საქართველოს საფეხბურთო თასი

საქართველოს საფეხბურთო თასი — ყოველწლიური სათასო გათამაშება ქართულ საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელსაც ატარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. თასი არის რანგით მეორე საფეხბურთო შეჯიბრი საქართველოში ეროვნული ლიგის შემდეგ. ტურნირი ქართველი ფეხბურთელის – დავით ყიფიანის სახელს ატარებს და მისი სპონსორია კომპანია „ყაზბეგი“.

საქართველოს საფეხბურთო თასი
დაარსდა 1990
რეგიონი საქართველოს დროშა საქართველო
ყველაზე ტიტულ. გუნდი დინამო თბილისი (13-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული საბურთალო თბილისი (3-ჯერ)

ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „დინამო თბილისი“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „საბურთალო თბილისი“.

გათამაშების ფორმატი დაარსების დღიდან იცვლებოდა: 1990-იან წლებში გათამაშების ფორმატი ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა უმნიშვნელოდ − ასპარეზობა ხან საკვალიფიკაციო ეტაპით იწყებოდა, ხან პირდაპირ პლეი-ოფიდან. 2001 წლიდან გათამაშება დაიწყო შესარჩევი ეტაპიდან, სადაც გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში იყვნენ განაწილებულნი, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ პლეი-ოფი მეთექვსმეტედფინალით იწყებოდა. 2004–06 წლებში საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმდა და პირდაპირ პლეი-ოფიდან დაიწყო ტურნირი. 2006 წელს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ინიციატივით გათამაშება ჯგუფურ ეტაპად ჩატარდა. ასეთმა ფორმატმა ორი სეზონი იარსება. 2008 წლიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ყაზბეგის გათამაშება კვლავ ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს.

საქართველოს თასის გათამაშება 1990 წლიდან იღებს სათავეს. იგი ტარდება ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან და ჩემპიონატის პარალელურად ტარდება. 2007 წელს თასი დაზიანდა, მაგრამ დამზადდა ახალი ტიტული.

თასის მფლობელები ევროპაში

რედაქტირება

საქართველოს თასის მფლობელები თავდაპირველად უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე, შემდეგ კი უეფა-ს თასზე გამოდიოდნენ, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევდნენ. 2004 წელს წარმატებას მიღწია საქართველოს თასის მფლობელმა და ჩემპიონატის მეორე ადგილოსანმა – „დინამო თბილისმა“, რომელიც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა[1].

2006 წელს, უეფას თასზე თასის მფლობელმა „ამერმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბერლინის „ჰერტას“, თუმცა საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა ანგარიშით 2–3[2].

ფინალები

რედაქტირება
სეზონი გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული
1990 გურია (1) 1–0 დ.დ ცხუმი სოხუმი
1991–92 დინამო თბილისი (1) 3–1 ცხუმი სოხუმი
1992–93 დინამო თბილისი (2) 4–2 დინამო ბათუმი
1993–94 დინამო თბილისი (3) 1–0 მეტალურგი რუსთავი
1994–95 დინამო თბილისი (4) 1–0 დინამო ბათუმი
1995–96 დინამო თბილისი (5) 1–0 დ.დ დინამო ბათუმი
1996–97 დინამო თბილისი (6) 1–0 დინამო ბათუმი
1997–98 დინამო ბათუმი (1) 2–1 დ.დ დინამო თბილისი
1998–99 ტორპედო ქუთაისი (1) 0–0 დ.დ; პენ.4–2 სამგურალი წყალტუბო
1999–2000 ლოკომოტივი თბილისი (1) 0–0 დ.დ; პენ.4–2 ტორპედო ქუთაისი
2000–01 ტორპედო ქუთაისი (2) 0–0 დ.დ; პენ.4–3 ლოკომოტივი თბილისი
2001–02 ლოკომოტივი თბილისი (2) 2–0 ტორპედო ქუთაისი
2002–03 დინამო თბილისი (7) 3–1 სიონი ბოლნისი
2003–04 დინამო თბილისი (8) 2–1 ტორპედო ქუთისი
2004–05 ლოკომოტივი თბილისი (3) 2–0 ზესტაფონი
2005–06 ამერი თბილისი (1) 2–2 დ.დ; პენ.4–3 ზესტაფონი
2006–07 ამერი თბილისი (2) 1–0 ზესტაფონი
2007–08 ზესტაფონი (1) 2–1 ამერი თბილისი
2008–09 დინამო თბილისი (9) 1–1 დ.დ; პენ.2–0 ოლიმპი რუსთავი
2009–10 ვიტ ჯორჯია (1) 1–0 დინამო თბილისი
2010–11 გაგრა (1) 1–0 დ.დ ტორპედო ქუთაისი
2011–12 დილა გორი (1) 4–1 ზესტაფონი
2012–13 დინამო თბილისი (10) 3–1 ჩიხურა საჩხერე
2013–14 დინამო თბილისი (11) 2–1 ჩიხურა საჩხერე
2014–15 დინამო თბილისი (12) 5–0 სამტრედია
2015–16 დინამო თბილისი (13) 1–0 სიონი ბოლნისი
2016 ტორპედო ქუთაისი (3) 2–1 მერანი მარტვილი
2017 ჩიხურა საჩხერე (1) 0–0 დ.დ; პენ.4–3 ტორპედო ქუთაისი
2018 ტორპედო ქუთაისი (4) 2–2 დ.დ; პენ.4–2 გაგრა
2019 საბურთალო თბილისი (1) 3–1 ლოკომოტივი თბილისი
2020 გაგრა (2) 0–0 დ.დ; პენ.5–3 სამგურალი წყალტუბო
2021 საბურთალო თბილისი (2) 1–0 სამგურალი წყალტუბო
2022 ტორპედო ქუთაისი (5) 2–0 ლოკომოტივი თბილისი 2
2023 საბურთალო თბილისი (3) 1–0 დინამო ბათუმი

სტატისტიკა კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვების წლები ფინალისტობის წლები
დინამო თბილისი 13 2 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009, 2013, 2014, 2015, 2016 (გ) 1998, 2010
ტორპედო ქუთაისი 5 5 1999, 2001, 2016 (შ), 2018, 2022 2000, 2002, 2004, 2011, 2017
ლოკომოტივი თბილისი 3 2 2000, 2002, 2005 2001,2019
საბურთალო თბილისი 3 0 2019, 2021, 2023
ამერი თბილისი 2 1 2006, 2007 2008
გაგრა 2 1 2011, 2020 2018
დინამო ბათუმი 1 5 1998 1993, 1995, 1996, 1997, 2023
ზესტაფონი 1 4 2008 2005, 2006, 2007, 2012
ჩიხურა საჩხერე 1 2 2017 2013, 2014
გურია 1 0 1990
ვიტ ჯორჯია 1 0 2010
დილა გორი 1 0 2012
სამგურალი წყალტუბო 0 3 1999, 2020, 2021
ცხუმი სოხუმი 0 2 1990, 1992
რუსთავი 0 2 1994, 2009
სიონი ბოლნისი 0 2 2003, 2016 (გ)
სამტრედია 0 1 2015
მერანი მარტვილი 0 1 2016 (შ)
ლოკომოტივი თბილისი 2 0 1 2022


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „UEFA Cup 2004-05“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2017.
  2. „UEFA Cup 2006-07“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2017.