ვიტალი დარასელია
ვიტალი დარასელია (დ. 9 იანვარი, 1957, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ — გ. 13 დეკემბერი, 1982, ზესტაფონი) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.[3] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვიტალი კუხინოს ძე დარასელია[1] | ||
დაბადების თარიღი | 9 იანვარი, 1957[2] | ||
დაბადების ადგილი |
ოჩამჩირე, საქართველოს სსრ | ||
გარდაცვალების თარიღი | 13 დეკემბერი, 1982 (25 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
ზესტაფონი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 172 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974 | ამირანი ოჩამჩირე | ||
1975–1982 | დინამო თბილისი | 192 | (26) |
ეროვნული ნაკრები | |||
1978–1982 | საბჭოთა კავშირი | 22 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]
ბიოგრაფია
რედაქტირებათავისი კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დარასელიამ 1980 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, ასევე 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.
დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.
ფაქტები
რედაქტირება1978 წლის 19 ნოემბერს, იაპონიაში მასპინძლებთან 4–1 მოგებულ შეხვედრაში პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და ქვეყნის მთავარ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა.
1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის „იბერიასა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შორის მისი ვაჟის, ვიტალი დარასელია უმცროსის სიმბოლური დარტყმით გაიხსნა.
1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად ვიტალი დარასელია საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[6][7]
2007 წლის 4 ოქტომბერს, მის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი თბილისის „დინამოს“ ვეტერანებსა და ვიტალი დარასელიას მეგობართა გუნდს შორის. მატჩი ფრედ 5–5 დასრულდა.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[8]
2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, მისი სახელობის თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.
2016 წლიდან „დინამო“ თბილისი აკადემიაში ასაკობრივ გუნდებს შორის ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.
2018 წლის 22 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიტალი დარასელიას ღვაწლი ღირსების ორდენით დააფასა. პრეზიდენტმა ჯილდო ფეხბურთელის შვილს ქრისტინა დარასელიას ფეხბურთის ფედერაციაში გადასცა.
2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მოეწყო.
ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.
მისი შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო
რედაქტირება- ევროპის ჩემპიონი: 1976
- ევროპის ჩემპიონი: 1980
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [13]
ინდივიდუალური
რედაქტირება- 33 საუკეთესო
- №1: 1981
- №2: 1978, 1979
- №3: 1980, 1982
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 14. 117 გვ.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—77 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1977. — გვ. 19. 103 გვ.
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—78 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 21. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 30. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 24. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 21. 159 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., მეორედ — ოლიმპზე, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979. — გვ. 38. 63 გვ.
- აკოფოვი, გარუნ, ასე ნანატრი გამარჯვება, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976. — გვ. 46–60. 78 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
- გორელოვი, იან, „დინამო“—78 (ფოტოალბომი), თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- მოსაშვილი, მინდია, თბილისის „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი, თბ.: ხელოვნება, 1979.
- მოსაშვილი, მინდია, მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 50. 210 გვ.
- Алимов, И. Советские клубы в розыгрышах европейских кубковых турнирах 1965–1990 гг.. — Д., 1991. — 40–46 c.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- ლოლაძე, დიმიტრი (1983). ვიტალი დარასელია. თბილისი: ხელოვნება.
- ლოლაძე, დემიკო (1999). ვიტალი დარასელიას და დიუსელდორფის გახსენება. თბ.: ტექნ. უნ-ტი.
- ლოლაძე, დემიკო (2001). ვიტალი დარასელია (მე-3, შევს. გამოც.). თბ.: ტექნ. უნ-ტი.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბ.: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
პერიოდიკა
რედაქტირება- გზა ოქროს მედლებისკენ // „ლელო“, 14 ნოემბერი, 1978, № 222 (6277), გვ. 2–3.
- მებურიშვილი, ტაგუ., „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიტალი დარასელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვიტალი დარასელია — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვიტალი დარასელია — ქართული სპორტი
- ვიტალი დარასელია — ფიფას ჩანაწერი
- პროფილი და ევროთასების სტატისტიკა — Klisf.net
- თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ექვსიანი — 7/24 ბლოგმედია
- დარასელიას გადამწყვეტი გოლი ფინალში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ ვიტალი დარასელია — ქართული ფეხბურთის ბრილიანტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-06. ციტირების თარიღი: 2023-08-28.
- ↑ Union Sovietica 1982
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი
- ↑ Soviet Union Cup 1980. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi
- ↑ Сбылось и не сбылось. Еженедельник "Футбол-Хоккей"
- ↑ Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
- ↑ Финал. Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии