დავით აბაშიძის სტადიონი
დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი — სპორტული სტადიონი ზესტაფონში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საშინაო მოედანი. იტევს 4 558 მაყურებელს.
მდებარეობა | ზესტაფონი |
---|---|
გაიხსნა | 1952 |
მესაკუთრე | ს.კ. „ზესტაფონი“ |
ტევადობა | 4 558 |
გუნდები | |
„ზესტაფონი“ |
ისტორია
რედაქტირებაზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც. 1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა, რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8 000 ადგილამდე.
თანამედროვეობა
რედაქტირება2004 წელს კლუბ „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება.
2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები. დამონტაჟდა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა, ამერიკული ფირმა „რაინბიორდის“ სარწყავი სისტემა, რომელიც წარმატებით გამოიცადა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი — თურქული ფირმა „ჩიმექსის“ მიერ დამზადებული „ნატურალური მწვანე ხალიჩა“. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ მშობლიურ არენებზე, ასევე რუსთავის „მეტალურგის“ სტადიონზე. კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება და სხვა.
2011 წლის 4 მაისს საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის დროს, როცა ადგილობრივი „ზესტაფონი“ მასპინძლობდა ქუთაისის „ტორპედოს“, გულშემატკივარმა სტადიონი მნიშვნელოვნად დააზიანა. შეხვედრის მსვლელობისას ქუთაისელი გულშემატკივრები მოედანზე სხვადასხვა საგანსა და სკამების ნაწილებს ისროდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მეექვსე სექტორში 300-მდე სკამი იყო დამტვრეული.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. , სკ „ზესტაფონის“ საიტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტადიონი დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. , ს.კ. ზესტაფონის ოფიციალური საიტი.
- ↑ [1][მკვდარი ბმული]