მთავარი მენიუს გახსნა

„საბურთალო“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს პირველ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე (ბენდელა).

ს.კ საბურთალო
სკ საბურთალოს ლოგო.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი საბურთალო
დაარსდა 1999
სტადიონი ბენდელა, თბილისი
(ტევადობა: 1000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ტარიელ ხეჩიკაშვილი
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიორგი ჭიაბრიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა
2018 1-ლი ადგილი (წითელი ჯგუფი)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორიარედაქტირება

 
„საბურთალოს“ ძველი ლოგო

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე იყო.

2005 წელს კლუბის მეპატრონე შეიცვალა: შპს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ცნობილმა ჰოლდინგმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა. პრეზიდენტი არის ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა და წარმოადგინა აღნიშნული გეგმის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც ფაქტობრივად მეორე დღიდანვე დაიწყო, ხოლო კლუბის გენერალური დირექტორი ბატონი კახა ჭუმბურიძეა.

დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებს მოზარდ თაობას. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა.

„საბურთალოს“ აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიან და მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებში. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოწ“ ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, რომელიც ირიცხებოდა ჩვიდმეტ წლამდელთა ნაკრებში, 1,5 წლით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ მათივე მიწვევით, იჯარით. შემდეგ კი გააფორმა კონტრაქტი ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტესთან“, რომელშიც ასევე ირიცხება ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ისინი დიდი წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საფეხბურთო კარიერას. ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებაზე იყვნენ ბაჩანა არაბული („მანჩესტერ იუნაიტედი“), დავით ხოჭოლავა („ემპოლი“), არჩილ ტვილდიანი (მოსკოვის „სპარტაკი“). უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ყენია ადრეულ ასაკში, „საბურთალოში“ ვარჯიშობდა. 1993-1994 წლებში დაბადებული 9 ფეხბურთელი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“, ხოლო 1992 წელს დაბადებული 2 ბავშვი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. მსგავსი წარმატებები საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ არაერთი აქვს, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის კლუბის სწორ მენეჯმენტს, კვალიფიციურ მწვრთნელებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას.

შპს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთი უპირატესი საკითხია ინფრასტრუქტურის განვითარება. კლუბს აქვს 4 მცირე ზომის მოედანი იოსებიძის ქუჩაზე, 2 ისევ მცირე ზომისა და ერთიც სტანდარტული ზომის სტადიონი „ბენდელა“ ასათიანის ქუჩა №7ა–ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც განთავსებულია კლუბის ადმინისტრაცია, vip-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და ყველანაირი პირობებია შექმნილი მოთმაშეებისათვის. 2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ ბენდელაზე ტარდება ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი: 2011 წლის დეკემბერში – „ვოლკსვაგენის თასი“, სადაც მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი „ვიტესი“ (ჰოლანდია), ხოლო 2012 წლის დეკემბრიში „სალერის თასი“, სადაც მონაწილეობდნენ „ვიტესი“, „მალაგა“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“. ორივე წელს პირველი ადგილი საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაიკავა.

შემადგენლობა 2017რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე ოთო გოშაძე
2   მცველი ნოდარ იაშვილი
4   მცველი გაგი მარგველაშვილი
5   მცველი ცოტნე ნადარაია
6   მცველი თედორე გრიგალაშვილი
7   ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი
8   თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი
9   თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე
10   ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი (კაპიტანი)
11   თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია
12   მეკარე ლუკა სანიკიძე
13   მცველი გრიგოლ ჩაბრაძე
14   ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15   მცველი დაჩი ცნობილაძე
16   მცველი ლუკა ლაკვეხელიანი
17   მეკარე ლაზარე კუპატაძე
18   თავდამსხმელი ვაგნერ გონსალვესი
19   თავდამსხმელი ლუკა იმნაძე
20   ნახევარმცველი ალვინ ტერა
21   ნახევარმცველი ბექა გვარაძე
22   ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი
25   თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე
29   მცველი ანდრო სოფრომაძე
33   თავდამსხმელი გოგი ფიფია
55   ნახევარმცველი ზურაბ არზიანი
77   თავდამსხმელი თემურ ჩოგაძე

2017 წლის ტრანსფერებირედაქტირება

მოვიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   ლაზარე კუპატაძე   ლოკომოტივი თბილისი
მეკარე   ლუკა სანიკიძე   საბურთალო 19 წლ.
მცველი   ლუკა ლაკვეხელიანი   საბურთალო 19 წლ.
მცველი   დაჩი ცნობილაძე   სამტრედია
ნახევარმცველი   ზურაბ არზიანი   შუქურა ქობულეთი
თავდამსხმელი   გოგი ფიფია   ნორჩი დინამოელი
თავდამსხმელი   თემურ ჩოგაძე   საბურთალო 19 წლ.
თავდამსხმელი   ლაშა შინდაგორიძე   ცხინვალი
თავდამსხმელი   ლუკა იმნაძე   გურია ლანჩხუთი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე   ბექა ქურდაძე   ლოკომოტივი თბილისი
მცველი   ხოსე მანუელ კარასკო   პალენსია
ნახევარმცველი   ირაკლი რუხაძე   მერანი მარტვილი
თავდამსხმელი   გიორგი ბუხაიძე   კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელი   სანტი ხარა   რასინგი
თავდამსხმელი   ხუანფრი   ანტეკერა

* — იჯარით
** — იჯარიდან

ევროთასებზერედაქტირება

სეზონი შეჯიბრება რაუნდი კლუბი შინ გასვლითი ჯამი
2019-20 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1-ლი შესარჩევი   შერიფ ტირასპოლი 1−3 3−0 4−3
2019-20 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მე-2 შესარჩევი   დინამო ზაგრები 0−2 0−3 0−5
2019-20 უეფა-ს ევროპა ლიგა მე-3 შესარჩევი   არარატ-არმენია 0−2 2−1 2−3

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება