8 მარტი
თარიღი
8 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 67–ე დღე (ნაკიან წლებში - 68–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 298 დღე.
<< | მარტი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1618 : იოჰანეს კეპლერმა აღმოაჩინა პლანეტთა მოძრაობის მესამე კანონი. მოგვიანებით უარყოფს აღმოჩენას გამოთვლებში შეცდომის გაპარვის მიზეზით, თუმცა 15 მაისს ისევ ადასტურებს აღმოჩენას.
- 1819 : დაარსდა „საქართველოს გაზეთი“.
- 1908 : ბოსტონში დახვრიტეს გაფიცული მუშა ქალები. ეს დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ქალთა სოლიდარობის დღედ.
- 1911 : ქალთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა.
- 1917 : რუსეთში იწყება თებერვლის რევოლუცია (ძვ.სტილით 23 თებერვალი).
- 1918 : ესპანური გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მოგვიანებით ვრცელი პანდემია გამოიწვია.
- 1950 : სსრკ აცხადებს, რომ ატომური ბომბი შექმნა.
- 1983 : რონალდ რეიგანი სსრკ-ს ბოროტების იმპერიას უწოდებს.
- 2006 : ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) ერწყმის „არქიპელაგოს“ და გაერთიანებას ერქმევა NYSE Group. ამ დღიდან ბირჟაზე მისი სიმბოლო ხდება NYX.
- 2008 : ნასა-ს განცხადებით სატურნის მთვარე რეას რგოლები აღმოაჩნდა.
- 2010 : თურქეთის პროვინცია ელაზიღში მომხდარი 6.0 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.
- 2017 : მალტის მთავრობამ ლაჟვარდოვანი ფანჯრის დანგრევის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1605 : შეჰზადე მეჰმედი — ოსმალეთის სულთნის, აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთნის ვაჟი.
- 1714 : კარლ ფილიპ ემანუელ ბახი — გერმანელი კომპოზიტორი.
- 1859 : კენეთ გრემი — ინგლისელი მწერალი,
- 1879 : ოტო ჰანი — გერმანელი ქიმიკოსი და რადიო-ქიმიკოსი.
- 1889 : ალესანდრო სკარიონი — იტალიელი ფეხბურთელი
- 1894 : ვიაინიო აალტონენი — ფინელი მოქანდაკე.
- 1895 : კოლაუ ნადირაძე — ქართველი პოეტი
- 1897 : ჰერბერტ ოტო გილე — გერმანელი სამხედრო მოღვაწე,
- 1900 : ოსანა აივაზაშვილი — ქართველი სტახანოველი მეაბრეშუმე
- 1903 : ემელიან ცინცაბაძე — ქართველი ეკონომისტი
- 1907 : კონსტანტინოს კარამანლისი — საბერძნეთის პრეზიდენტი (1980–1985 და 1990–1995).
- 1910 : დიმიტრი ალექსიძე — ქართველი რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე.
- 1914: გრიგოლ კაბისოვი — ოსი მსახიობი და რეჟისორი.
- 1926 : ლადო მრელაშვილი — ქართველი მწერალი.
- 1926 : ფრანსისკო რაბალი — ესპანელი მსახიობი.
- 1927 : ვასილ გოგლიძე — ქართველი ინჟინერი
- 1929 : ებე კამარგუ — ბრაზილიელი ტელეწამყვანი და მსახიობი.
- 1929 : ნანული შევარდნაძე — ქართველი ჟურნალისტი და აქტივისტი.
- 1931 : შალვა ამონაშვილი — ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი.
- 1931 : ნილ პოსტმენი — ამერიკელი მწერალი
- 1936 : გენო ადამია — ქართველი გენერალ-მაიორი
- 1937 : ჟიუვენალ ჰაბიარიმანა — რუანდის პრეზიდენტი (1973–1994)
- 1937 : რობერტ ანდღულაძე — ქართველი ეკონომისტი.
- 1941 : გურამ პეტრიაშვილი — ქართველი ფეხბურთელი
- 1947 : ფლორენტინო პერესი — ესპანელი ბიზნესმენი
- 1950 : ჰარი ე. სლოუნი — ამერიკელი ბიზნესმენი
- 1961 : ნინო დარბაისელი — ქართველი პოეტი
- 1967 : ასლი ერდოღანი — თურქი მწერალი
- 1972 : ფერგალ ო’ბრაიენი — ირლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი.
- 1983 : ნინო მაჩაიძე — ქართველი საოპერო მომღერალი
- 1985 : ჰარის მედუნიანინი — ბოსნიელი ფეხბურთელი
- 1990 : ასიერ ილიარამენდი — ესპანელი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1408 : ბეატრიზ — პორტუგალიის დედოფალი.
- 1702 : უილიამ III ორანელი — ნინდერლანდების მმართველი და ინგლისის მეფე.
- 1869 : ბერლიოზი, ჰექტორ — ფრანგი კომპოზიტორი.
- 1874 : ფილმორი, მილარდ — აშშ-ს პრეზიდენტი.
- 1930 : ტაფტი, უილიამ — აშშ-ს პრეზიდენტი.
- 1944 : ჰუსეინ, რაჰმი გურფინარი — თურქი მწერალი.
- 1978 : ჰაროდი, როი ფორბზ — ინგლისელი ეკონომისტი
- 2005 : ასლან მასხადოვი – ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მესამე პრეზიდენტი.
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნის დღეს.
- აგრეთვე:
- ქალთა საერთაშორისო დღე (1910).
- სირია: რევოლუციის დღე (1963).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: