საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.
![]() | |||
მეტსახელ(ებ)ი | ჯვაროსნები | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | საქ. ფეხბურთის ფედერაცია | ||
კონფედერაცია | უეფა | ||
მთავარი მწვრთვნელი | რამაზ სვანაძე (მოვალეობის შემსრულებელი) | ||
კაპიტანი | ჯაბა კანკავა | ||
ფიფა-ს კოდი | GEO | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
![]() ![]() (თბილისი; 27 მაისი, 1990) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
![]() ![]() (თბილისი; 30 მარტი, 1997) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
![]() ![]() (კოპენჰაგენი, დანია; 7 სექტემბერი, 2005) |
ისტორიარედაქტირება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, როცა პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიტვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიტვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი გაიმართა 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე. ქართველთა შემადგენლობა ასეთი იყო:ბალაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, კუდინოვი, ფირცხალავა, ნადირაძე, ქეცბაია, ზ.რევიშვილი, ო.კორღალიძე, გურული, ფანცულაია; მწვრთნელი გივი ნოდია. მეგობრული შეხვედრა მეგობრულად 2:2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და საკმაოდ წარმატებულიც.
1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში. საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 1-0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში —ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს.
ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6;0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2:0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები. შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.
ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდირედაქტირება
2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1:0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა, რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1:0 დავამარცხეთ, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2:0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელორუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0:1, პოლონეთი 0:4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.
უკანასკნელი ტურნირებირედაქტირება
მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებირედაქტირება
1998 | ვერ გავიდა | ჯგუფი 2 | 10 | 7 - 9 | 4 | ||||||
2002 | ჯგუფი 8 | 10 | 12 - 12 | 3 | |||||||
2006 | ჯგუფი 2 | 10 | 14 - 25 | 6 | |||||||
2010 | ჯგუფი 8 | 3 | 7 - 19 | 6 | |||||||
2014 | ჯგუფი I | 5 | 3 - 10 | 4 | |||||||
2018 | ჯგუფი D | 5 | 8 - 14 | 5 | |||||||
2022 | არ დაწყებულა |
ევროპის ჩემპიონატის შედეგებირედაქტირება
1996 | ვერ გავიდა | ჯგუფი 7 | 15 | 14 - 13 | 3 | ||||||
2000 | ჯგუფი 2 | 5 | 8 - 18 | 6 | |||||||
2004 | ჯგუფი 10 | 7 | 8 - 14 | 5 | |||||||
