გელა სანაია (დ. 7 ივლისი, 1978) — ქართველი მწვრთნელი. ამჟამად ფოთის „კოლხეთის“ თავკაცი.

გელა სანაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გელა სანაია
დაბადების
თარიღი
7 ივლისი, 1978 (1978-07-07) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
საქართველო
სათამაშო
პოზიცია
მწვრთნელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კოლხეთი-1913 ფოთი (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
(–)
სამწვრთნელო კარიერა
2010 სამტრედია
2011 კოლხეთი ხობი
2012-2013 ლოკომოტივი თბილისი
2013 ჭიათურა
2013–2014 მეტალურგი რუსთავი
2014 სამტრედია
2015 შუქურა ქობულეთი
2015– კოლხეთი-1913 ფოთი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

წვრთნიდა „სამტრედიას“, ხობის „კოლხეთს“ და თბილისის „ლოკომოტივს“, „ჭიათურას“[1] და რუსთავის „მეტალურგს“[2]. 2014 წელს დაბრუნდა „სამტრედიაში“[3] და გუნდთან ერთადად 2013-14 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის (ჯგუფი B) გამარჯვებული. ამავე წლის ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მისი ადგილი ზაზა ზამთარაძემ დაიკავა.[4] 2015 წლის თებერვლიდან ქობულეთის „შუქურას“ მთავარ მწვრთნლად დაინიშნა, მან კონსტანტინ ფროლოვი ჩაანაცვლა.[5] ამავე წლის ზაფხულში კლუბი დატოვა. ოქტომბრიდან ფოთის „კოლხეთს“ ჩაუდგა სათავეში.

იგი მიეკუთვნება ქართველ მწვრთნელთა იმ იშვიათ ჯგუფს, რომელთაც აქვთ სამწვრთნელო PRO ლიცენზია.[6]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გელა სანაია “მაღაროელის“ დამრიგებელია, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 27 თებერვალი, 2013.
  2. სანაია “მეტალურგში” დაინიშნა ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 15 ივნისი, 2013.
  3. სანაია “სამტრედიაში” მუშაობას შეუდგა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 20 იანვარი, 2014.
  4. “სამტრედიაში” სანაია ზამთარაძემ შეცვალა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 27 ოქტომბერი, 2014.
  5. ქობულეთის "შუქურას" თავკაცის პოსტზე კონსტანტინ ფროლოვს გელა სანაია შეცვლის, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 9 თებერვალი, 2015.
  6. კიდევ ორი Pro ლიცენზიის მფლობელი – სანაია და პერტია ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 26 დეკემბერი, 2011.