სლავა მეტრეველი (დ. 30 მაისი, 1936, სოჭი, აზოვ-შავიზღვისპირეთის მხარე — გ. 7 იანვარი, 1998, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. იცავდა მოსკოვის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[კომ. 1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976),[1] საპატიო ნიშნის ორდენისა (1966) და ღირსების ორდენის (1996) კავალერი.

სლავა მეტრეველი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი
დაბადების
თარიღი
30 მაისი, 1936
დაბადების
ადგილი
სოჭი, სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
7 იანვარი, 1998 (61 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1952–1953 ტრუდ გორკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1953–1954 სპარტაკი სოჭი
1955 ტორპედო გორკი 49 (19)
1956–1962 ტორპედო მოსკ. 138 (31)
1963–1971 დინამო თბ. 237 (52)
ეროვნული ნაკრები
1958–1966 სსრ კავშირი 48 (11)
სამწვრთნელო კარიერა
1976–1977 დინამო თბილისი (თ.)
1978–1979 დილა გორი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება

სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მარტს ქ. სოჭში დაიბადა. 15 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში ლ. სარქისოვისა და კ. გავრილიდის ხელმძღვანელობით. იმ წლებში სსრ კავშირის თითქმის ყველა უძლიერესი საფეხბურთო გუნდი წინასასეზონო მზადებას შავიზღვისპირეთში გადიოდა. ამდენად, სპეციალისტებს დიდი არჩევანი ეძლეოდათ, მათ შორის ადგილობრივი ნიჭიერი მოზარდების წრიდანაც. სწრაფი და ტექნიკური სოჭელი დამწყები ფეხბურთელი პირველებმა გორკის „ტორპედოს“ მესვეურებმა შენიშნეს და სლავაც ვოლგისპირეთში გაემგზავრა. თუმცა, იქ დიდხანს არ დარჩენილა — უკვე შემდეგი გაზაფხულიდან იგი მოსკოვის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც მალე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ჩინებული პარტნიორების ვალენტინ ივანოვის, ედუარდ სტრელცოვის, ვალერი ვორონინის, ბორის ბატანოვისა და სხვათა მხარდამხარ სლავამ სსრ კავშირის პირველობის ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, დაეუფლა ქვეყნის თასს.[2]

1963 წელს თბილისის „დინამოში“ გადმოსული თავდამსხმელი ჰარმონიულად შეეწყო უკვე ჩამოყალიბებულ გუნდს და ორგანულად შეავსო ანსამბლი, რომელშიც ისეთი ოსტატები გამოდიოდნენ, როგორებიც იყვნენ შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი, ილია დათუნაშვილი, გიორგი სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა. „დინამოში“ ჩატარებულ მეორე სეზონშივე სლავა მეტრეველი მონაწილე გახდა ქართული ფეხბურთისათვის ისტორიული მატჩისა, რომელშიც „დინამომ“ სსრ კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედლები კლუბის არსებობის მანძილზე პირველად მოიპოვა.[2]

შემდეგ იყო სსრ კავშირის ნაკრებთან ერთად მოგებული ევროპის თასი, მონაწილეობა მსოფლიოს ორ პირველობასა და ევროპის ჩემპიონატში, კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი „დინამოსთან“ ერთად. როგორც მშობლიურ კლუბში, ისე ნაკრებში, მეტრეველი გამოირჩეოდა უმაღლესი ოსტატობით, რომელსაც საფუძვლად ედო ფილიგრანული ტექნიკა, სისწრაფე, გოლის ალღო. სსრ კავშირის ნაკრების მიერ სამხრეთ ამერიკაში გამართული ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ, რომლის მსვლელობაშიც გუნდმა შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვა — ლათინოამერიკული პრესის აღფრთოვანებული რეცენზიებით აღინიშნა. არგენტინელებთან მეტრეველმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ უმდიდრესი კლუბები მზად იყვნენ მის შესაძენად სოლიდური თანხები გაეღოთ. სპრინტერული სისწრაფისა და უმაღლესი ინდივიდუალური ტექნიკის მქონე ფორვარდი ათწლეულის მანძილზე რჩებოდა საბჭოთა ფეხბურთის უძლიერეს მარჯვენა გარემარბად. მისი გარღვევები ყველაზე გამოცდილ მცველთათვისაც კი გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ, როდესაც თბილისის „დინამოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადაიყვანეს, მეტრეველმა აქაც უმაღლესი ოსტატობა გამოავლინა.[2]