2008 | ჯგუფი B | 10 | 16 - 19 | 6 | |||||||
2012 | ჯგუფი F | 10 | 7 - 9 | 5 | |||||||
2016 | ჯგუფი D | 9 | 10 - 16 | 5 | |||||||
2020 | არ დაწყებულა |
ამხანაგური მატჩებირედაქტირება
2015რედაქტირება
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო არენა, თბილისი, საქართველო | საქართველო | მალტა | კანკავა 83'; ყაზაიშვილი 90+2' | |||
ლინცი არენა, ლინცი, ავსტრია | უკრაინა | საქართველო | კრავეცი 57'; კონოპლიანკა 68'; ვაწაძე 81'. | |||
ა.ლე კოკ არენა, ტალინი, ესტონეთი | ესტონეთი | საქართველო | პურიე 61'; პიკი 65'; გუსევი 88'. | |||
ელბასან არენა, ტირანა, ალბანეთი | ალბანეთი | საქართველო | ამისულაშვილი 2'; ჭანტურია 52'; ბაშა 89'; ჩიკალეში 90+4'. |
2016რედაქტირება
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო არენა, თბილისი, საქართველო | საქართველო | ყაზახეთი | ნურგალიევი 36'; ოქრიაშვილი 38'; | |||
ასკო-შტადიონი, ველსი, ავსტრია | სლოვაკეთი | საქართველო | ნემეცი 5'; 57'; ზრელაკი 71'; ყენია 72'; | |||
ბუქარესტი, რუმინეთი | რუმინეთი | საქართველო | პოპა 2'; ამისულაშვილი 3' (ს.კ.); სტანჩუ 49'; მჭედლიძე 68'; ტორიე 80'; კეშერუ 87'. | |||
კოლიზეუმ ალფონსო პერესი, მადრიდი, ესპანეთი | ესპანეთი | საქართველო | ოქრიაშვილი 40'. |
2017რედაქტირება
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
სევენს სთედიუმი,დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები | უზბეკეთი | საქართველო | ელდარ შომურადოვი 45'; 78'; თემურ შონია 69'; საბა ლობჟანიძე 77'. | |||
თეიაბ ავანა სთედიუმი, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები | იორდანია | საქართველო | ჰამზა ალ დარდური 45'. | |||
დინამო არენა, თბილისი, საქართველო | საქართველო | ლატვია | ჯანო ანანიძე 18' პენ.; 77'; გიორგი ქვილითაია 33'; 66'; გიორგი არაბიძე 89'. | |||
მიხეილ მესხი, თბილისი, საქართველო | საქართველო | სენტ კიტსი და ნევისი | გიორგი არაბიძე 50'; 70' პენ; ვლადიმერ დვალიშვილი 79'. | |||
თენგიზ ბურჯანაძე, გორი, საქართველო | საქართველო | კვიპროსი | გიორგი ქვილითაია 24'. | |||
რამაზ შენგელია, ქუთაისი, საქართველო | საქართველო | ბელარუსი | იგორ სტასევიჩი 24'; პაველ ნიხაიჩუკი 66'; ირაკლი სიხარულიძე 35'; ლაშა დვალი 51'. |
2018რედაქტირება
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო | საქართველო | ლიტვა | გიორგი პაპუნაშვილი 15';
გიორგი ქვილითაია 23'; ვაკო ყაზაიშვილი 31' პენ; გიორგი ჩაკვეტაძე 40'. | |||
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო | საქართველო | ესტონეთი | ჯიმი ტაბიძე 6'; 23';
ვაკო ყაზაიშვილი 35'. | |||
ლუქსემბურგი | საქართველო |
მსოფლიო 2018-ის შესარჩევირედაქტირება
ადგილი | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გბ | გბ | სხ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სერბეთი | 10 | 8 | 3 | 1 | 20 | 10 | 10 | 21 |
2 | ირლანდია | 10 | 5 | 4 | 1 | 12 | 6 | 6 | 19 |
3 | უელსი | 10 | 4 | 5 | 1 | 13 | 6 | 7 | 17 |
4 | ავსტრია | 10 | 4 | 3 | 3 | 14 | 12 | 2 | 15 |
5 | საქართველო | 10 | 0 | 5 | 5 | 8 | 14 | (-6) | 5 |
