Love over Gold
Love over Gold — ბრიტანული როკ-ჯგუფ Dire Straits-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. თავისი ხანგრძლივი ინსტრუმენტული პასაჟების გამო ბევრი მსმენელი მას თვლის პროგრესული როკის ჟანრის დისკად.
Love over Gold | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 20 სექტემბერი, 1982 | |||
ჩაიწერა | 8 მარტი - 11 ივნისი 1982 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 40:59 | |||
ლეიბლი |
Vertigo (ინგლისი) Warner Bros. (აშშ) | |||
პროდიუსერი | მარკ ნოპფლერი | |||
Dire Straits — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Love over Gold | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
რობერტ კრისტგოუ | C+[2] |
Rolling Stone | [3] |
ალბომი ევროპაში გაიყიდა 4.4 მილიონი ასლის ოდენობით. შტატებში მას მხოლოდ 1986 წელს მიენიჭა ოქროს სტატუსტი. ეს ასევე არის ჯგუფის უკანასკნელი დისკი, რომელზეც უკრავს პიკ უიზერსი.
შექმნა
რედაქტირებატურნეს On Location Tour დასრულებისას მარკ ნოპფლერმა დაიწყო ჯგუფის შემდეგი ალბომის სიმღერების შექმნა. ალან კლარკი (კლავიშიანები) და ჰოლ ლინდსი (გიტარა), რომლებიც ჯგუფთან ტურნეს მსვლელობისას თანამშრომლობდნენ, ასევე შეუერთდნენ მას სტუდიაში.
ჩაწერა
რედაქტირებაLove over Gold ჩაწერილი იქნა სტუდიაში Power Station, ნიუ-იორკში, 1982 წლის 8 მარტიდან 11 ივნისამდე. ალბომის პროდიუსერი ნოპფლერი იყო, ხოლო ნილ დორფსმენი - ხმის ინჟინერი.
სესიების დროს ნოპფლერმა გამოიყენა რამდენიმე გიტარა, მათ შორის ოთხი Schecter Stratocaster, Ovation-ის კლასიკური გიტარა სიმღერებში Private Investigations და Love over Gold, სპეციალურად შექმნილი ერლეუაინი Automatic სიმღერაში Industrial Disease და 1937 წლის National-ის პედლიანი გიტარა Telegraph Road-ში. ჩაწერისას აგრეთვე გამოყენებული იქნა Ovation-ის 12 სიმიანი და ექვსსიმიანი აკუსტიკური გიტარები.
ალბომის მომზადებისას დაიწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც ჯგუფის ალბომებზე არ გამოცემულა. მაგალითია Private Dancer, რომელიც ალბომისთვის იწერებოდა, მაგრამ ჩაიწერა ყველა პარტია ვოკალის გარდა. ნოპფლერმა გადაწყვიტა, რომ სიმღერას უფრო მეტად ქალის ხმა მოუხდებოდა, ამიტომ იგი ტინა ტერნერს აჩუქა (სიმღერაში იქნა უკანასკნელის ახალ ალბომში Private Dancer).[4] "The Way It Always Starts საბოლოოდ მოხვდა ნოპფლერის მიერ ფილმისთვის ადგილობრივი გმირი დაწერილ საუნდტრეკში, გერი რეფერტის ვოკალით. Badges, Posters, Stickers and T-Shirts ალბომში არ შეიტანეს და მოგვიანებით გამოსცეს სინგლის Private Investigations b-მხარეზე. შემდგომში იგი ბრიტანეთში EP-ზე ExtendedancEPlay მეოთხე სიმღერის სახით გამოვიდა.
გამოცემა
რედაქტირებაLove over Gold 1982 წლის 20 სექტემბერს გრამფირფიტასა და კასეტაზე გამოვიდა. Private Investigations გამოიცა ალბომის წამყვანი სინგლის სახით, ევროპაში. ბრიტანეთში იგი ჩარტების #2 პოზიციაზე მოხვდა. Industrial Disease აშშ-ში სინგლის სახით გამოვიდა და 1983 წელს მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის 75-ე პოზიციაზე.
