ვახტანგ რეხვიაშვილი

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი

ვახტანგ რეხვიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1944, აფენი, ლაგოდეხი, საქართველოს სსრ — გ. 23 თებერვალი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და ორგზის (1967, 1969) ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1964).

ვახტანგ რეხვიაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვახტანგ გრიგოლის ძე რეხვიაშვილი
დაბადების
თარიღი
10 სექტემბერი, 1944
დაბადების
ადგილი
აფენი, ლაგოდეხი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
23 თებერვალი, 1986
(41 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1963–1971 დინამო თბ. 132 (3)
1972 ტორპედო 19 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფეხბურთის თამაში 35-ე სკოლაში, მწვრთნელ თენგიზ კუბლაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. მალე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მიიწვიეს, ცოტა ხნის შემდეგ კი — თბილისის „დინამოში“.

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1964 წლის 23 აგვისტოს, საკავშირო პირველობის 21-ე ტურის კალენდარულ მატჩში, გორკის „ვოლგას“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა გორკის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და მას 13 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, გურამ პეტრიაშვილი, ვახტანგ რეხვიაშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე აფშევი (ზაურ კალოევი 62') და მიხეილ მესხი. დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით — 0–0 დამთავრდა.[1]

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1971 წლის 22 ოქტომბერს, საკავშირო ჩემპიონატის 31-ე ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა.[კომ. 1] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: თამაზ სტეფანია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, გოჩა გავაშელი, მანუჩარ მაჩაიძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი და ვახტანგ რეხვიაშვილი. შეხვედრა დავით ყიფიანის გოლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დამთავრდა.[2]

საკლუბო სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი სულ
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
„დინამო“ თბილისი 1964 13 0 13 0
1965 23 0 2 0 25 0
1966 16 0 1 0 17 0
1967 29 2 2 0 31 2
1968 31 0 2 0 33 0
1969 12 0 12 0
1970 8 1 2 0 10 1
1971
სულ 132 3 9 0 141 3
„ტორპედო“ ქუთაისი 1972 19 0 2 0 21 0
სულ 19 0 2 0 21 0
კარიერა სულ 151 3 11 0 162 3

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  •   ჩემპიონი: 1964
  •   ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[3][კომ. 2][4][კომ. 3][5][6]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru

კომენტარები

რედაქტირება
  1. შეხვედრა თბილისში, „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და მას 35 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
  2. 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.
  3. 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა.