გიორგი არაბიძე
გიორგი არაბიძე (დ. 4 მარტი, 1998, ვანი) — ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების და თურქული ადანასპორის ფეხბურთელი, გამოირჩევა უნიკალური ტექნიკითა და დრიბლინგით.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1998 | ||
დაბადების ადგილი | ვანი, საქართველო | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
ადანასპორი (იჯარით ნასიონალიდან) | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2005–2013 | ლოკომოტივი თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013–2015 | ლოკომოტივი თბილისი | 33 | (21) |
2015–2018 | შახტარი დონეცკი | 3 | (0) |
2018– | ნასიონალი | 10 | (0) |
2019– | → ადანასპორი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2013 | საქართველო U16 | 1 | (1) |
2014–2015 | საქართველო U17 | 10 | (6) |
2014–2017 | საქართველო U19 | 10 | (0) |
2017– | საქართველო U21 | 4 | (0) |
2017– | საქართველო | 4 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 თებერვალი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 თებერვალი, 2019 |
გიორგი დაიბადა 1998 წლის 4 მარტს საქართველოს ქალაქ ვანში, იგი არის 173სმ-ის სიმაღლის, მისი პირველი ახალგაზრდული გუნდი იყო თბილისის ლოკომოტივი, რომელშიც, 2005-2013 წლებში თამაშობდა, 2013 წელს არაბიძე დააწინაურეს და მთავარ გუნდში გადაიყვანეს, სადაც 2 წელში ჩაატარა 33 ოფიციალური მატჩი და თავის გამოჩენა 21-ჯერ მოახერხა, რაც გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, განსაკუთრებით 16-17 წლის ნახევარმცველის პირობაზე. მალე გიორგი გამოიძახეს საქართველოს U17 ნაკრებში, სადაც უმაღლეს დონეზე გამოვიდა, ჩაატარა რა 10 მატჩი და გაიტანა 6 გოლი, პარალელურად გიორგიმ საქართველოს U16 ნაკრებშიც ჩაატარა ერთი მატჩი და გოლიც გაიტანა.
წარმატებული ასპარეზობების შედეგად გიორგიმ წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით დაინტერესდა უკრაინული შახტარი და მისი მაშინდელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ. 2015 წლიდან არაბიძე შახტარს შეუერთდა და დუბლებში დაიწყო თამაში, პარალელურად ლუჩესკუ გიორგის, 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდთან თამაშის საშუალებას აძლევდა უკრაინის პრემიერ ლიგაში. გიორგიმ განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ტურნირის რეპორტირებისას ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები არაბიძეს მოიხსენიებდნენ ეპითეტით, როგორც ახალი მესი ან ქართველი მესი. 2016 წლიდან მირჩა ლუჩესკუმ სანქტ-პეტერბურგის ზენიტი ჩაიბარა, შახტარში კი მის ნაცვლად დანიშნულმა პაულუ ფონსეკამ არაბიძეს უნდობლობა გამოუცხადა, მთავარი გუნდის განაცხადშიც აღარ შეჰყავს და შეკრებაზეც არ წაიყვანა.
სანაკრებო კარიერა რედაქტირება
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2017 წლის 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ.[1] იგი შეცვლაზე შევიდა ოთარ კაკაბაძის ნაცვლად. პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის 28 მარტს ლატვიელთა კარში.[2] იმავე წლის 7 ივნისს არაბიძემ დუბლი შეასრულა სენტ-კიტსის და ნევისის ნაკრებთან თამაშის დროს.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Georgia 1-3 Serbia (Match Report) English. UEFA.com (2017-03-24).
- ↑ Georgia 5-0 Latvia (Match Report) English. Guardian (2017-03-28).