ილია დათუნაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1937, ბათუმი, საქართველოს სსრ — გ. 11 თებერვალი, 2022) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა ქუთაისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1962).[1]

ილია დათუნაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ილია ილიას ძე დათუნაშვილი
დაბადების
თარიღი
1 სექტემბერი, 1937
დაბადების
ადგილი
ბათუმი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
11 თებერვალი, 2022 (84 წლის)
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1958 ლოკომოტივი
1959–1968 დინამო თბ. 199 (46)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე და ილია დათუნაშვილი.

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ორი გოლის ავტორი.[2][3][4][5][6]

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამაში დაიწყო 1954 წელს ლანჩხუთის „კოლმეურნეში“. 1957–1958 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, დანარჩენი კარიერა გაატარა თბილისის „დინამოში“ (1959–1968). პირველ „ა“ ჯგუფში ჩატარებულ 199 მატჩში გაიტანა 46 გოლი.

1966 წლის 22 სექტემბერს მატჩში ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ გაიმეორა სსრ კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დაამყარა ევგენი შელაგინმა — გაიტანა 5 გოლი მატჩში. მან ეს შეძლო 27 წუთში.

1997 წელს ილია დათუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. 2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

გარდაიცვალა 2022 წლის 11 თებერვალს.[7][8]

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1962, 1967

ინდივიდუალური

რედაქტირება
33 საუკეთესო
  • №2: 1964, 1966

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გოდუაძე, ლაშა. კარიერა ფრაზებში: ილია დათუნაშვილი. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2022
  2. ნიკა კორინთელი (20 სექტემბერი, 2018). „ოქროს მატჩში“ კუთხურიდან გატანილი გოლი და „დათუნაშვილი გალისა!“. ციტატა: „...ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბევრი იყო გამოჩენილი ფეხბურთელი, რომლებმაც თავიანთი თამაშით, გატანილი გოლებითა თუ რაინდული საქციელით უდიდესი სიხარული მოჰგვარეს ფეხბურთის ქართველ ქომაგებს და სრულიად საქართველოს. მათ შორის არის 1964 წლის 18 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული „ოქროს მატჩის“ მონაწილე ილია დათუნაშვილი, რომელსაც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს 81 წელი შეუსრულდა. იმ ღირსშესანიშნავ დღეს კი, როცა მოსკოვის „ტორპედოს“ კარში 2 გოლი გაიტანა და, თბილისის დინამოელებთან ერთად, პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, 27 წლის იყო.“ წყარო: ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  3. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  4. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  5. "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1/ Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  6. Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
  7. „თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა“. Imedi News. 11 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-11. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი“. რადიო თავისუფლება. 11 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-11. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. ნიჟარაძე, შ., ილია დათუნაშვილი — საუკეთესო ბომბარდირი // „ლელო“, 1 დეკემბერი, 1966, № 233 (3210), გვ. 1.