მთავარი მენიუს გახსნა

ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

ლოკომოტივი თბილისი — საფეხბურთო კლუბი თბილისში, დაარსდა 1936 წელს. ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. უეფა-ს თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1999 წელს (C3, სეზონი 1999/2000).

ლოკომოტივი თბილისი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი
ლოკომოტივი თბილისი
დაარსდა 14 აგვისტო, 1936
სტადიონი მიხეილ მესხის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 24,680)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ლექსო თოფურია
მწვრთნელი საქართველოს დროშა ლევან კორღალიძე
ლიგა ეროვნული ლიგა
2018 მე-6
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორიარედაქტირება

საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

გამოდიოდა ომც „ლოკომოტივი“ (1988-89), „მერანის“ (1990-93), „მერანი-ბაჩოს“ (1993-95) სახელწოდებით. თამაშობდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს (1938, 40), პირველ (1939, 1946-48, 1959-70), მეორე (1936-37, 1981-82, 1984-86, 1988-89) ლიგებში და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-56, 1971-75, 1983). 1990 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში: უმაღლეს (1997 წლიდან), პირველ (1991-95, 1996-97) და მეორე (1990-91) ლიგებში. საქართველოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (2001, 02) და მესამე (1999) პრიზიორი. საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (2000, 02, 05) და ფინალისტი (2001). ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობს 1999 წლიდან. უეფას თასზე ითამაშა 10 მატჩი (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება).

სტადიონირედაქტირება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — სტადიონი თბილისში, ყოფილი "ლოკომოტივი". აქ ტარდება შეჯიბრებები ფეხბურთსა და მსუბუქ ათლეტიზმში. საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივის" საშინაო მოედანია. სტადიონი 24 680 მაყურებელს იტევს. აქვე ხშირად ტარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩები. სტადიონს განთქმული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხის სახელი ჰქვია. სტადიონი ტევადობით მეორეა საქართველოში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის შემდეგ.

შემადგენლობა 2017რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე ლუკა შეროზია
3   მცველი რევაზ ჩიტეიშვილი
4   მცველი ნიკა ჭანტურია
5   ნახევარმცველი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
6   ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი
7   თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე
8   ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე
9   თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი
10   ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე
11   თავდამსხმელი გიორგი კიკნაძე
14   ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე
15   ნახევარმცველი ირაკლი კომახიძე
16   მცველი გიორგი ხიდეშელი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
17   თავდამსხმელი ირაკლი ბუღრიძე
21   მცველი თეიმურაზ ღონღაძე
23   მცველი აკაკი ქიმერიძე
25   მეკარე რევაზ თევდორაძე
24   თავდამსხმელი ვატო არველაძე
27   მცველი გიორგი გაბაძე
33   მცველი გულვერდ თომაშვილი
50   მცველი გიორგი რეხვიაშვილი
77   მეკარე ბექა ქურდაძე
80   მცველი დავით უბილავა (კაპიტანი)
88   ნახევარმცველი დავით სამურკასოვი
98   ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი

2017 წლის ტრანსფერებირედაქტირება

მოვიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   ბექა ქურდაძე   საბურთალო
მცველი   გიორგი რეხვიაშვილი   ჩიხურა საჩხერე
მცველი   გულვერდ თომაშვილი   ცხინვალი
მცველი   თეიმურაზ ღონღაძე   დილა გორი
მცველი   აკაკი ქიმერიძე   35-ე სკოლა
ნახევარმცველი   ალექსანდრე ანდრონიკაშვილი   35-ე სკოლა
ნახევარმცველი   ზურაბ მენთეშაშვილი   ნორჩი დინამოელი
ნახევარმცველი   ირაკლი კომახიძე   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ნოდარ ქავთარაძე   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ვატო არველაძე   ლოკომოტივი თბილისი 19 წლ.
თავდამსხმელი   ირაკლი ბუღრიძე   ლოკომოტივი თბილისი 19 წლ.
თავდამსხმელი   ირაკლი სიხარულიძე   სიონი ბოლნისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე   ლაზარე კუპატაძე   საბურთალო
მცველი   გიორგი გეთიაშვილი   გაგრა
მცველი   გიორგი ფოფხაძე   დილა გორი
მცველი   ბორის მახარაძე   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ირაკლი კლიმიაშვილი   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ალეკო მზევაშვილი   ჭიათურა
ნახევარმცველი   გიორგი კუხიანიძე   ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი   ნიკა წივწივაძე   ცხინვალი
ნახევარმცველი   ომარ პატარკაციშვილი   შევარდენი-1906 თბილისი
ნახევარმცველი   ვაჟა ქიქავა   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   დავით ჩაგელიშვილი   სამტრედია
თავდამსხმელი   მათე ვაწაძე   ვიბორგი
თავდამსხმელი   ლუკა ზარანდია   არკა გდინია
თავდამსხმელი   დათო დარციმელია   თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან

ტიტულებირედაქტირება

ლოკომოტივის მწვრთნელებირედაქტირება

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2013 —   ვასილ მაისურაძე
2010 — 2013   ჟერარდ სარაგოსა
2010 — 2013   გელა სანაია
2007 — 2010   გიორგი კიკნაძე
2006 — 2007   ამირან მინაშვილი
2005   ნოდარ აკობია
1936 — 2005

ლოკომოტივის ბომბარდირებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება