სერგო კოტრიკაძე
სერგო კოტრიკაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, საქართველოს სსრ — გ. 3 მაისი, 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). [1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერგო პარმენის ძე კოტრიკაძე | ||
დაბადების თარიღი | 9 აგვისტო, 1936 | ||
დაბადების ადგილი |
ჩოხატაური, საქართველოს სსრ | ||
გარდაცვალების თარიღი | 3 მაისი, 2011 (74 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
სტოკჰოლმი, შვედეთი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1955–1968 | დინამო თბ. | 239 | (0) |
1968–1969 | ტორპედო ქ. | 20 | (0) |
1970 | დინამო თბ. | 2 | |
ეროვნული ნაკრები | |||
1962 | სსრ კავშირი | 2 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1973–1974 | დინამო თბილისი (თ.) | ||
1997–2001 | ვიტ ჯორჯია | ||
2001 | ლოკომოტივი თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიცავდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[2]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1957 წლის 6 აპრილს, საკავშირო პირველობის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე.[კომ. 1] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: სერგო კოტრიკაძე, ვლადიმერ ელოშვილი, გივი ჩოხელი, გივი ხოჭოლავა, ავთანდილ ღოღობერიძე (მოსე დავარაშვილი 52'), ვლადიმერ რამიშვილი, ბორის ხასაია, კონსტანტინე გაგნიძე, ალექსანდრე კოტრიკაძე, შოთა იამანიძე და ავთანდილ ჭკუასელი. დაპირისპირება მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[3]
თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1970 წლის 25 აპრილს, საკავშირო ჩემპიონატის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „ზენიტის“ წინააღმდეგ ითამაშა.[კომ. 2] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: სერგო კოტრიკაძე (თამაზ სტეფანია 70'), ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ რეხვიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, სერგო კუტივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა გავაშელი, ბესარიონ მჭედლიშვილი, ლევან ნოდია (ალექსი ილიადი 75').[4] შეხვედრა ფრედ, ანგარიშით — 1–1 დამთავრდა.[5]
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 261 მატჩი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), სამგზის (1959, 1962, 1967) ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1960) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარე (1962). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ღირსების ორდენის კავალერი.
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[6][კომ. 3][7][კომ. 4][8][კომ. 5][9]
გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით. ამ დროს ის საქართველოს 15-წლამდე ნაკრებს „ლენარტ იოჰანსონის თასი 2011“-ის გათამაშებაზე ახლდა, როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრი.[10][11]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ფინალისტი: 1960[12]
ინდივიდუალური
რედაქტირება- საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი „სარბიელის“ ვერსიით: 1998
- საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარე: 1962
- საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მეკარე: 1999
- 33 საუკეთესო
- №3: 1960, 1961, 1962, 1963
გალერეა
რედაქტირებაფაქტები
რედაქტირებასერგო კოტრიკაძე ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[13][14][კომ. 12][15]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად სერგო კოტრიკაძე საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[16][17]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკა
რედაქტირება- პაიჭაძე, ბ. ამ მატჩმა ბევრი ჩვენი ნაკლოვანება გამოავლინა // „ლელო“, 9 ივნისი, 1957, № 69 (1083), გვ. 3.
- ქორიძე, რ., აუტსაიდერებსაც აქვთ ბრჭყალები // „ლელო“, 2 ნოემბერი, 1965, № 216 (2936), გვ. 3.
- ცომაია, დ., ჩვენი ძირითადი, გადაუდებელი საკითხი // „ლელო“, 11 თებერვალი, 1962, № 33 (1884), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სერგო კოტრიკაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერგო კოტრიკაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერგო კოტრიკაძე — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- ქართული სპორტი · FootballFacts.ru
კომენტარები
რედაქტირება- ↑ შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
- ↑ შეხვედრა ლენინგრადის კიროვის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მას 45 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
- ↑ 1964 წლის 18 ნოემბერი — თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013.
- ↑ 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013.
- ↑ "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). fc-dynamo.ru.
- ↑ ზემოდან მესამე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში.
- ↑ მარცხნიდან მესამე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამი.
- ↑ მარჯვნიდან მეოთხე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში.
- ↑ მარჯვნიდან მეოთხე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში.
- ↑ მარცხნიდან: სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების მეკარეები — იური პშენიჩნიკოვი და სერგო კოტრიკაძე, 1967 წლის 27 ნოემბერი.
- ↑ სერგო კოტრიკაძე.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კარიერა ფრაზებში: სერგო კოტრიკაძე. mygoals.ge
- ↑ Котрикадзе Сергей Парменович. Игры.
- ↑ «Динамо» Тбилиси 1–2 «Динамо» Москва / 06.04.1957.
- ↑ Илиади Алексей Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-27. ციტირების თარიღი: 2022-04-04.
- ↑ «Зенит» Ленинград 1–1 «Динамо» Тбилиси / 25.04.1970.
- ↑ გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-08. ციტირების თარიღი: 2022-04-22.
- ↑ ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-14. ციტირების თარიღი: 2022-04-22.
- ↑ "Динамо" (Тбилиси) 4–1 "Торпедо" (Москва) / Чемпионат СССР 1964. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-10. ციტირების თარიღი: 2022-04-22.
- ↑ Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
- ↑ 74 წლის ასაკში სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა, „ჯი-ეიჩ-ენი“, 4 მაისი, 2011.
- ↑ ლეგენდარული ქართველი მეკარე სტოკჰოლმში გარდაიცვალა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 3 მაისი, 2011.
- ↑ Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1959/60.
- ↑ 33 лучших футболистов сезона в СССР.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია.
- ↑ Всё о футболе. М.: "ФиC", 1972. — გვ. 314.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2022-04-22.
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.