ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი)

ქართული საფეხბურთო კლუბი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესტაფონი (მრავალმნიშვნელოვანი).

„ზესტაფონი“ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზესტაფონიდან, შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს, „ზესტაფონის“ მთავარი გუნდი ჩაერთო საქართველოს XIV-ე ეროვნულ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.

ზესტაფონი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი
მეტსახელი ზესტა, ფეროელები, მარგველები
დაარსდა 18 ივნისი, 2004
სტადიონი დავით აბაშიძის სტადიონი
ზესტაფონი, საქართველო
(ტევადობა: 4600)
მწვრთნელი საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
კაპიტანი საქართველოს დროშა ჯაბა დვალი
ლიგა ლიგა 3
2024 მე-15 ადგილი (დაქვეითდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

სადღეისოდ, საფეხბურთო კლუბის სისტემაში მთავარ გუნდთან ერთად შედიან: „ზესტაფონი–2“ (საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დუბლიორთა ტურნირის მონაწილე) და ჭაბუკთა გუნდები.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ გარემონტდა დავით აბაშიძის სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, მიმდიანრეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა. შ.

საწყისი წლები

რედაქტირება
 
ქალაქ ზესტაფონის ნაკრები, 1923 წელი, გუნდის შემადგენლობა (მარცხნიდან მარჯვნივ): ბუხუტი გამცემლიძე, ვასილ ცნობილაძე, გიორგი ბუბაშვილი, ბიჭიკო ერაძე, გოგი ლაშხიანი, ლადო უზლავა, ალიოშა ბარდაველიძე, სანდრო ჭინჭარაძე, სერგო ჩხეიძე, კოტე ლალიაშვილი, სერგო ზაქარიაძე.

ფეხბურთს ზესტაფონში თამაშობდნენ XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საჯარო სკოლა) აღსაზრდელები. ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი). პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1. 20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს. 30-იან წლებში ზესტაფონში შეიქმნა ორი საფეხბურთო გუნდი — „მერცხალი“ და „ლოკომოტივი“, რომლებმაც მრავალჯერ მიიღეს მონაწილეობა შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.

მეტალურგი

რედაქტირება
 
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, „მეტალურგი“, 1970 წელი

ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა[1]. სწორედ ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა „მეტალურგი“. 1938 წლის აგვისტოში „მეტალურგმა“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება „მეტალურგი“-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მოსკოვის „ელექტროსტალი“, სტალინგრადის „კრასნი ოქტიაბრი“, ლენინგრადის „მეტალურგი“ და მხოლოდ ფინალში დამარცხდა „სერპ ი მოლოტი“-ის გუნდთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის „მეტალურგი“ ჩაერთო საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობდა 1989 წლის ჩათვლით.

მარგვეთი

რედაქტირება
 
ქსაქართველოს ვიცე-ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს.კ. „მარგვეთი“ ,1996.

1990 წელს საქართველო გავიდა საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან, შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დაიწყო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი.

1990 წელს ზესტაფონში შეიქმნა ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი“, რომელმაც დაიკავა „მეტალურგის“ ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ჯგუფში და პირველივე წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში „მარგვეთი“ საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 1996 წელს „მარგვეთი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობას უფლება მიიღო. ფინანსური პრობლემების გამო 1998 წელს კლუბი დაიშალა.

1999—2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი „მეტალურგი“, რომელმაც 2001–2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაში. თუმცა ეს გუნდიც დაიშალა.

ზესტაფონი

რედაქტირება

2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა ახალი გუნდი — საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“. „ზესტაფონმა“ არსებობის პირველ სამ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატებში მე-5 და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავა და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობდა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.

2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. 2010-2011 წლების სეზონში ზესტაფონი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გუნდმა ეს ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა.[2]

სტადიონი

რედაქტირება
 
ცენტრალური სტადიონი

ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც. 1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა, რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8 000 ადგილამდე.

2004 წელს კლუბ „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება.

2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები. დამონტაჟდა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა, ამერიკული ფირმა „რაინბიორდის“ სარწყავი სისტემა, რომელიც წარმატებით გამოიცადა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი – თურქული ფირმა „ჩიმექსის“ მიერ დამზადებული „ნატურალური მწვანე ხალიჩა“. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ მშობლიურ არენებზე, ასევე რუსთავის „მეტალურგის“ სტადიონზე. კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება და სხვა.[3]

2010 წლის 9 აპრილს სტადიონს მიენიჭა დავით აბაშიძის სახელი.

მიღწევები

რედაქტირება

გუნდის ფერები

რედაქტირება
ნაცრისფერი თეთრი

ფეხბურთელები

რედაქტირება

შემადგენლობა 2014/15

რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო დავით კუპატაძე
2 მცველი   საქართველო დავით მთივლიშვილი
5 მცველი   საქართველო მირიან რობაქიძე
6 ნახევარმცველი   საქართველო გიორგი ვასაძე
7 ნახევარმცველი   საქართველო დავით რაჟამაშვილი
8 ნახევარმცველი   საქართველო ივანე ხაბელაშვილი
10 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ილურიძე (კაპიტანი)
17 თავდამსხმელი   საქართველო ირაკლი სიხარულიძე
18 მცველი   საქართველო დავით ლომაია
22 ნახევარმცველი   საქართველო ვაჟა ნემსაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
28 მეკარე   საქართველო გია მახათაძე
33 მცველი   საქართველო ოთარ ხიზანეიშვილი
42 თავდამსხმელი   ნიგერია ჯონ ჯერემია
70 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ბერიძე
77 მცველი   საქართველო ლაშა მჭედლიშვილი
80 ნახევარმცველი   საქართველო ზვიად სიხარულია
99 თავდამსხმელი   საქართველო გურამ სამუშია
- მცველი   საქართველო მიხეილ ვაჭარაძე
- თავდამსხმელი   საქართველო არჩილ მესხი (იჯარით თბილისის დინამოდან)

იჯარით წასული ფეხბურთელები

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე

2014/2015 წლის ტრანსფერები

რედაქტირება

მოვიდნენ

რედაქტირება
პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მცველი   ოთარ ხიზანეიშვილი   თავისუფალი აგენტი
მცველი   გიორგი ხიდეშელი   თავისუფალი აგენტი
მცველი   გიორგი კაჭკაჭიშვილი**   მაჭახელა ხელვაჩაური
მცველი   ოთარ ხიზანეიშვილი   სიონი ბოლნისი
მცველი   დავით ლომაია   ზუგდიდი
მცველი   დავით მთივლიშვილი   ლოკომოტივი თბილისი
მცველი   გიორგი ჩიხრაძე   დაუგავა დაუგავპილსი
მცველი   ფირუზ მარაქველიძე   დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი   ლაშა გვალია   ურალი
ნახევარმცველი   გურამ სამუშია**   ზუგდიდი
ნახევარმცველი   დავით რაჟამაშვილი**   დილა გორი
ნახევარმცველი   გიორგი ვასაძე   მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი   ივანე ხაბელაშვილი   მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი   დავით რაჟამაშვილი   სასკო
ნახევარმცველი   ზვიად სიხარულია   ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი   ნოდარ გაჩეჩილაძე   ჩხერიმელა ხარაგაული
ნახევარმცველი   გიორგი ბერიძე   დილა გორი
ნახევარმცველი   პავლე ხორგუაშვილი   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   მათე კვირკვია   ვიტ ჯორჯია
ნახევარმცველი   ვაჟა ნემსაძე   ალგეთი მარნეული
თავდამსხმელი   ნიკოლოზ გელაშვილი   ყარაბაღი აღდამი
თავდამსხმელი   ჯაბა დვალი   დინამო თბილისი
თავდამსხმელი   ბექა ტუღუში   ტორპედო ქუთაისი
თავდამსხმელი   გიორგი ილურიძე   ერმისი ლარნაკა
თავდამსხმელი   ბექა მიქელთაძე  
თავდამსხმელი   ირაკლი სიხარულიძე   მეტალურგი რუსთავი
თავდამსხმელი   ჯონ ჯერემია   გაგრა
თავდამსხმელი   არჩილ მესხი*   დინამო თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

რედაქტირება
პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე   კახაბერ მეშველიანი   სამტრედია
მეკარე   ბოიან პავლოვიჩი   თავისუფალი აგენტი
მცველი   ზაზა ჭელიძე   გომელი
მცველი   გიორგი გურული   შუქურა ქობულეთი
მცველი   ოთარ ხიზანეიშვილი   სიონი ბოლნისი
მცველი   თეიმურაზ ღონღაძე   ჩიხურა საჩხერე
მცველი   გიორგი კაჭკაჭიშვილი   სპარტაკი ცხინვალი
მცველი   თედორე გრიგალაშვილი   სამტრედია
მცველი   თორნიკე გრიგალაშვილი   სამტრედია
მცველი   გიორგი ხიდეშელი   დილა გორი
მცველი   რენე ფერეირა   დინამო თბილისი
ნახევარმცველი   ნაემეკა აჯურუ   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   იგორ იელიჩი   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   გრიგოლ დოლიძე   სამტრედია
ნახევარმცველი   რევაზ გეწაძე   სამტრედია
ნახევარმცველი   გიორგი კუხიანიძე   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ბექა კაკუშაძე   სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი   დავით რაჟამაშვილი   სასკო თბილისი
ნახევარმცველი   ვახტანგ ჭანტურიშვილი   დინამო თბილისი
ნახევარმცველი   გიორგი ჭანკოტაძე   სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი   ლევან შარიქაძე   სამტრედია
ნახევარმცველი   მიხეილ სარდალიშვილი   ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი   ავთო ენდელაძე   ზუგდიდი
ნახევარმცველი   ლაშა გვალია   დილა გორი
თავდამსხმელი   დიმიტრი ტატანაშვილი   დინამო ბათუმი
თავდამსხმელი   ნიკოლოზ საბანაძე   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ბექა ტუღუში   ტორპედო ქუთაისი
თავდამსხმელი   ნიკოლოზ გელაშვილი   ფლამურტარი
თავდამსხმელი   ირაკლი ქობალია   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ჯაბა დვალი   დაჩია კიშინიოვი
თავდამსხმელი   თორნიკე კაპანაძე   სამტრედია
თავდამსხმელი   ბექა მიქელთაძე   დინამო თბილისი
თავდამსხმელი   გიორგი ფანცულაია   თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

ცნობილი ფეხბურთელები

რედაქტირება

მთავარი კატეგორია:ზესტაფონის ფეხბურთელები

გოლები უმაღლეს ლიგაში

რედაქტირება

ბომბარდირები სეზონის მიხედვით

რედაქტირება
წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2013-14 ნიკოლოზ საბანაძე   საქართველო 8
2012-13 თორნიკე გორგიაშვილი   საქართველო 5
2011-12 ჯაბა დვალი   საქართველო 20
2010-11 ნიკოლოზ გელაშვილი   საქართველო 18
2009-10 ნიკოლოზ გელაშვილი   საქართველო 16
2008-09 ნიკოლოზ გელაშვილი   საქართველო 20
2007-08 ჟილვან ვიეირა   ბრაზილია 12
2006-07 გოგი ფიფია   საქართველო 13
2005-06 ზურაბ იონანიძე  საქართველო 12

ყველა დროის ბომბარდირები

რედაქტირება
სახელი პოზიცია ქვეყანა წლები გოლი
ნიკოლოზ გელაშვილი თავდამსხმელი   2008–2011 63
ზურაბ იონანიძე თავდამსხმელი   2005–2009 48
ჯაბა დვალი თავდამსხმელი   2010–2012 45
რატი წინამძღვრიშვილი თავდამსხმელი   2008–2013 24
თორნიკე გორგიაშვილი ნახევარმცველი   2005–2013 21
გოგი ფიფია ნახევარმცველი   2005–2011 21
შოთა გრიგალაშვილი ნახევარმცველი   2009–2012 18

გოლები ნომრების მიხედვით

რედაქტირება
გოლი Nº სახელი ქვეყანა თარიღი
1 გიორგი ქურციკიძე   2 აგვისტო, 2004
100 ზურაბ იონანიძე   18 ნოემბერი, 2006
200 ნიკოლოზ გელაშვილი   2 ნოემბერი, 2008
300 ნიკოლოზ გელაშვილი   29 აგვისტო, 2010
400 ზაალ ელიავა   14 დეკემბერი, 2011

ზესტაფონის მწვრთნელები

რედაქტირება
პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2013 —  გია გეგუჩაძე
2013  რატკო დოსტანიჩი
2012 — 2013  კახაბერ კაჭარავა
2012  ზაზა ზამთარაძე
2011 — 2012  გია ჭიაბრიშვილი 2 საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს სუპერთასი
2008 — 2011  გია გეგუჩაძე 1 საქართველოს ჩემპიონი
2006 — 2008   თემურ მახარაძე 1 საქართველოს თასი
2006   მერაბ კოჭლაშვილი
2005 — 2006   კობა ჟორჟიკაშვილი
2004 — 2005   ვლადიმირ ზემლიანოი

სეზონები

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნა
2004–05 უმაღლესი ლიგა 5 36 16 5 15 38 48 53 ფინალისტი
2005–06 4 30 18 7 5 44 22 61 ფინალისტი
2006–07 4 26 16 9 1 55 11 57 ფინალისტი
2007–08 3 26 18 5 3 56 16 59 გამარჯვებული ინტერტოტოს თასის პირველი ეტაპი
2008–09 4 30 16 4 10 43 27 52 1/4 ფინალი უეფა–ს თასის პირველი სკვალიფიკაციო ეტაპი
2009–10 3 36 19 10 7 58 33 67 1/4 ფინალი უეფა–ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2010–11 1 36 24 6 6 72 19 78 ნახევარფინალი უეფა–ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
2011–12 1 36 24 7 5 73 33 79 ფინალისტი უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