6 | მოლდოვა | 10 | 0 | 2 | 6 | 4 | 23 | (-19) | 2 |
მატჩები და შედეგებირედაქტირება
5 სექტემბერი 2016 20:00 |
საქართველო | 1 – 2 | ავსტრია | დინამო არენა, თბილისი, საქართველო მაყურებელი: 35 000 მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსი) |
---|---|---|---|---|
ჯანო ანანიძე 78'. | Report (ფიფა) Report (უეფა) |
მარტინ ჰინტერეგერი 16';
მარკ იანკო 42'. |
6 ოქტომბერი, 2016 22:45 |
ირლანდია | 1 - 0 | საქართველო | ავივას სტადიონი,დუბლინი,ირლანდია მაყურებელი: 40 000 მსაჯი: მსაჯი:ტონი ჩაპრონი(საფრანგეთი) |
---|---|---|---|---|
შეიმუს კოულმენი 56' | Report (ფიფა) Report (უეფა) |
9 ოქტომბერი, 2016 20:00 |
უელსი | 1 – 1 | საქართველო | კარდიფ სიტის სტადიონი,კარდიფი,უელსი მაყურებელი: 33 000 მსაჯი: პაოლო მაზოლენი(იტალია) |
---|---|---|---|---|
გარეთ ბეილი 10' | Report (ფიფა) Report (უეფა) |
თორნიკე ოქრიაშვილი 57' |
12 ნოემბერი 2016 21:00 |
საქართველო | 1 – 1 | მოლდოვა | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 41 000 მსაჯი: გეორგი კაბაკოვი(ბულგარეთი) |
---|---|---|---|---|
ვაკო ყაზაიშვილი 16' | Report (ფიფა) Report (უეფა) |
გაცკანი 78' |
24 მარტი 2017 21:00 |
საქართველო | 1 – 3 | სერბეთი | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 31 000 მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია) |
---|---|---|---|---|
ნიკა კაჭარავა 6' | Report (ფიფა) Report (უეფა) |
დუშან ტადიჩი 45' პენ;
ალექსანდრ მიტროვიჩი 64'; მიატ გაჩინოვიჩი 86'. |
11 ივნისი, 2017 20:00 |
მოლდოვა | 2 – 2 | საქართველო | სტადიონ ზიმბრუ, კიშინიოვი, მოლდოვა მაყურებელი: 5 000 მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი) |
---|---|---|---|---|
რადუ გინსარი 15', | Report (ფიფა) Report (უეფა) |
გიორგი მერებაშვილი 65', |
2 სექტემბერი, 2017 20:00 |
საქართველო | 1 – 1 | ირლანდია | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 20 000 მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი) |
---|---|---|---|---|
ვალერი ყაზაიშვილი 34' | Report (ფიფა) Report (უეფა) |
შეინ დაფი 4' |
5 სექტემბერი, 2017 22:45 |
ავსტრია | 1 – 1 | საქართველო | ერნსტ ჰაპელი, ვენა, ავტრია მაყურებელი: 13 000 მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი) |
---|---|---|---|---|
ლუის შაუბი 43' | Report (ფიფა) Report (უეფა) |
ვაკო გვილია 8' |
6 ოქტომბერი, 2017 20:00 |
საქართველო | 0 – 1 | უელსი | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 20 000 მსაჯი: ხესუს ხილი (ესპანეთი) |
---|---|---|---|---|
Report (ფიფა) Report (უეფა) |
ტომ ლოურენსი 49' |
9 ოქტომბერი, 2017 22:45 |
სერბეთი | 1 – 0 | საქართველო | რაიკო მიტიჩი, ბელგრადი, სერბეთი მაყურებელი: 50 000 მსაჯი: პაველ გილი (პოლონეთი) |
---|---|---|---|---|
ალექსანდრ პრაიოვიჩი 74' | Report (ფიფა) Report (უეფა) |
შემადგენლობარედაქტირება
ამჟამინდელი შემადგენლობარედაქტირება
შემადგენლობა ლიტვასთან და ესტონეთთან ამხანაგური მატჩებისთვის 24 და 27 მარტი 2018.
სტატისტიკარედაქტირება
გამოძახებულები ბოლო 12 თვის მანძილზე.
რეკორდებირედაქტირება
ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობარედაქტირება
# | ფეხბურთელი | პერიოდი | თამაში | გოლი |
---|---|---|---|---|
1 | ლევან კობიაშვილი | 1996-2011 | 100 | 12 |
2 | ზურაბ ხიზანიშვილი | 1999- | 93 | 1 |
3 | კახა კალაძე | 1996-2011 | 91 | 1 |
5 | ჯაბა კანკავა | 2004- | 73 | 7 |
4 | გიორგი ნემსაძე | 1992-2004 | 69 | 0 |
6 | ალექსანდრე იაშვილი | 1998-2011 | 67 | 15 |
9 | გურამ კაშია | 2009- | 65 | 2 |
7 | გოჩა ჯამარაული | 1994-2004 | 62 | 6 |
8 | შოთი არველაძე | 1992-2007 | 61 | 26 |
10 | დავით კვირკველია | 2003-2014 | 59 | 0 |
ბომბარდირებირედაქტირება
# | ფეხბურთელი | პერიოდი | გოლი (თამაში) |
---|---|---|---|
1 | შოთა არველაძე | 1997-2007 | 26 (61) |
2 | თემურ ქეცბაია | 1991-2002 | 17 (52) |
3 | ალექსანდრე იაშვილი | 1998-2011 | 15 (67) |
4 | გიორგი დემეტრაძე | 1996-2007 | 12 (56) |
5 | ლევან კობიაშვილი | 1996-2011 | 12 (100) |
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელებირედაქტირება
2020 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით[1]
კაპიტნებირედაქტირება
- გელა კეტაშვილი (1990)
- კახა ცხადაძე (1991)
- გია ჯიშკარიანი (1991-1994)
- კახა ცხადაძე (1994-1998), ვიცე-კაპიტანი - მურთაზ შელია
- გიორგი ნემსაძე (1998-2004), ვიცე-კაპიტანი - თემურ ქეცბაია
- კახა კალაძე (2004-2011), ვიცე-კაპიტანი - ლევან კობიაშვილი
- ზურაბ ხიზანიშვილი (2011), ვიცე-კაპიტანი - ჯაბა კანკავა
- ჯაბა კანკავა (2011-), ვიცე-კაპიტანი - ალექსანდრე ამისულაშვილი (2016-მდე), გურამ კაშია
კაპიტნების სტატისტიკარედაქტირება
საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით.[2]
მოთამაშე | სანაკრებო წლები | ჩატარებული მატჩები | საკაპიტნო მატჩები | პირველი კაპიტნობა | ბოლო კაპიტნობა |
---|---|---|---|---|---|
კახა კალაძე | 1996–2011 | 83 | 50 | 04.09.1999 | 11.10.2011 |
გიორგი ნემსაძე | 1992–2004 | 69 | 42 | 24.09.1997 | 21.02.2004 |
ჯაბა კანკავა | 2004– | 73 | 37 | 15.08.2011 | |
კახა ცხადაძე | 1991–1998 | 25 | 21 | 02.07.1991 | 11.10.1997 |
ლევან კობიაშვილი | 1996–2011 | 100 | 16 | 01.03.2006 | 25.05.2010 |
გურამ კაშია | 2009– | 65 | 9 | 06.02.2013 | |
ზურაბ ხიზანიშვილი | 1999-2013 | 93 | 8 | 07.02.2007 | 24.05.2012 |
ალექსანდრე ამისულაშვილი | 2003–2016 | 50 | 8 | 14.11.2012 | 05.09.2016 |
გოჩა ჯამარაული | 1994–2004 | 62 | 6 | 26.06.1994 | 13.10.2004 |
თემურ ქეცბაია | 1992–2003 | 49 | 6? | 15.11.1995 | 27.03.2002 |
მურთაზ შელია | 1994–1998 | 29 | 5 | 12.02.1994 | 11.10.1995 |
გია ჯიშკარიანი | 1991–1994 | 9 | 4 | 02.09.1992 | 25.05.1993 |
ლევან ცქიტიშვილი | 1995–2009 | 58 | 3 | 12.09.2007 | 09.09.2009 |
გიორგი კიკნაძე | 1996–1999 | 11 | 3? | 05.12.1996 | 18.11.1998? |
უჩა ლობჟანიძე | 2008– | 54 | 2 | 23.01.2017 | 25.01.2017 |
გიორგი ქინქლაძე | 1992–2005 | 54 | 2 | 17.04.2002 | 09.02.2005 |
გელა კეტაშვილი | 1990 | 1 | 1 | 27.05.1990 | 27.05.1990 |
ირაკლი ზოიძე | 1994–2001 | 19 | 1 | 09.05.2001 | 09.05.2001 |
გიორგი შაშიაშვილი | 2001-2010 | 32 | 1 | 12.02.2003 | 12.02.2003 |
ლაშა ჯაკობია | 2004-2008 | 13 | 1 | 22.03.2006 | 22.03.2006 |