დავით გოგია (დ. 17 იანვარი, 1948, სამტრედია, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977)[2] და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1972).[3][4]

დავით გოგია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით დავითის ძე გოგია[1]
დაბადების
თარიღი
17 იანვარი, 1948 (1948-01-17) (76 წლის)
დაბადების
ადგილი
სამტრედია,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1968–1969 დინამო თბილისი 1 (0)
1970–1971 ტორპედო ქუთაისი 51 (0)
1972–1979 დინამო თბილისი 174 (0)
1980 გურია ლანჩხუთი 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1978 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[5][6]

ბიოგრაფია რედაქტირება

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად 1968 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, კუიბიშევის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ, 1968 წლის საკავშირო ჩემპიონატის 37-ე ტურის კალენდარულ მატჩში გამოდის მოედანზე.[7]

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[8][9][10][11]

კარიერა დაასრულა 1980 წელს ლანჩხუთის „გურიაში“.

დაქორწინებულია ქართველ კინომსახიობ ხათუნა კოტრიკაძეზე, რომელიც ქართველ მაყურებელს ახსოვს ფილმებიდან „მოიტაცეს თამარ ქალი“ და „მხიარული რომანი“.

მიღწევები რედაქტირება

 
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973 [12]

სანაკრებო რედაქტირება

  საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [13]

ინდივიდუალური რედაქტირება

33 საუკეთესო
  • №1: 1978

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. ფეხბურთი 1978 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1978. — გვ. 18. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018.
  3. დავით გოგია — პერსონალური გვერდი დაარქივებული 2021-10-19 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
  4. დავით გოგია — პერსონალური გვერდი. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.
  5. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
  6. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
  7. „დინამო“ თბილისი 7–2 „კრილია სოვეტოვი“ კუიბიშევი — 12 ნოემბერი, 1968. "Динамо" (Тбилиси) 7:2 "Крылья Советов" (Куйбышев). Голы: 1:0 Г.Гавашели (2), 2:0 Г.Нодия (14), 3:0 Г.Гавашели (47), 4:0 Г.Гавашели (53), 5:0 К.Асатиани (54), 6:0 Г.Гавашели (51), 6:1 Р.Аряпов (62), 7:1 Г.Гавашели (71), 7:2 Б.Казаков (88, с пенальти). 12 ноября 1968. Тбилиси. Стадион "Динамо". 30000 зрителей. "Динамо" Тб: Р.Урушадзе (Д.Гогия, 82), Г.Петриашвили, П.Кантеладзе, М.Хурцилава, Р.Чохонелидзе, К.Асатиани, А.Илиади (С.Кутивадзе, 65), Г.Сичинава, Г.Гавашели, Г.Нодия, М.Месхи. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
  8. „კარაველას თასი“. fcdinamo.ge. 19 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Trofeo Colombino de fútbol“. es.wikipedia.org. 1 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. „Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“. fc-dynamo.ru. 2 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  11. „IX Trofeo Colombino de fútbol“. dinamo-tbilisi.ru. 5 მარტი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  12. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2021.
  13. Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2021.