გიორგი 'გია' გეგუჩაძე (დ. 20 ივნისი, 1965) — ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი. ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელი 2018 წლიდან.

გია გეგუჩაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გია გეგუჩაძე
დაბადების
თარიღი
20 ივნისი, 1965 (1965-06-20) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს სსრ
სათამაშო
პოზიცია
მწვრთნელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
საქართველო 21 წლ. (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1984–1986 ლოკომოტივი თბილისი
1988 შევარდენი თბილისი
სამწვრთნელო კარიერა
1999 დინამო თბილისი
2004–2005 დინამო თბილისი
2009–2011 ზესტაფონი
2011–2013 ტორპედო ქუთაისი
2013–2014 ზესტაფონი
2015–2016 დინამო თბილისი
2016–2018 საქართველო 21 წლ.
2018– დინამო ბათუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სხვადასხვა წლების განმავლობაში წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზესტაფონს“. ამ უკანასკნელთან ერთად 2010–11 წლების სეზონში გახდა უმაღლესი ლიგის გამარჯვებული. 2011 წლიდან წვრთნიდა „ტორპედოს“. 2013 წლის ნოემბრიდან რატკო დოსტანიჩის წარუმატებლობის გამო გია „ზესტაფონის“ მწვრთნელის პოზიციას დაუბრუნდა,[1] მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. 2014 წლის დეკემბერში გეგუჩაძემ „ზესტაფონი“ დატოვა, 2015 წლის მაისიდან თბილისის „დინამო“ ჩაიბარა.[2] 2016 წლის იანვარში იგი იურაი იარაბეკმა ჩაანაცვლა, ხოლო თვითონ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გახდა.[3][4] 2018 წლის იანვრიდან ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელია.[5]

ტიტულები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება [მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „sportall.ambebi.ge“, 24 ნოემბერი, 2013.
  2. დინამომ გია გეგუჩაძე წარადგინა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 20 მაისი, 2015.
  3. გია გეგუჩაძემ დინამო დატოვა, თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 26 იანვარი, 2016.
  4. ოფიციალურად: ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის, საინფორმაციო სააგენტო „http://www.sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 26იანვარი, 2016.
  5. „გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ ახალი მწვრთნელია“. AjaraTV. 15 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)