საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1924–1991 წლებში საბჭოთა კავშირს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და შეხვედრებზე წარმოადგენდა. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრებმა საუკეთესო შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე 1960 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ერთა თასი მოიპოვა.
ასოციაცია | საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კონფედერაცია | უეფა | |||||||||||||||||||||||||||
მთავარი მწვრთვნელი |
ანატოლი ბიშოვეცი (უკანასკნელი) | |||||||||||||||||||||||||||
კაპიტანი |
ალექსეი მიხაილიჩენკო (ევრო 92-ის შესარჩევი ტურნირი) | |||||||||||||||||||||||||||
ყველაზე მეტი კეპი | ოლეგ ბლოხინი (112) | |||||||||||||||||||||||||||
ბომბარდირი | ოლეგ ბლოხინი (42) | |||||||||||||||||||||||||||
ფიფა-ს კოდი | URS | |||||||||||||||||||||||||||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (ივლისი 1960) | |||||||||||||||||||||||||||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (1963–65, 1966, 1983–84, 1985–86, 1987, 1988) | |||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
პირველი საერთაშორისო | ||||||||||||||||||||||||||||
სსრკ 3–0 თურქეთი (მოსკოვი, სსრკ; 16 ნოემბერი, 1924) | ||||||||||||||||||||||||||||
უდიდესი გამარჯვება | ||||||||||||||||||||||||||||
სსრკ 11–1 ინდოეთი (მოსკოვი, სსრკ; 16 სექტემბერი, 1955) ფინეთი 0–10 სსრკ (ჰელსინკი, ფინეთი; 15 აგვისტო, 1957) | ||||||||||||||||||||||||||||
უდიდესი დამარცხება | ||||||||||||||||||||||||||||
ინგლისი 5–0 სსრკ (ლონდონი, ინგლისი; 22 ოქტომბერი, 1958) ბოლო საერთაშორისო კვიპროსი 0–3 სსრკ (ლარნაკა, კვიპროსი; 13 ნოემბერი, 1991) მსოფლიო ჩემპიონატი | ||||||||||||||||||||||||||||
გამოსვლა | (პირველად 1958) | |||||||||||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი |
მეოთხე ადგილი, 1966 ევროპის ჩემპიონატი | |||||||||||||||||||||||||||
გამოსვლა | (პირველად 1960) | |||||||||||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონი, 1960 | |||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები
ოლიმპიური თამაშები და ევროთასები
|
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1991 წელს შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. მისი სამართალმემკვიდრე გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც წარმოადგენდა იმ თერმეტ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები და ასევე საქართველოს, რომელიც არ იყო ორგანიზაციის წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ, რომლებიც საქართველოს მსგავსად არ იყვნენ დსთ-ს წევრები, საკუთარი ეროვნული ნაკრებები ჩამოაყალიბეს და არ შეუერთდნენ დსთ-ს საფეხბურთო ნაკრებს. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დსთ-ს ნაკრებმაც შეწყვიტა არსებობა და დსთ-ს ნაკრების წევრმა თორმეტივე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ჩამოაყალიბეს.
პირველი ნაბიჯები
რედაქტირებახანგრძლივი შესვენების შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომთან, ოქტომბრის რევოლუციასთან და შემდგომ უკვე რუსეთის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული მოვლენებით იყო გამოწვეული, რუსეთის ნაკრები 1923 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების სახელით, მისივე დროშის ქვეშ შეიკრიბა. იმ დროს გუნდმა სამი შეხვედრა გამართა ევროპაში — ესტონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ეროვნულ გუნდებთან და სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიშით 9–5).
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებს, იგი პირველად 1924 წლის ბოლოს შეიკრიბა. პირველი საერთაშორისო მატჩი გუნდმა მოსკოვში, იმავე წლის 16 ნოემბერს, თურქეთის საფეხბურთო ნაკრებთან გამართა. შეხვედრა საბჭოთა ფეხბურთელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 3–0 დამთავრდა.
შემდგომი 11 წლის განმავლობაში (1925–1935) საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა 40-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, მათგან მხოლოდ ოთხი საშინაო. ამ შეხვედრათა უმრავლესობაში მათ მეტოქეებს თურქეთის სხვადასხვა ნაკრები გუნდები და წითელი სპორტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში შემავალი გერმანიის მშრომელთა სპორტული კავშირის გუნდები წარმოადგენდნენ (16–16 მატჩი). ამას გარდა, შეხვედრები ჩატარდა სკანდინავიისა და ავსტრიის საფეხბურთო კლუბებსა და მშრომელთა ნაკრებებთან, ასევე, ლატვიისა და ნორვეგიის ნაკრებებთან. ყველა ამ შეხვედრათა საერთო შედეგი — 32-ზე მეტი გამარჯვება (ლატვიის გუნდებთან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა უცნობი რჩება), 5 ფრე და 2 წაგება. ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები მიხეილ ბუტუსოვი[1] და ფიოდორ სელინი[2] გახდნენ.
მიღწევები
რედაქტირება- მეოთხე ადგილი: 1966 (მწვრთნელი — ნიკოლაი მოროზოვი)
- ჩემპიონი: 1960 (მწვრთნელი — გავრილ კაჩალინი)
- ვიცე-ჩემპიონი: 1964 (მწვრთნელი — კონსტანტინე ბესკოვი)
- ვიცე-ჩემპიონი: 1972 (მწვრთნელი — ალექსანდრე პონომარიოვი)
- ვიცე-ჩემპიონი: 1988 (მწვრთნელი — ვალერი ლობანოვსკი)
- ჩემპიონი: 1956 (მწვრთნელი — გავრილ კაჩალინი)
- ჩემპიონი: 1988 (მწვრთნელი — ანატოლი ბიშოვეცი)
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1972 (მწვრთნელი — ალექსანდრე პონომარიოვი)
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (მწვრთნელი — ვალერი ლობანოვსკი)
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1980 (მწვრთნელი — კონსტანტინე ბესკოვი)
საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლების სტატისტიკა
რედაქტირებაფინალური ტურნირები | შესარჩევი ტურნირები | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | შედეგი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | შემადგენლობა | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | |
1930 | არ მონაწილეობდა | არ მონაწილეობდა | |||||||||||||||
1934 | |||||||||||||||||
1938 | |||||||||||||||||
1950 | |||||||||||||||||
1954 | |||||||||||||||||
1958 | მეოთხედფინალი | 7 | 5 | 2 | 1 | 2 | 5 | 6 | შემადგენლობა | 1/3* | 5 | 4 | 0 | 1 | 18 | 3 | |
1962 | მეოთხედფინალი | 6 | 4 | 2 | 1 | 1 | 9 | 7 | შემადგენლობა | 1/3 | 4 | 4 | 0 | 0 | 11 | 3 | |
1966 | 4 ადგილი | 4 | 6 | 4 | 0 | 2 | 10 | 6 | შემადგენლობა | 1/4 | 6 | 5 | 0 | 1 | 19 | 6 | |
1970 | მეოთხედფინალი | 5 | 4 | 2 | 1 | 1 | 6 | 2 | შემადგენლობა | 1/3 | 4 | 3 | 1 | 0 | 8 | 1 | |
1974 | შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა | 1/3** | 5 | 3 | 1 | 1 | 5 | 2 | |||||||||
1978 | 2/3 | 4 | 2 | 0 | 2 | 5 | 3 | ||||||||||
1982 | მეორე ჯგუფური ეტაპი | 7 | 5 | 2 | 2 | 1 | 7 | 4 | შემადგენლობა | 1/5 | 8 | 6 | 2 | 0 | 20 | 2 | |
1986 | 1/8 ფინალი | 10 | 4 | 2 | 1 | 1 | 12 | 5 | შემადგენლობა | 2/5 | 8 | 4 | 2 | 2 | 13 | 8 | |
1990 | ჯგუფური ეტაპი | 17 | 3 | 1 | 0 | 2 | 4 | 4 | შემადგენლობა | 1/5 | 8 | 4 | 3 | 1 | 11 | 4 | |
სულ | საუკეთესო: 4 ადგილი | მონაწილეობა: 7/14 | 31 | 15 | 6 | 10 | 53 | 34 | 52 | 35 | 9 | 8 | 110 | 32 |
- * — გაიმარჯვა დამატებით შეხვედრაში;
- ** — ჩილეს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე გამოუცხადებლობის გამო ჩაეთვალა ტექნიკური წაგება.
ფინალური ტურნირები | შესარჩევი ტურნირები | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | შედეგი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გგ | მგ | შემადგენლობა | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გგ | მგ | |
1960 | ჩემპიონი | 1 | 2 | 2 | 0 | 0 | 5 | 1 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 1 | |
1964 | ფინალისტი | 2 | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 2 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 4 | 2 | 2 | 0 | 7 | 3 | |
1968 | 4 ადგილი | 4 | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | 2 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 8 | 6 | 0 | 2 | 19 | 8 | |
1972 | ფინალისტი | 2 | 2 | 1 | 0 | 1 | 1 | 3 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 8 | 5 | 3 | 0 | 16 | 4 | |
1976 | შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა | 1/4 ფინალი | 8 | 4 | 1 | 3 | 12 | 10 | |||||||||
1980 | 4/4 | 6 | 1 | 3 | 2 | 7 | 8 | ||||||||||
1984 | 2/4 | 6 | 4 | 1 | 1 | 11 | 2 | ||||||||||
1988 | ფინალისტი | 2 | 5 | 3 | 1 | 1 | 7 | 4 | შემადგენლობა | 1/5 | 8 | 5 | 3 | 0 | 14 | 3 | |
1992 | მონაწილეობდა როგორც დსთ-ს ნაკრები | 1/5 | 8 | 5 | 3 | 0 | 13 | 2 | |||||||||
სულ | 1 ტიტული | მონაწილეობა: 5/8 | 13 | 7 | 2 | 4 | 17 | 12 | 58 | 34 | 16 | 8 | 103 | 41 |
მოთამაშეები
რედაქტირება
ჩატარებული მატჩების მიხედვითრედაქტირება
|
ბომბარდირებირედაქტირება
1991 წლის დეკემბერში სოვეტსკი სპორტში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით.[18] |
ნაკრების ფორმები წლების მიხედვით
რედაქტირება
|
|
|
|
|
ევრო 1988
საშინაო |
ევრო 1988
საგარეო |
1988
ოლიმპიური |
მჩ–1990
საშინაო |
მჩ–1990
საგარეო |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Soviet Union - List of International Matches
- Russia/USSR - List of International Matches
- Russia (Soviet Union) National Football Team დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine.
- Team history დაარქივებული 2014-02-03 საიტზე Wayback Machine.
- Сайт, посвящённый сборным России, СССР и СНГ დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine.
- Все сборные СССР и России по футболу
- Медиа библиотека Сборной СССР по футболу
- Блестит только золото
- Детско-юношеские футбольные соревнования в СССР
- Архив РСССФ о игроках сборной СССР, сыгравших наибольшое количество матчей и забивших наибольшее количество голов
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Михаил Павлович Бутусов (5 (17) июня 1900, Санкт-Петербург, Российская империя — 11 апреля 1963, Ленинград, СССР) — российский, советский футболист, хоккеист и футбольный тренер. Заслуженный мастер спорта СССР (1934).
- ↑ Фёдор Ильич Селин (23 февраля (7 марта) 1899, Тула, Тульская губерния, Российская империя — 8 октября 1960, Москва, РСФСР, СССР) — российский и советский футболист, полузащитник. Заслуженный мастер спорта СССР (1934).
- ↑ Rinat Fayzrakhmanovich Dasaev - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Anatoliy Vasilyevich Demyanenko - Goals in International Matches. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Vladimir Vasilyevich Bessonov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Sergei Yevgenyevich Aleinikov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Belarussian player obtained 81 international caps with two National Teams (77 for Soviet Union/CIS and 4 for Belarus).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Oleg Protasov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 69 international caps with two National Teams (68 for Soviet Union/CIS and 1 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Oleg Vladimirovich Kuznetsov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 66 international caps with two National Teams (63 for Soviet Union/CIS and 3 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Vagiz Nazirovich Khidiyatullin - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Hennadyi Volodymyrovych Lytovchenko - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 61 international caps with two National Teams (57 for Soviet Union (as Gennadiy Vladimirovich Litovchenko) and 4 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Igor Leonidovich Chislenko - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Anatoliy Andreyevich Banishevskiy - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ www.rusteam.permian.ru, Кашинцев Александр. Литовченко Геннадий Владимирович. Сборная России по футболу.
- ↑ Sergei Sergeyevich Salnikov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Nikita Pavlovich Simonyan - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Ramaz Aleksandrovich Shengeliya - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ Yuriy Vasilyevich Gavrilov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
- ↑ საუკეთესო ბომბარდირები.