რევაზ ჩელებაძე
რევაზ ჩელებაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1955, ქობულეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი.[2] სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1980). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).[3] ამჟამად ქობულეთის „შუქურას“ მფლობელი და პრეზიდენტია.[4]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რევაზ ვლადიმერის ძე ჩელებაძე[1] | ||
დაბადების თარიღი | 2 ოქტომბერი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ქობულეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1976–1982 | დინამო თბ. | 122 | (41) |
1982 | გურია | 11 | (6) |
1983–1985 | დინამო ბათუმი | 78 | (53) |
1985–1987 | დინამო თბ. | 37 | (11) |
ეროვნული ნაკრები | |||
1977–1980 | საბჭოთა კავშირი | 7 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა რედაქტირება
საკლუბო კარიერა რედაქტირება
ფეხბურთის თამაშს 1973 წელს, ქობულეთის ბავშვთა და მოზარდთა სპორტსკოლაში, მწვრთნელ ვ. ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით იწყებს. 1972–1973 წლებში ქობულეთის „შუქურას“ რიგებში გამოდის, 1974–1975 წლებში ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს. თბილისის „დინამოშია“ 1976 წლიდან.
გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად იმავე წლის 4 აპრილს საკავშირო ჩემპიონატის პირველივე ტურის კალენდარულ მატჩში მოსკოვის „ცსკა“-ს წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას „ლოკომოტივის“ სტადიონი მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. ანგარიშს სტუმრები მატჩის მეორე წუთზევე ხსნიან, ბურთი იური ჩესნოკოვს გააქვს. „დინამოელები“ მხოლოდ მატჩის მიწურულს ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას. კერძოდ, მე-80 წუთზე დავით ყიფიანს მის მიერ წარუმატებლად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, დამატებაზე, თავადვე გააქვს საპასუხო ბურთი მოსკოველთა მეკარე ვლადიმერ ასტაპოვსკის კარში და დაპირისპირებაც ფრედ (1–1) სრულდება.[5]
1976 წლის საფეხბურთო სეზონში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი ორჯერ იმართება, შესაბამისად — საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატის სახით. რევაზ ჩელებაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით, როგორც საგაზაფხულო, ასევე, საშემოდგომო პირველობათა ჯამში, ოცდაორჯერ იცავს თბილისელთა ღირსებას და შვიდი გოლი გააქვს.[6] ამასთან, თავის სადებიუტო სეზონში გუნდთან ერთად ორჯერ ხდება ქვეყნის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, იმავე წლის 3 სექტემბერს საკავშირო თასსაც ეუფლება, როდესაც გუნდის ისტორიაში ხუთი (1936, 1937, 1946, 1960, 1970) უიღბლო სათასო ფინალის შემდეგ, თბილისელები, თავის მეექვსე ფინალში სამოცდაათიანი წლების საბჭოთა ფეხბურთის საკმაოდ ანგარიშგასაწევ გუნდსა და პრინციპულ მოწინააღმდეგეს — ერევნის „არარატს“ ამარცხებენ და პირველად ისაკუთრებენ ბროლის თასს. „დინამოელთა“ ახალბედა თავდამსხმელი მატჩის 68-ე წუთზე, დავით ყიფიანისა და ფირუზ კანთელაძის მიერ გატანილ ორ გოლს, კიდევ ერთ გოლს ამატებს და ამ ისტორიული შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს.[7]
მომდევნო, 1977 წელს, გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონატის 28 შეხვედრას ატარებს და რვაჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამ სეზონში გუნდთან ერთად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს ეუფლება. შედარებით მოკრძალებულია მისი მაჩვენებლები 1978 წლის საფეხბურთო სეზონში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მხრივ (12 მატჩი და 3 გოლი), თუმცა ამ წელს „დინამოელები“ თავისი არსებობის მანძილზე, მეორედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.[8] ამ ისტორიული მიღწევის ერთ-ერთი შემოქმედი, სხვებთან ერთად, რევაზ ჩელებაძეც არის. 1979 წელს „დინამოელთა“ რიგებში იგი მეორედ ეუფლება საკავშირო თასს.
1982 წელს თბილისის „დინამოდან“ მცირე ხნით, იმ დროს, მეორე ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიაში“ გადადის, სადაც 11 შეხვედრაში 6 გოლი გააქვს.[9]
1983–1985 წლებში კვლავ ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს, რის შემდეგ ისევ დედაქალაქის გუნდს უბრუნდება. სათამაშო კარიერას აქვე, 1987 წელს ამთავრებს.
