიტი
- YAMAHA-ს საიტი