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ სლავა მეტრეველი თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად მუშაობდა. გამორჩეული სპორტული მიღწევებისათვის სხვა აღიარებებთან და ჯილდოებთან ერთად მას სსრ კავშირის დამსახურებული ოსტატისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა, ხოლო 1996 წელს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მთავრობის განკარგულებით ღირსების ორდენი გადაეცა.[2]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1958–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 48 შეხვედრას ატარებს და 11 ბურთი გააქვს.[3]

რიგით მეორე გოლის ავტორი ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში. სლავა მეტრეველმა აღნიშნული გოლი 1958 წლის 28 სექტემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის მე-20 წუთზე გაიტანა. შეხვედრა მოსკოვში, ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას ასი ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ეს იყო ევროპის თასის პირველი გათამაშების მერვედფინალური ორმატჩიანი ეტაპის პირველი დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით — 3–1 დასრულდა.[4][კომ. 2][5]

1960 წლის 10 ივლისს, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე, ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალში, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრის 49-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა. აღნიშნულმა გოლმა გადამწყვეტი გარდატეხა შეიტანა თამაშში. ისტორიული ფინალი საბჭოთა ნაკრებმა დამატებით დროში, მატჩის 113-ე წუთზე ვიქტორ პონედელნიკის მიერ მიხეილ მესხის გადაცემის შედეგად გატანილი გამარჯვების მომტანი გოლით ანგარიშით — 2–1 მოიგო და ევროპის თასს დაეუფლა.[6][კომ. 3]

მიღწევები

რედაქტირება
 
მარჯვნ. მესამე: სლავა მეტრეველი. 1962
  ტორპედო მოსკოვი
  დინამო თბილისი

სანაკრებო

რედაქტირება
  საბჭოთა კავშირი

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1960[8][კომ. 4][კომ. 5]
  • საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი: 1964
  • საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი „სარბიელის“ ვერსიით: 1999
33 საუკეთესო
  • №1: 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1968
  • №3: 1957
 
ეროვნულ ნაკრებში[9]

ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. მიხეილ მესხთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.[10]

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა გოლი და პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ასევე, პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.[10][კომ. 6][11][კომ. 7][12]

ცხრაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან რვაჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო მარჯვენა გარემარბად.[13][14][კომ. 8][15]

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორი.[16][17][კომ. 9][18][კომ. 10][19][კომ. 11]

იმავე 1964 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

1966 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად საუკეთესოთა ათეულში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველი მოხვდა.

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე სლავა მეტრეველი 732 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[20]

1976–1977 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვთნელის, ნოდარ ახალკაცის თანაშემწე.

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად სლავა მეტრეველი (მიხეილ მესხისა და ბორის პაიჭაძის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მესამე საუკეთესო საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[21]

მის სახელს ატარებს სოჭის ცენტრალური სტადიონი, სადაც ასევე გახსნილია მისი სახელობის მემორიალური დაფა. 2014 წელს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ სოჭის ფილიალის თაოსნობით ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სლავა მეტრეველის ძეგლი გაიხსნა.[22][კომ. 12]

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

2016 წლის 8 ივნისს, გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში სპორტული ჟურნალისტის, მწერლისა და ფოტოგრაფის დემიკო ლოლაძის წიგნის „სლავა მეტრეველი — ოცნების ფეხბურთელი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე თეატრის ფოიეში სლავა მეტრეველისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 27 უნიკალური ფოტო მეტრეველთა ოჯახის პირადი არქივიდან.[კომ. 13]

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
ქართული სპორტი · AFS · National Football Teams · Football in USSR · FootballPlayers.ru · FootballFacts.ru · Dinamo-Tbilisi.ru · Biograph.ru · Weltfussball.de · Rusteam.Permian.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · Большая российская энциклопедия
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
მედია
FootballFacts.ru