რევაზ ჩელებაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 122 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.[10] რაც შეეხება ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებს, მის ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 14 შეხვედრაში დაიცვა და 3 ბურთი გაიტანა, აქედან 9 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 5 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.[11]
სანაკრებო კარიერა რედაქტირება
1977–1980 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 7 შეხვედრას ატარებს და 3 ბურთი გააქვს.[12] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1977 წლის 7 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[13]
კარიერის შემდეგ რედაქტირება
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო ადმინისტრაციული თანამდებობები: ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი 1990–1994, 1995 და 1996 (ივნისიდან ივლისამდე). ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი 1990 წ. რუსთავის „მეტალურგის“ პრეზიდენტი 1996–1997 წლებში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 1995 წელს ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.
ამჟამად მუშაობს საფეხბურთო აგენტად და ცდილობს დაეხმაროს ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს, მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი არის ჯანო ანანიძე. ასევე არის ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი.
საინტერესო ფაქტები რედაქტირება
1977 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[14][15]
რევაზ ჩელებაძე არის ცნობილი ფეხბურთელის, კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ანდრეი ბალის შვილის ნათლია.[16]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[17]
2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა.
მისი შვილი, გიორგი ჩელებაძე ასევე ფეხბურთელია.
მიღწევები რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო რედაქტირება
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [22]
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1980
ინდივიდუალური რედაქტირება
- 33 საუკეთესო
- №2: 1977
ლიტერატურა რედაქტირება
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი — 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 108. 158 გვ.
ბიბლიოგრაფია რედაქტირება
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი – 76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი – 77 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი – 78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა. დაარქივებული 2019-05-12 საიტზე Wayback Machine.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი – 80 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი – 81 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1982). ფეხბურთი – 82 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი – 85 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1986). ფეხბურთი – 86 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1987). ფეხბურთი – 87 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
პერიოდიკა რედაქტირება
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- რევაზ ჩელებაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რევაზ ჩელებაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- რევაზ ჩელებაძე ტელეჟურნალში „გზა“
AFS · National Football Teams · FootballFacts.ru · Rusteam.Permian.ru · FCDinamo.ge · WorldSport.ge · КЛИСФ |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
„ლელო“ |
სქოლიო რედაქტირება
- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ კაკაურიძე, ალეკო (1 ოქტომბერი, 2021). „ჩელე 66! ...მან ხელი ამიკრა, მე კი ზედ სახესთან გავუჩერე ფეხი და მამაპაპურადაც მივაგინე!.. ახლაც ჩამესმის ის ექო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება!.“. lelo.ge. „ლელო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-16. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108
- ↑ რევაზ ჩელებაძე — პერსონალური გვერდი დაარქივებული 2021-12-27 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ ალექსანდრე ოგანეზოვი (2 თებერვალი, 2016). „დინამო“ თბილისი 1–1 „ცსკა“ მოსკოვი — 4 აპრილი, 1976. "Динамо" (Тбилиси) – ЦСКА (Москва) 1:1 (0:1). 4 апреля 1976. Тбилиси. Стадион "Локомотив". 16 градусов. 35 000 зрителей. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Источник: Футбол-Хоккей №15 от 11.04.1976. Александр Оганезов. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2018.
- ↑ თბილისის „დინამო“ — სეზონი 1976. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი (3 სექტემბერი, 2018). პირველი ბროლის თასი — 1976 წლის 3 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა „დინამო“ თბილისის ტიტულოვან ისტორიაში. ჩვენმა გუნდმა პირველად მოიპოვა სსრკ–ს თასი. აღსანიშნავია, რომ თბილისელები მანამდე ხუთჯერ იყვნენ გასული ბროლის თასის გათამაშების ფინალში და ხუთივეჯერ ხელი მოეცარათ. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Чемпионат СССР по футболу 1978. Высшая лига - турнирная таблица. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ კესო მახარაძე (8 ოქტომბერი, 2013). რევაზ ჩელებაძე: "ლანჩხუთის „გურია“ მეორედ დაიბადა. geosports.ge. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Челебадзе Реваз Владимирович. რევაზ ჩელებაძის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Евгений Пугло (31 აგვისტო, 2005). რევაზ ჩელებაძის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ რევაზ ჩელებაძე — სანაკრებო სტატისტიკა (1977–1980). წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ USSR v Poland, 07 September 1977. International Friendly. Venue: Centralnyi, Volgograd. 4–1 to USSR. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Реваз Челебадзе. 5 интересных фактов из жизни
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
- ↑ Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). 5 августа 1979 года. Москва. Стадион им. В.И.Ленина. 95000 зрителей. Судья: М.Ступар (Ивано-Франковск). Сб. Москвы: Дасаев, Самохин, Никулин, Бубнов, Маховиков (к), Хидиятуллин, Шавло, Гаврилов (Васильев, 78), Максименков, Черенков, Сидоров (Петраков, 67). Сб. Грузии: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Какилашвили, 65), Гуцаев, Челебадзе (Шенгелия, 46). Голы: 1:0 Максименков (40), 2:0 Максименков (55), 2:1 Г.Мачаидзе (83). Предупреждения: Хидиятуллин, Гуцаев. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2021.