ლელო (გაზეთი)
ქართული სპორტული გაზეთი
„ლელო“ — ქართული სპორტული გაზეთი. პირველი ნომერი 1934 წლის 13 აპრილს გამოვიდა თბილისში „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელწოდებით.[1] 1936 წლიდან გაზეთს დაერქვა „ფიზკულტურელი“, რომლის ბოლო ნომერი 1939 წლის 28 თებერვალს დაიბეჭდა. „ლელომდე“ სულ 362 ნომერი გამოვიდა. 1949 წლის 10 ივლისს დაისტამბა „ლელოს“ პირველი ნომერი. თავდაპირველად გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1960 წლიდან კი ყოველდღიურად გამოიცემოდა. ამჟამად „ლელო“ გამოიცემა ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა. 2008 წლიდან შედის „მედიაპალიტრის“ ჰოლდინგში.[2]
ლელო | |
---|---|
![]() პირველი ქართული სპორტული გაზეთი | |
ტიპი: | სპორტული გაზეთი |
ფორმატი: | გამოიცემა ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა |
მფლობელ(ებ)ი: | მედიაჰოლდინგი „მედიაპალიტრა“ |
გამომცემელი: | შპს „გამომცემლობა ლელო“ |
რედაქტორი: | ნიკოლოზ ნეფარიძე |
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: | გია თვალაბეიშვილი |
ფოტო რედაქტორი: | ვაჟა სიმონიშვილი |
დაარსდა: | აპრილი 13, 1934 |
ენა: | ქართული |
ISSN: | 2233-3827 |
საიტი: | Lelo.ge |
„ლელოს“ მთავარი რედაქტორებირედაქტირება
წლები | მთავარი რედაქტორი |
---|---|
1934–1949 | სარედაქციო კოლეგია [ა] |
1949–1952 | მიხეილ კაკაბაძე |
1952–1953 | ერემო მახათაძე |
1953–1964 | ირაკლი უგულავა |
1964–1976 | მიხეილ კაკაბაძე |
1976–1983 | ანზორ ბასილაია |
1984–1985 | არჩილ გოგელია |
1985–2015 | თენგიზ გაჩეჩილაძე |
2015– | გია თვალაბეიშვილი |
- ↑ 1934–1949 წლებში გაზეთს ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია.
ლიტერატურარედაქტირება
- კაკაბაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 166.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- „ლელო“ — პირველი ქართული სპორტული გაზეთი — საქართველოს გაზეთები
სქოლიორედაქტირება
- ↑ გაზეთი „ლელო“ იუბილარია. Sportall.ge (13 აპრილი, 2011). ციტატა: „ზუსტად 77 წლის წინ, 13 აპრილს პოპულარული სპორტული გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა.“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.
- ↑ გაზეთი „ლელო“ იუბილარია. InterPressNews.ge (13 აპრილი, 2012). ციტატა: „„პალიტრამედიის“ ყოველდღიური გაზეთი „ლელო“ იუბილარია. ზუსტად 78 წლის წინ, 13 აპრილს პოპულარული სპორტული გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა. გაზეთის მთავარი რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, სპორტული გაზეთი 1934 წელს „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელწოდებით გამოვიდა. „საქართველოს ფიზკულტურელი“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიხურა, თუმცა შემდეგ გაზეთის აღდგენის იდეა გაჩნდა და 1949 წლიდან სპორტული გაზეთი შეცვლილი სახელით — „ლელო“ — გამოდის. გაზეთი თავიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 1960 წლიდან ყოველდღიურად გამოიცემა. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: მიხეილ კაკაბაძე, ირაკლი უგულავა, არჩილ გოგელია, ანზორ ბასილაია და სხვები. 1985 წლიდან სპორტული გაზეთის რედაქტორია თენგიზ გაჩეჩილაძე. გაზეთი „ლელო“ „მედიაპალიტრის“ ჰოლდინგში 2008 წლიდან გაერთიანდა.“ ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2020.