კომენტარები

რედაქტირება
  1. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს სამ (1962, 1966, 1970) ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.
  2. Score: 3–1 to USSR · Competition: UEFA European Championship 1st round 1st leg · Venue: Lenin Stadium · Attendance: 100 572 · This was the first-ever match to be played in the history of the European Championships. The tournament's first ever goal is often erroneously credited to Republic of Ireland's Liam Tuohy, who scored the opener in the first leg of the preliminary tie against Czechoslovakia. However, that game was held over six months after the first leg of the USSR-Hungary match.
  3. Parc des Princes - Paris. Ponedelnik heads Soviet Union to glory. Inspired by Lev Yashin, the Soviet Union came from behind to be crowned inaugural champions thanks to Viktor Ponedelnik's extra-time winner. ციტატა: „...Slava Metreveli duly leveled the scores before Ponedelnik wrote his name into Soviet folklore with the decisive second.“ ციტატა: „...Yugoslavian counterpart Blagoje Vidinic, by contrast, dropped Valentin Bubukin's long shot and allowed Metreveli to equalise.“
  4. Team of the Tournament: Lev Yashin, Igor Netto, Valentin Ivanov, Slava Metreveli, Viktor Ponedelnik (All Soviet Union), Vladimir Djurković, Milan Galić, Dragoslav Šekularac, Borivoje Kostić (All Yugoslavia), Ladislav Novák, Josef Masopust (Both Czechoslovakia) · დაარქივებულია ორიგინალიდან.
  5. სლავა მეტრეველი ევროპის თასის პირველი გათამაშების სიმბოლური ნაკრების წევრად დაასახელეს — ლევ იაშინთან, იგორ ნეტოსთან, ვალენტინ ივანოვთან, ვიქტორ პონედელნიკთან (ყველა სსრ კავშირი), ვლადიმირ დურკოვიჩთან, დრაგოსლავ შეკულარაცთან, მილან გალიჩთან, ბორა კოსტიჩთან (ყველა იუგოსლავია), ლადისლავ ნოვაკთან და იოზეფ მასოპუსტთან (ორივე ჩეხოსლოვაკია) ერთად.
  6. 1968 წლის 6 ნოემბერს, რიო-დე-ჟანეიროს „მარაკანაზე“ ბრაზილიელების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და ჟიულ რიმეს თასის პირველად მოპოვების ათი წლის იუბილე აღინიშნა. შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით (2–1) დამთავრდა. მატჩში სლავა მეტრეველი ესპანელი ამარო ამანსიოს ნაცვლად შემოვიდა მოედანზე.
  7. 1968 წელს პელემ სლავა მეტრეველს პირადად გაუგზავნა FIFA-ს მსოფლიო ნაკრებში მიწვევა მატჩზე, რომელიც ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვების მეათე წლისთავის აღასანიშნავად გაიმართა.
  8. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
  9. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულიაორიგინალიდან.
  10. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან.
  11. Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულიაორიგინალიდან.
  12. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ სოჭის ფილიალმა გურამ მურუსიძის ხელმძღვანელობით ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ლეგენდარულ ფეხბურთელ სლავა მეტრეველს ძეგლი გაუხსნა.
  13. სლავა მეტრეველი მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს, სიტყვით გამოვიდნენ ნიკალაი სვენტიცკი, დიმა ჯაიანი, ავთანდილ საყვარელიძე, გურანდა გაბუნია, როინ მეტრეველი, რევაზ მიშველაძე, გია დავითიანი, ფრიდონ თოდუა, გია გვაზავა, მაყვალა გონაშვილი, ერეკლე საღლიანი, გულბათ ტორაძე, მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე, ვაჟა აზარაშვილი, ვახტანგ ცხადაძე. საღამო მუსიკალურად გააფორმა „ცისფერმა ტრიომ“.
  1. წოდებები // „ლელო“, 9 სექტემბერი, 1976, № 179 (5729), გვ. 1.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 „ლელო“, 10–13 იანვარი, 1998, № 2 (11151), გვ. 2.
  3. მჭედლიშვილი, კ., 1975, გვ. 122.
  4. USSR 3–1 Hungary / 28.09.1958. 11v11.com
  5. USSR 3–1 Hungary / 28/09/1958. uefa.com
  6. USSR 2–1 Yugoslavia // Final - 10/07/1960
  7. Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1959/60
  8. 1960 UEFA European Championship
  9. Cine au fost… URSS (1960). Slava Metreveli
  10. 10.0 10.1 ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.
  11. Соскин, А., 1972, გვ. 326
  12. ფიფას რჩეული ვარსკვლავები და სამი ქართველი
  13. 33 лучших футболистов сезона в СССР. ru.unionpedia.org
  14. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია. dic.academic.ru
  15. Всё о футболе. Сост. Соскин А. М. - М.: "ФиС", 1972. — გვ. 326.
  16. Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
  17. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
  18. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი.
  19. "Динамо" (Тбилиси) 4–1 "Торпедо" (Москва) // Чемпионат СССР 1964
  20. 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge
  21. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge
  22. სოჭის ცენტრალურ სტადიონზე სლავა მეტრეველს ძეგლი გაუხსნეს