ალექსანდრე იაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.

ალექსანდრე იაშვილი (დ. 23 ოქტომბერი, 1977, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.[1][2][3] 2016 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.[4]

ალექსანდრე იაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
23 ოქტომბერი, 1977 (1977-10-23) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993–1997 დინამო თბ. 89 (84)
1997   ლიუბეკი 15 (3)
1997–2007 ფრაიბურგი 255 (51)
2007–2012 კარლსრუე 141 (24)
2012–2013 ბოხუმი 28 (0)
2013–2014 ინტერი ბაქო 33 (5)
2015 სამტრედია 10 (2)
2015–2016 დინამო თბ. 24 (5)
ეროვნული ნაკრები
1993 საქართველო 17 წლ. 2 (0)
1994–1995 საქართველო 19 წლ. 4 (0)
1996–1997 საქართველო 21 წლ. 9 (1)
1998–2011 საქართველო 67 (15)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

 
ალექსანდრე იაშვილი „კარლსრუეში“. 2007.

კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოში“, სადაც გამორჩეული იყო გოლის გატანის ალღოთი. მან 1994–1995 წლების სეზონში 24 გოლი გაიტანა 24 მატჩში, ხოლო 1995–1996 წლების სეზონში 25 გოლი 26 მატჩში, რის შემდეგაც მიიპყრო უცხოური კლუბების ყურადღება. 1997 წლის იანვარში მან გერმანულ „ლიუბეკში“ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ის დარჩა გერმანიაში, „ფრაიბურგში“. კლუბმა მოიპოვა ბუნდესლიგის საგზური პირველ სეზონში და 1998 წლიდან ბუნდესლიგაში ჩატარებულ 148 მატჩში გაიტანა 30 გოლი. 2005–2006 წლების სეზონში ის გახდა გუნდის კაპიტანი. 2007 წელს „ფრაიბურგში“ გატარებული 10 წლის შემდეგ ის გადავიდა „კარლსრუეში“. 2013-2014 წლებში იცავდა ბაქოს „ინტერის“ ღირსებას. 2014 წლის ივნისში გადაწყვიტა კარიერის დასრულება და მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთში გამოდიოდა. 2015 წლის იანვრიდან დაბრუნდა პროფესიონალურ ფეხბურთში და „სამტრედიაში“ ჩაირიცხა. მას შემდეგ, რაც 2014–15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა, ალექსანდრე იაშვილი თბილისურ კლუბს შეუერთდა.

სანაკრებო რედაქტირება

ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1998 წელს. უკანასკნელი მატჩი ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 2011 წელს.[5] საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო იაშვილის გამოძახებას აღარ აპირებდა. იაშვილმა ნაკრებში 67 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო.

საკლუბო სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო გამოსვლა ლიგა თასი ლიგის თასი Continental ჯამში
სეზონი კლუბი ლიგა მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
1993–94 დინამო თბილისი უმაღლესი ლიგა 28 19
1994–95 24 24
1995–96 25 26
1996–97 8 9
1996–97 ლიუბეკი მეორე ბუნდესლიგა 15 3 0 0 15 3
1997–98 დინამო თბილისი უმაღლესი ლიგა 4 6
1997–98 ფრაიბურგი მეორე ბუნდესლიგა 24 4 0 0 24 4
1998–99 ბუნდესლიგა 11 6 2 0 13 6
1999–00 22 1 1 1 23 2
2000–01 26 4 3 2 29 6
2001–02 29 5 2 2 1 0 6 0 38 6
2002-03 მეორე ბუნდესლიგა 25 4 0 0 25 4
2003–04 ბუნდესლიგა 30 9 3 3 33 12
2004–05 29 4 4 2 33 6
2005-06 მეორე ბუნდესლიგა 27 4 2 2 29 6
2006-07 32 10 2 0 34 10
2007–08 კარლსრუე ბუნდესლიგა 28 0 2 0 1 0 31 0
2008–09 23 3 2 2 25 5
2009-10 მეორე ბუნდესლიგა 27 6 2 0 29 6
2010-11 31 7 1 0 32 7
2011-12 32 8 2 0 34 8
2012-13 ბოხუმი 28 0 4 1 32 1
2013-14 ინტერი ბაქო აზერბაიჯანის პრემიერლიგა 33 5 3 2 4 0 40 7
ჯამში საქართველო 89 84 0 0
გერმანია 439 78 32 15 2 0 6 0 479 93
აზერბაიჯანი 33 5 3 2 0 0 4 0 40 7
კარიერის ჯამში 561 167 4 0

ტიტულები რედაქტირება

ინდივიდუალური რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — ალექსანდრე იაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  2. ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006. — გვ. 215. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  3. ნიკო კვარაციხელი (8 მარტი, 2018). კობიაშვილი, იაშვილი, ლიოვი და სხვები ფრაიბურგის ყველა დროის გუნდში — ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა ფრაიბურგის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, რომელშიც ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი მოხვდნენ. ფრაიბურგის ყველა დროის გუნდში ასევე მოხვდა იოახიმ ლიოვი, გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი. popsport.com. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  4. მენეჯმენტი
  5. Georgia 1–2 Greece, 11 October 2011. Competition: UEFA European Championship Group F. Lokomotiv Tbilisi. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.
  6. Иашвили признан игроком года в Грузии — Нападающий немецкого "Фрайбурга" Александр Иашвили признан игроком года в Грузии по результатам опроса, проведенного газетой "Сарбиоли". Это первый подобный успех 26-летнего форварда. Второе место в опросе занял Леван Кобиашвили ("Шальке", Германия). В прошлом году игроком года был назван защитник "Милана" Каха Каладзе, который в нынешнем опросе занял только девятое место. Лучшим футболистом страны, выступающим в Грузии, назван полузащитник тбилисского "Динамо" Давид Квирквелия. 30 мая 2004. Sports.ru. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი, 2018.