გურამ პეტრიაშვილი
გურამ პეტრიაშვილი (დ. 8 მარტი, 1941, ზესტაფონი — გ. 18 თებერვალი, 2002, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ წევრი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1962).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გურამ ამბროსის ძე პეტრიაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1941 | ||
დაბადების ადგილი |
ზესტაფონი, საქართველოს სსრ | ||
გარდაცვალების თარიღი |
18 თებერვალი, 2002 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1957–1960 | მეტალურგი | - | (-) |
1960–1965 | დინამო | 59 | (3) |
1965 | ტორპედო | 12 | (0) |
1966–1973 | დინამო | 210 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის გურამ პეტრიაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო ზესტაფონის „მეტალურგის“ ახალგაზრდული გუნდის წევრი. 1957–1960 წლებში იყო „მეტალურგის“ მთავარ გუნდში. 1961 წელს — თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1965 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე — ქუთაისის „ტორპედოს“ წევრი. შემდეგ დაბრუნდა „დინამოში“, სადაც 1973 წლამდე ითამაშა.
უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 281 მატჩი და შეძლო 13 გოლის გატანა, ევროთასებზე ჩატარებული აქვს 2 მატჩი.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ.. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. Второй тайм электроосвещение. Ясно. 24 градуса. 103000 зрителей. Источник: Интернет ресурсы & Ткачук И.А.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.