ოთარ ხიზანეიშვილი
ოთარ ხიზანეიშვილი (დ. 26 სექტემბერი 1981, თბილისი) — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი. პოზიციით ცენტრალური მცველი. თამაშობდა როგორც ქართულ, ასევე რუსულ, ყახაზურ და გერმანულ კლუბებში.
გორის „დილაში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ოთარ ხიზანეიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 26 სექტემბერი, 1981 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 1.87 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კარიერა დაასრულა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999-2000 | დინამო თბილისი | 15 | (0) |
2000-2001 | სპარტაკი მოსკოვი | 4 | (0) |
2000 | სპარტაკი-2 მოსკოვი | 5 | (0) |
2001-2002 | როსტელმაში | 4 | (0) |
2002-2004 | დინამო თბილისი | 33 | (0) |
2004-2005 | დინამო მოსკოვი | 14 | (0) |
2005-2008 | ფრაიბურგი | 32 | (1) |
2008-2010 | აუგსბურგი | 6 | (0) |
2010-2011 | ანჟი მაჰაჩყალა | 8 | (0) |
2011-2012 | სკ ვოსტოკი | 11 | (2) |
2012-2013 | დინამო თბილისი | 30 | (0) |
2013-2014 | დილა გორი | 15 | (1) |
2014 | ზესტაფონი | 1 | (0) |
2014-2015 | სიონი ბოლნისი | 4 | (0) |
2015 | ზესტაფონი | 6 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1997-1998 | საქართველო 17 წლ. | 4 | (0) |
1998-2000 | საქართველო 19 წლ. | 8 | (0) |
1999-2002 | საქართველო 21 წლ. | 10 | (0) |
1999-2007 | საქართველო | 20 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება1998 წლიდან ოთარი თბილისის „დინამოს“ძირითადი გუნდის წევრი იყო. მისი დებიუტი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 17 წლის ასაკში შედგა. იმ პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდელი იოჰან ბოსკამპი იყო, რომელიც ოთართან თბილისის დინამოშც მუშაობდა. 19 წლის ასაკში ხიზანეიშვილი მოსკოვის „სპარტაკი“ გადავიდა, ასევე ირიცხებოდა „როსტოვში“, თუმცა რუსულ კლუბებში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მიუხედავად მისი უთამაშებლობისა „სპარტაკში“ სეზონის ბოლომდე დარჩა და რუსეთის ჩემპიონი გახდა. მას მრავალი სპეციალისტი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ვერ შეძლო შესაძლებლობების სრულად გამოვლინება.
2004 წელს მოსკოვის „დინამოში“ თამაშისას იგი შეამჩნია გერმანული „ფრაიბურგის“ მწვრთნელმა ფოლკერ ფინკემ, რის შემდეგაც ოთარი კიდევ ორ ქართველთან, ალექსანდრე იაშვილთან და ლევან ცქიტიშვილთან ერთად „ფრაიბურგში“ ჩარიცხა.[1] ოთარის დახმარებით ფოლკერ ფინკე ბუნდესლიგაში დარჩენას ისახავდა მიზნად, თუმცა რამდენიმე თვეში ოთარი მეორე ბუნდესლიგაში გაჰყვა ფრაიბურგს. კარიერაში პირველი გოლი გაიტანა 2007 წლის 28 იანვარს ესენის „როტ-ვაისის“ წინააღმდეგ, მატჩი „ფრაიბურგის“ გამარჯვებით, 3-1 დამთავრდა.[2] „ფრაიბურგში“ ეფექტურად დაიწყო, თუმცა კარიერის საუკეთესო პერიოდში საქართველო-თურქეთის მატჩში[3] მე-17 წუთზე მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც წელიწადზე მეტი გააცდენინა. გუნდს 2009 წლის ბოლოს დაუბრუნდა.[4] 2008 წელს მეორე ბუნდესლიგის კლუბ „აუგსბურგში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.
2010 წლის 9 აგვისტოს ოთარ ხიზანეიშვილმა დატოვა გერმანია და მცირე ხნით რუსეთში დაბრუნდა, მაჰაჩყალის „ანჟის“ რიგებში სულ 8 შეხვედრა ჩაატარა.[5] მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში შედგა 2010 წლის 22 აგვისტოს, ვლადიკავკაზის „ალანიას“ წინააღმდეგ, მე-80 წუთზე მაჰირ შუკუროვი შეცვალა.[6][7] 2009-10 წლების სეზონის შემდეგ „ანჟისთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და კლუბი თავისუფალი აგენტის სატუსით დატოვა.[8]
შემდგომ 2011 წლის ზაფხულშ მოხდა მისი ყაზახურ „ვოსტოკში“ გადასვლა[9] - ასევე მცირე ხნით. იმავე წელს თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა,[10] სადაც 2012-13 წლების სეზონში ფორმის აღდგენა მოახერხა, თუმცა ზამთრის სატრანფერო ფანჯრისას „დინამომ“ ესპანელი მცველი უსტარიცი დაიმატა, რომელმაც ოთარის ადგილი დაიკავა.[11] სეზონის დამთავრების შემდეგ ოთარი გორის „დილაში“ გაუშვეს. კლუბი 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.[12] ივლისიდან ოფიციალურად „ზესტაფონში“ ჩაირიცხა, სადაც უმაღლესი ლიგის 2014-15 წლების გათამაშების 1 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ბოლნისის „სიონში“ გადავიდა. ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, იმავე სეზონში „ზესტაფონში“ დაბრუნდა, სადაც 6 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გოლის გატანაც შეძლო. სეზონის ბოლოს „ზესტაფონი“ დაიშალა, რის გამოც ოთარი უკლუბოდ დარჩა. კარიერის გაგრძელება „ლიახვში“ დააპირა, მაგრამ პირველ ლიგაში არსებული ცუდი პირობების გამო კლუბში არ დარჩენილა.
საბოლოოდ 2015 წლის ზაფხულში, 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.[13]
სანაკრებო
რედაქტირებაკარგი გამოსვლა ჰქონდა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რის შემდეგაც მისით დაინტერესდა „ფრაიბურგი“ და ორ თანამემამულესთან ერთად გერმანულ კლუბში გადავიდა. 1999–2007 წლებში ეროვნულ ნაკრების მაისურით ჩატარებული აქვს 20 მატჩი.
ტიტულები
რედაქტირება- რუსეთის ჩემპიონი (1): 2000
- საქართველოს ჩემპიონი (1): 2012/2013
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2012/2013
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Хизанейшвили подписал трехлетний контракт с «Фрайбургом»
- ↑ Finkes glückliches Händchen გერმანული. kicker.de (28 იანვარი 2007). ციტირების თარიღი: 14 აპრილი 2012.
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 2:5 თურქეთი
- ↑ ხიზანეიშვილი “აუგსბურგში” “მსუბუქად” დაიწყებს,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 4 დეკემბერი, 2009.
- ↑ Хизанейшвили перешел в «Анжи»[მკვდარი ბმული]
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ალანია ვლადიკავკაზი 0:0 ანჟი მაჰაჩყალა
- ↑ «Алания» — «Анжи» 0:0. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-25. ციტირების თარიღი: 2014-06-22.
- ↑ Хизанейшвили: мне удобнее вернуться в Германию. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-15. ციტირების თარიღი: 2014-06-22.
- ↑ Хизанейшвили подписал контракт с «Востоком». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-02. ციტირების თარიღი: 2014-06-22.
- ↑ ოთარ ხიზანეიშვილი - აღმართ-დაღმართი "დინამოდან" "დინამომდე",საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 9 ნოემბერი, 2012.
- ↑ ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოში" კონკურენციის არ მეშინია,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 12 მარტი, 2013.
- ↑ ოთარ ხიზანეიშვილმა გორის „დილა“ დატოვა[მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „Prime Time News“, 27 მაისი, 2014.
- ↑ აქ თამაშს აზრი არ აქვს - ოთარ ხიზანეიშვილი ფეხბურთიდან წავიდა..., საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 2 აგვისტო, 2015.