ალბომის რემასტერინგი 1996 წელს, ჯგუფის სხვა სტუდიურ ალბომებთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით გამოსცა Vertigo Records-მა. 2000 წელს ალბომები აშშ-ში Warner Bros.-მა გამოუშვა. რემასტერინგის გარეკანზე წარმოდგენილია განსხვავებული გამოსახულება: ალბომის სათაური ჯგუფის სახელის ქვეშ წერია. ორივე რიგი დიდი ასოებით არის წარმოდგენილი. ელვის გამოსახულება ოდნავ გადიდებულია და უფრო ნათელი, გადადის რა იისფერ ტონალობაში. ეს არის ჯგუფის ერთადერთი რემასტერინგი, რომელსაც შეცვლილი აქვს ყდა.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი – მაიკ ნოპფლერი[5]
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Telegraph Road“ | 14:17 |
2. | „Private Investigations“ | 6:47 |
საერთო ხანგრძლივობა: | 21:04 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
3. | „Industrial Disease“ | 5:50 |
4. | „Love over Gold“ | 6:18 |
5. | „It Never Rains“ | 8:00 |
საერთო ხანგრძლივობა: | 20:08 |
პერსონალი
რედაქტირება- Dire Straits
- მარკ ნოპფლერი – ვოკალები, გიტარა
- ჰოლ ლინდსი – გიტარა
- ალან კლარკი – კლავიშიანები
- ჯონ ილსლი – ბასი
- პიკ უიზერსი – დასარტყმელი საკრავები
- დამატებითი მუსიკოსები
- მაიკ მაინიერი – ვიბრაფონი, მარიმბა (2,4)
- ედ უოლში - სინთეზატორის პროგრამირება
- პროდიუსერები
- მარკ ნოპფლერი - პროდიუსერი
- ნილ დორფსმენი - ინჟინერი
- ბარი ბონჯოვი - თანაშემწე ინჟინერი
- ბობ ლუდვიგი – მასტერინგი
- მაიკლ როუ - გარეკანის დიზაინი
- ალან ლობელი - ფოტოგრაფია
- პიტერ კენინგემი - ფოტოგრაფია[6]
ჩარტები
რედაქტირებაალბომები
რედაქტირებაLove over Gold ბრიტანეთის ალბომების ჩარტში 200 კვირა იმყოფებოდა.[7] ავსტრალიაში იგი იყო 1982 წლის რიგით მე-12 და 1983 წლის რიგით მეექვსე ყველაზე გაყიდვადი ალბომი.
ჩარტი (1982–83) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომების ჩარტი | 1 |
ავსტრიის ალბომების ჩარტი | 1 |
იტალიის ალბომების ჩარტი | 1 |
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი | 1 |
ნორვეგიის ალბომების ჩარტი | 1 |
შვედეთის ალბომების ჩარტი | 2 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი | 1 |
აშშ Billboard 200 | 19 |
სინგლები
რედაქტირებაწელი | სიმღერა | უმაღლესი პოზიციები | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|
აშშ ცხელი 100-ეული | აშშ მეინსტრიმული როკ-ჩარტი | ავსტრალია | იტალია | შვედეთი | ბრიტანეთის სინგლები | ||
1982 | „Private Investigations“ | – | – | 19 | 28 | 4 | 2 |
„Industrial Disease“ | – | 9 | – | – | – | – | |
1983 | 75 | – | – | – | – | – |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Erelewine, სტივენ თომას. (2011 [last update])Love over Gold - Dire Straits | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2011.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ. (2011 [last update])Robert Christgau: CG: dire straits. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2011.
- ↑ Fricke, დევიდ. (2011 [last update])Love over Gold by Dire Straits | Rolling Stone Music | Music Reviews. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2011.
- ↑ Official Community of Mark Knopfler[მკვდარი ბმული] Accessed 3 ივნისი 2007
- ↑ Love over Gold. Discogs. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი 2012.
- ↑ Love over Gold (booklet). Dire Straits. Burbank, California: Warner Bros. Records. 1982. pp. 2, 11. 947772-2.
- ↑ Love over Gold. Chart Stats (22 ივნისი 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2012.