მთავარი მენიუს გახსნა

შუქურა ქობულეთი (საფეხბურთო კლუბი)

„შუქურა“ ქობულეთისაქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქობულეთიდან. თამაშობს რევაზ ჩელებაძის სახელობის ჩელე არენაზე. კლუბი დაარსდა 1968 წელს.

შუქურა ქობულეთი
ქობულეთის შუქურას ლოგო.jpg
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი შუქურა ქობულეთი
მეტსახელი ვიკინგები
დაარსდა 1968
სტადიონი ჩელე არენა
ქობულეთი, საქართველო
(ტევადობა: 6,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა რევაზ ჩელებაძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა გელა სანაია
კაპიტანი საქართველოს დროშა გიორგი ჩელებაძე
ლიგა ეროვნული ლიგა
2016 მე-5 ადგილი (თეთრი ჯგუფი)
საიტი ოფიციალური საიტი

ისტორიარედაქტირება

კლუბი შეიქმნა 1968 წელს. თავდაპირველად ქობულეთის „ქობულეთი“ ერქვა. 2003-04 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-13 წლების სეზონში „შუქურა“ პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-14 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ვალერი ჩხარტიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იგი ბესიკ შეროზიამ ჩაანაცვლა, აგვისტოდან მთავარი მწვრთნელის პოსტი ამირან გოგიტიძემ ჩაიბარა, თუმცა ნოემბერში კლუბი დატოვა, მისი ადგილი უკრაინელმა კონსტანტინ ფროლოვმა დაიკავა.

სწორედ 2013-14 წლების სეზონში შეძლო „შუქურამ“ ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის „ჩიხურასთან“ დამარცხდა.

ყველაზე დიდი ანგარიშით „შუქურამ“ ბათუმის „ადელის“ დამარცხება შეძლო (6-0),[1] „შუქურას“ ნახევარმცველმა და კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ დუბლი გაიფორმა, ამავე ანგარიშით დაამარცხა ოზურგეთის „მერცხალი“, სადაც გიორგი ჩელებაძემ პოკერი შეასრულა.[2] ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი „ჩიხურასთან“ განიცადა (0-8).[3]

სტადიონირედაქტირება

  მთავარი სტატია : ჩელე არენა.
 
ჩელე არენა განახლების შემდეგ 2012

მას შემდეგ, რაც ქობულეთში საფეხბურთო კლუბი აღარ არსებობდა, სტადიონი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და საფეხბურთო მატჩებისთვის აღარ გამოიყენებოდა. 2012 წელს ქობულეთის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, გამოიცვალა სკამები, რეაბიულიტაცია ჩაუტარდა ლოჟას, მინდვრის საფარის ნაცვლად დაიგო ხელოვნური საფარი. ლეგენდარული ქობულეთელი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად სტადიონს ეწოდა „ჩელე არენა“.

ტიტულებირედაქტირება

შემადგენლობა 2017რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე აზამატ ჯიოევი (კაპიტანი)
2   მცველი დავით ცეცხლაძ
3   მცველი გიორგი კალანდაძე
4   მცველი გიორგი კალანდია
5   მცველი ბორის მახარაძე
6   ნახევარმცველი შერმადინ ართმელაძე
7   ნახევარმცველი ლევან კუტალია
8   ნახევარმცველი ჟეფინიო
10   თავდამსხმელი გიორგი ჩელებაძე
11   ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი
13   ნახევარმცველი კობა შალამბერიძე
14   მცველი ლაშა ჯაფარიძე
15   ნახევარმცველი გიორგი ჭანუკვაძე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16   ნახევარმცველი ლევან საბაძე
17   ნახევარმცველი ალექსანდრე გურული
18   ნახევარმცველი ერეკლე მალაზონია
21   თავდამსხმელი გიორგი არქანია
25   ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი
27   მცველი ალექსანდრე კლეცკოვი
30   მეკარე ილია სტურუა
33   მცველი ირაკლი ჭეჟია
77   მცველი გიგა მამულაშვილი
78   ნახევარმცველი თორნიკე დაგარგულია
89   ნახევარმცველი ჯაბა გოგიტიძე
99   მცველი რომან ჩაჩუა

2017 წლის ტრანსფერებირედაქტირება

მოვიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   ილია სტურუა   სქური წალენჯიხა
მცველი   გიორგი კალანდია   ვიტ ჯორჯია
მცველი   ბორის მახარაძე   ლოკომოტივი თბილისი
მცველი   ალექსანდრე კლეცკოვი   ნეფთჩი ფერგანა
ნახევარმცველი   ირაკლი კლიმიაშვილი   ლოკომოტივი თბილისი
ნახევარმცველი   ჭიაბერ ჭეჭელაშვილი   გურია ლანჩხუთი
ნახევარმცველი   შერმადინ ართმელაძე   საპოვნელა თერჯოლა
თავდამსხმელი   გიორგი არქანია   კოლხეთი ხობი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე   შოთა მამინაშვილი   ზუგდიდი
მცველი   ზურაბ მალანია   ზუგდიდი
მცველი   ბაქარ მირცხულავა   ჩიხურა საჩხერე
მცველი   გურამ ადამაძე   ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი   ლევან ანანიძე   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   კონიეჰა ონიეკა   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ზურაბ არზიანი   საბურთალო
ნახევარმცველი   ირაკლი კომახიძე   ლოკომოტივი თბილისი
თავდამსხმელი   გიორგი ბერიაშვილი   სამტრედია
თავდამსხმელი   ლაშა ომანიძე   თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან

შუქურას ბომბარდირებირედაქტირება

ცხრილში გოლთა რაოდენობა მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის (ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2) მონაცემებით.

წელი ფეხბურთელი ეროვნება გოლები
2016 კობა შალამბერიძე   საქართველო 4
2015-16 ელგუჯა ლობჯანიძე   საქართველო 7
2014-15 გიორგი ჩელებაძე   საქართველო 7
2013-14 გიორგი ჩელებაძე   საქართველო 22
2012-13 გიორგი ჩელებაძე   საქართველო 13

სეზონებირედაქტირება

სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნა მწვრთნელი
2003–04 პირველი ლიგა 1 30 19 4 7 54 28 61 1/4 ფინალი აღზევდა
2012–13 პირველი ლიგა, ჯგუფი B 3 30 19 4 7 56 25 61 1/8 ფინალი
2013–14 პირველი ლიგა, ჯგუფი A 1 24 18 3 3 72 23 57 1/2 ფინალი აღზევდა   ვალერი ჩხარტიშვილი
  ბესიკ შეროზია
2014–15 უმაღლესი ლიგა 7 30 11 8 11 36 38 41 1/8 ფინალი   კონსტანტინ ფროლოვი
  გელა სანაია
2015–16 უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება