შოთა იამანიძე
შოთა იამანიძე (დ. 15 მარტი, 1937, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 1971, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | შოთა იამანიძე | ||
დაბადების თარიღი | 15 მარტი, 1937 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1971 (34 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 177 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1954—1967 | დინამო თბ. | 300 | (65) |
ეროვნული ნაკრები | |||
1959 | სსრკ (ოლიმპ.) | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და გუნდის კაპიტანი.[1][2][3][4]
სამჯერ შევიდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. იყო თბილისის „დინამოს“ 1960-იანი წლების პირველი ნახევრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით, ტექნიკით, ორგანიზატორული თვისებებით.
სსრ კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.
დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
სანაკრებორედაქტირება
- ვიცე-ჩემპიონი: 1956
ინდივიდუალურირედაქტირება
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1966 (20 გოლი)
- 33 საუკეთესო
- №1: 1964
- №3: 1961, 1962
საინტერესო ფაქტებირედაქტირება
- 1986, 1997 და 2008 წლებში ჟურნალისტმა დემიკო ლოლაძემ შოთა იამანიძისადმი მიძღვნილი წიგნები გამოსცა
- თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩა შოთა იამანიძის სახელობისაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ოფისი 1990-2000 წლებში ამ ქუჩაზე, #5 სახლში იყო განთავსებული
ლიტერატურარედაქტირება
- ლოლაძე, დემიკო., შოთა იამანიძე, თბ.: საბჭ. საქართველო, 1986.
- ლოლაძე, დემიკო., შოთა იამანიძე : ფოტოალბომი / მესხი, ლეილა. (რედ.), თბ., 2008.
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- აკოფოვი, გარუნ., ფეხბურთი 1967 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია, 1967.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013., ISBN 9789941210488.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999., ISBN 99928-0-025-9.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002., ISBN 99928-0-360-6.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001., ISBN 999280209X.
პერიოდიკარედაქტირება
- ცომაია, დ. ჩვენი ძირითადი, გადაუდებელი საკითხი // „ლელო“, 11 თებერვალი, 1962, № 33 (1884), გვ. 3, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
- ↑ ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
- ↑ "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 / Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
- ↑ Золотой матч чемпионата СССР 1964 года.