ჩეტ ატკინსი
ჩესტერ ბარტონ ატკინსი (დ. 20 ივნისი, 1924 — გ. 30 ივნისი, 2001) — ამერიკელი გიტარისტი და მუსიკალური პროდიუსერი, რომელმაც ოუენ ბრედლისთან ერთად შექმნა ქანთრის პოლირებული სტილი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ნეშვილ საუნდი, რამაც ქანთრის დააახლოვა პოპ მუსიკასთან და მეტი პოპულარობა შესძინა მას.
ჩეტ ატკინსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჩესტერ ბარტონ ატკინსი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | მისტერ გიტარა |
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1924 |
დაბ. ადგილი | ლუტრელი, ტენესი, აშშ |
გარდ. თარიღი | 30 ივნისი, 2001 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | ნეშვილი, ტენესი, აშშ |
დასაფლავებულია | ჰერპეთ-ჰილზის ხსოვნის ბაღი[1] |
ჟანრ(ებ)ი | ქანთრი, კლასიკური მუსიკა, ხალხური მუსიკა, დასავლური სვინგი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ტექსტების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვიოლინო |
აქტიური | 1942–1996 |
ლეიბლ(ებ)ი | RCA, Columbia |
საიტი | misterguitar.com |
ჩეტ ატკინსი ვიკისაწყობში |
მისმა საშემსრულებლო ტექნიკამ, რომელიც მერლ ტრევისის, ჯანგო რენჰარდტის, ჯორჯ ბარნსის, ლეს პოლისა და მეიბელ კარტერის გავლენით ჩამოყალიბდა, ჩეტს მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა, როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის გარეთ. ატკინსის პრიოდუსერობით შეიქმნა პერი კომოს, ელვის პრესლის, ედი არნოლდის, დონ გიბონსის, ჯიმ რივესის, ჯერი რიდის, კიტერი დეივისის, კონი სმიტის, ვეილონ ჯენინგსისა და სხვათა ჩანაწერები.
მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად ჩეტ ატკინსს მიღებული აქვს: 14 გრემი, 9 CMA-ს წლის ინსტრუმენტალისტის ჯილდო და გრემის ჯილდო ცხოვრების მთავარი მიღწევისთვის. იგი შეყვანილია როგორც როკ-ენ-როლისა და ქანთრის, ისე მუსიკოსთა დიდების დარბაზში
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა და ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჩეტ ატკინსი დაიბადა 1924 წლის 20 ივნისს ლუტრელში, ტენესში. 6 წლის ასაკში, ჩეტის მშობლები განქორწინდნენ, ჩეტის აღზრდა კი მამამ ითავა. იგი ორ ძმასა და ერთ დას შორის ყველაზე პატარა იყო. იგი თავდაპირველად გავაის გიტარას ეუფლებოდა, ხოლო შემდეგ ფიდლზეც (ვიოლინოს ტიპის ინსტრუმენტი) გადაინაცვლა. მას, ცხრა წლის ასაკში, ფიდლისთვის სიმების შესაძენად თავის ძმის პისტოლეტისა და კიდევ რამდენიმე ნივთის გაყიდვა დასჭირდა.[2] 1974 წელს დაბეჭდილ ავტობიოგრაფიაში ჩეტი წერს:
„ჩვენ, ისევე როგორც ყველა ჩვენს ირგვლივ, სიღარიბის გამო დეპრესიაში ვიყავით “
|
ჯერ კიდევ ყმაწვილ, ასთმით დაავადებულ ჩეტს მამასთან მოუწია საცხოვრებლად გადასვლა, კერძოდ ფორტსონში, ჯორჯიაში.
ინდუსტრიული ჯილდოები
რედაქტირება- Country Music Association
- 1967 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1968 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1968 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1981 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1982 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1983 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1984 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1985 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1988 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- ქანთრის დიდების დარბაზი და მუზეუმი
- ქანთრის დიდების დარბაზისა და მუზეუმის წევრი: 1973
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Country Music Television biography.. Cmt.com. ციტირების თარიღი: March 28, 2008.