ზესტაფონი
ზესტაფონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1920 წლამდე ეწოდებოდა „ყვირილა“.
ქალაქი | |
---|---|
ზესტაფონი | |
ზესტაფონის ცენტრალური მოედანი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°06′30″ ჩ. გ. 43°02′30″ ა. გ. / 42.10833° ჩ. გ. 43.04167° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ადრეული სახელები | ყვირილა, ჯუღელი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 |
ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 20 814 [1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 492 |
საფოსტო ინდექსი | 2000 |
ოფიციალური საიტი | https://zestafoni.gov.ge/ |
ისტორია
რედაქტირებაწყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება „ზესტაფონი“, გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს მდ. ყვირილაზე არსებული ზედა ფონისაგან. XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და დასახლებასაც ყვირილა დაერქვა. 1872 წელს ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. 1892 წელს აქ გაიმართა ზესტაფონის კრება, რომლითაც მოხდა მესამე დასის დაფუძნება.
პირველი რესპუბლიკის დროს ქალაქი მცირე ხნით ატარებდა რევოლუციონერ ვალიკო ჯუღელის სახელს. 1920 წლის იანვარში ყვირილას ოფიციალურად ეწოდა ზესტაფონი. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს.
ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხანასთან, რომელიც 1933 წლიდან ამოქმედდა. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიულ ცენტრად. საბჭოთა პერიოდში ასევე მოქმედებდა ელექტროტექნიკის ქარხანა „საქკაბელი“, ხილწვენების და ღვინის ქარხნები, სამკერვალო და სხვა სამრეწველო საწარმოები. 1955 და 1973 წლებში შედგა ქალაქის განაშენიანების გეგმები. აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები და სხვა.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, იქ, სადაც დაბლობი გორაკ-ბორცვებში გადადის. ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით).
ზესტაფონში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,9 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,7 °C, აგვისტოსი 23,9 °C. ნალექები 130 მმ წელიწადში.
ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა. ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს „საყავრია“ შეარქვეს. ქალაქში რამდენიმე სარეკრეაციო ადგილია, მათ შორის ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერი, „ირინეს პარკი“ და სხვ.
დემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობა 20 814 ადამიანი (2014 წ.).
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1897 [2] | 2010 | ||
1922 [2] | 4902 | ||
1926 [2] | 5363 | ||
1939 [2] | 13 728 | ||
1959 [2] | 17 213 | ||
1970 [2] | 21 701 | ||
1979 [2] | 21 101 | ||
1989 [2] | 26 098 | ||
2002[2] | 24 158 | ||
2014[2] | 20 814 |
რელიგია
რედაქტირებაზესტაფონში არის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის 4 მართლმადიდებლური ტაძარი: წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა იოანესა და ღვთისმშობლის სახელობის.
ეკონომიკა
რედაქტირებაზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზა. ქალაქში არის რკინიგზის სადგური და გადის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალი და ჭიათურა-საჩხერის განშტოება. მდინარე ყვირილაზე აგებულია კაშხალი.
საზოგადოებრივი სფერო
რედაქტირებაქალაქში არის ჯანდაცვის დაწესებულებები, მათ შორის რამდენიმე სტომატოლოგიური კაბინეტი, 4 საავადმყოფო, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონევროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და ტუბდისპანსერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი, სადეზინფექციო განყოფილება, 2 თერაპიული კაბინეტი.
ზესტაფონში არის ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
განათლება
რედაქტირებაქალაქში არის სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი, 7 საჯარო სკოლა, 4 კერძო სკოლა და 8 საჯარო ბაღი.
კულტურა
რედაქტირებაქალაქში მოქმედებს თეატრი და მუზეუმი. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. მასში დაცულია 8500 ექსპონატი: ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა.[3]. ზესტაფონში ასევე არის ეროვნული გალერეის ფილიალი: ზესტაფონის სურათების გალერეა.
სპორტი
რედაქტირებაქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, მისი საშინაო არენაა დავით აბაშიძის სტადიონი. „ზესტაფონი“ რეგულარულად ასპარეზობდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი 2011 და 2012 წლებში და მოპოვებული აქვს საქართველოს თასი.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებაქალაქში დაიბადნენ:
- ვასილ არაბიძე — მსახიობი
- თამარ აბაშიძე – მსახიობი
- შალვა დადიანი — მწერალი
- ბორის აკუნინი — მწერალი
- გურამ ნიშნიანიძე — ფეხბურთელი
- რუსუდან სებისკვერაძე — კომპოზიტორი
- ნუკრი კაპანაძე — მუსიკოსი
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 515.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი[მკვდარი ბმული]