უეფა–ს ევროპის ლიგის პლეი–ოფი

2012–13 5 32 12 6 14 35 38 42 1/16 ფინალი უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2013–14 2 32 19 5 8 48 23 62 1/8 ფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2014–15 16 30 6 8 16 40 61 26 1/8 ფინალი დისკვალიფიკაცია
2018 რეგიონული ლიგა 4 28 17 2 9 60 33 23/30 მეორე რაუნდი
2019 2 27 20 5 2 100 29 23/42 1/16-ფინალი აზღევდა ლიგა 4-ში
2020 ლიგა 4 6 14 4 4 6 22 20 16 მეორე რაუნდი
2021 2 36 23 9 4 76 27 41/37 1/16-ფინალი აზღევდა ლიგა 3-ში
2022 ლიგა 3 15 30 4 3 23 18 77 15 მეორე რაუნდი
2023 13 30 6 11 13 33 46 29 პირველი რაუნდი
2024 14 30 6 11 13 32 49 26 მეორე რაუნდი დაქვეითდა
2025 ლიგა 4 '

ყველა შეჯიბრის სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 19 იანვარი 2014
შეჯიბრი სეზონი მატჩი მოგება ფრე წაგება გტ გშ ქულა
საქართველოს უმაღლესი ლიგა 10 305 170 63 72 493 262 573
საქართველოს თასი 10 67 40 14 13 123 50 134
საქართველოს სუპერთასი 3 3 1 1 1 3 2 4
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2 6 1 2 3 6 9 5
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 4 14 4 4 6 27 16 16
უეფა–ს ინტერტოტოს თასი 1 2 1 0 1 2 3 3

ევროთასებზე

რედაქტირება
სეზონი შეჯიბრი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
2007 უეფა–ს ინტერტოტოს თასი 1Q   ტობოლი 2–0 0–3
2008–09 უეფა-ს თასი 1Q   დიორი ეტო 1–2 1–1
2009–10 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   ლისბერნი 6–0 5–1
2Q   ჰელსინგბორგი 1–2 2–2
2010–11 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   ფაეტანო 5–0 0–0
2Q   დუკლა ბანსკა–ბისტრიცა 3–0 0–1
3Q   კარპატი ლვოვი 0–1 0–1
2011–12 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q   დაჩია კიშინიოვი 3–0 0–2
3Q   შტურმი გრაცი 1–1 0–1
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა პლეი-ოფი   ბრიუგე 3–3 0–2
2012–13 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q   ნეფთჩი ბაქო 2–2 0–3
2014–15 უეფა-ს ევროპის ლიგა 2Q   სპარტაკი ტრნავა 0–0 0–3

უეფა-ს კლუბების რეიტინგში

რედაქტირება
განახლდა: 19 იანვარი 2014[4]
ადგილი ქვეყანა კლუბი კოეფიციენტი
233   მალმე 6.265
234   კალმარი 6.265
235   ზესტაფონი 5.975
236   სლავენი ბელუპო 5.925
237   რუხი ხოჟუვი 5.775

მატჩები უმაღლეს ლიგაში

რედაქტირება
განახლდა: 19 იანვარი 2014
სახელი პოზიცია ქვეყანა წლები მატჩები
როინ კვასხვაძე მეკარე   2005– 155
ალექსი ბენაშვილი ნახევარმცველი   2005–2013 136
გიორგი ხიდეშელი მცველი   2005–2013 116
სევასტი თოდუა მცველი   2005–2010 116
თორნიკე აფციაური ნახევარმცველი   2010–2013 114
ზურაბ იონანიძე თავდამსხმელი   2005–2010 113
თორნიკე გრიგალაშვილი ნახევარმცველი   2005–2013 112
ზაალ ელიავა მცველი   2009–2012 108
ირაკლი ძარია ნახევარმცველი   2005–2011 108
ნიკოლოზ გელაშვილი თავდამსხმელი   2007–2011 107
შოთა გრიგალაშვილი ნახევარმცველი   2009–2012 101
მურთაზ დაუშვილი ნახევარმცველი   2005–2011 99
ჯაბა დვალი თავდამსხმელი   2009–2012 98

ტექნიკური შტაბი

რედაქტირება
პოზიცია სახელი
ვიცე პრეზიდენტი   ვასილ გველესიანი
სპორტული დირექტორი   მიხეილ ხუციშვილი
პრეს ატაშე   სერგო ფუტკარაძე
ექიმი   ოთარ მაღლაფერიძე
ადმინისტრატორი   ალექსანდრე (უჩა) კიკნაველიძე
ვიდეო ოპერატორი   თემურ კვინიკაძე
მასაჟისტი   ზაზა გოგლიჩიძე
მასაჟისტი   თემურ გამყრელიძე
მძღოლი   გიორგი ძაბირაძე[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ზესტაფონის პარტნიორი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  2. ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  3. სტადიონი დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. .
  4. უეფა–ს კლუბების რეიტინგი 2014. uefa.com. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  5. პერსონალი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. .